განხილვა:შოთა რუსთაველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Main Page trophy შოთა რუსთაველი ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდა რუბრიკაში რჩეული სტატია (2005 წლის 17 მაისი).

სტატიის სათაური უნდა იყოს შოთა რუსთაველი. Alsandro 18:51, 10 მარტი 2006 (UTC)

მართალია. რუსთაველი გვარი არ არის. Dimitri (Tamok) 07:21, 19 ნოემბერი 2006 (UTC)

DEFAULTSORT უნდა დაერთოს თუ არა ფსევდონიმებს, და კონკრეტულად ამ სტატიას? --გიგა 07:29, 31 ოქტომბერი 2007 (UTC)

მე მგონი უნდა, სიაში მაინც ალბათ რ-ზე უნდა იძებნებოდეს. - ალ-ო / 08:18, 31 ოქტომბერი 2007 (UTC)

რომელ გეოგრაფიულ პუნქტ რუსთავს აღნიშნავს? --გიგა 19:21, 4 ნოემბერი 2007 (UTC)

სტატიაში ჩასმული არ არის {{რჩეული}} --ბრუტ () 17:00, 21 სექტემბერი 2009 (UTC)

არ არის რჩეული, უბრალოდ იმ პერიოდში მეტ-ნაკლებად დასრულებული ფორმის სტატია გადიოდა მთავარ გვერდზე კენჭისყრის გარეშე. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 17:13, 21 სექტემბერი 2009 (UTC)
მერე რა გვიშლის ხელს რომ ამას და ამგვარ სტატიებს სტატუსი მოვუხსნათ? სტატუსი "ყოფილი რჩეულიც" მე მგონი არ ივარგებს --ბრუტ () 17:18, 21 სექტემბერი 2009 (UTC)

წყაროები ინტერნეტში[წყაროს რედაქტირება]

მეგობრებო, ტვიტერზე გამოჩნდა მომხმარებელი @Rustveli - როგორც ჩანს, ტვიტერის ფორმატში (140 სიმბოლო) აპირებს დატვიტოს ვეფხისტყაოსნის მთელი ტექსტი. იქნებ ჩავამატოთ ამ სტატიაში მითითებულ წყაროებში?--Dv0rsky განხილვაწვლილი 12:55, 29 ივნისი 2012 (UTC)

ვეფხისტყაოსანი აკრეფილია უკვე და ეგ არაფერს აკეთებს განსაკუთრებულს. უფროსწორად თუ მართლა თვითონ კრიეფს და ბოლომდე აპირებს კი აკეთებს განსაკუთრებულს, მაგრამ რატომ არ ვიცი. თან რუსთაველზეა სტატია და არა ვეფხსიტყაოსანზე. --~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 13:15, 29 ივნისი 2012 (UTC)

ვინ თქვა არსებული წყაროების მიხედვით პირველად რომ შოთა რუსთაველი იყო ჰერეთის ერისთავი?[წყაროს რედაქტირება]

პირველად იმის თაობაზე, რომ შოთა რუსთაველი იყო ჰერეთის ერისთავი შოთა კუპრი თქვა არა პავლე ინგოროყვამ, არამედ თეიმურაზ ბატონიშვილმა.იქნებ შეასწოროთ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 91.151.140.4 (განხილვაწვლილი) .

რატომ რუსთაველი? სწორი ფორმაა რუსთველი![წყაროს რედაქტირება]

შოთა პოემაში არაერთგზის იძახის, რომ იგი რუსთველია და არა რუსთაველი. როგორ ფიქრობთ, "რუსთაველი" ვერ გარითმა? "მე რუსთველი ხელობითა", "დავჯე რუსთველმან გავლექსე", "მე რუსთველისად ამისა", "ტარიელ მისსა რუსთველსა" და ა.შ. ამიტომაც სწორი იქნებოდა სტატიის სათაური ყოფილიყო "შოთა რუსთველი" და არა "შოთა რუსთაველი." — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.73.211.153 (განხილვაწვლილი) .

თქვენ აპირებთ გადააკეთოთ დადგენილი ნორმები? აი როდესაც სკოლის წიგნებში, ოფიციალურ გამოცემებსა და სხვა პუბლიკაციებში მხოლოდ 'რუსთველის' გამოყენებას დაიწყებენ, მაშინ გადაკეთდება ვიკიპედიაშიც. --H.McC. განხილვაწვლილი 19:28, 16 მაისი 2013 (UTC)

რომელ დადგენილ ნორმებზე მელაპარაკებით? ერთ სერიოზულ ნაშრომს ვერ ნახავთ რუსთველზე, სადაც პოეტი რუსთაველად მოიხსენიება. ნებისმიერ ფილოლოგს ჰკითხეთ, როგორ ასწავლიან უმაღლეს დაწესებულებებში. ავტორი თავის თავზე ამბობს, რომ რუსთველი ვარო და ძალაზე ხართ ვერ ვხვდები? თავად ავტორზე უკეთ იცით, პეტრე ჰქვია თუ პავლე? ბევრ ახალ სასკოლო სახელმძღვანელოში გასწორდა ეს შეცდომა. ელემენტარულია, ვატსონ, შეიძლება ქართველებმა ყველაფერზე ვიკამათოთ? შეგიძლიათ ამ საკითხზე წაიკითხოთ შანიძის "რუსთაველი თუ რუსთველი?" http://www.patriots.ge/?p=449 იმედია, შანიძეზე დიდ ცოდნას არ დაიჩემებთ ამ საკითხში. პ.ს. და კიდევ, ძალიან საწყენია, რომ ასეთი რიხით იძლევით ასეთ არაარგუმენტირებულ პასუხებს. ჩემი ერთი არგუმენტი მაინც გაგებათილებინათ სანამ "ზოგადსაკაცობრიო დადგენილი ნორმებით" დაიწყებდით აპელირებას. ქართულ ვიკიპედიაში პირველად არ ვაწყდები ასეთ კედელს, რაც ფრიად საწუხარ არს.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.73.211.153 (განხილვაწვლილი) .

მე თქვენთან კვლევების ენით საუბარს არ ვაპირებ, ვინაიდან ჩემი კომპეტენცია აქ იწურება (ახლა არ მიახტეთ ამ წინადადებას და არ დაიწყოთ ამით აპელირება). დიახ, რუსთველია, მაგრამ მე გაგეცით პასუხი გამომდინარე იმ პრინციპებიდან, რომელსაც ვიკიპედია იყენებს სათაურებთან და სახელებთან და ა.შ. და გამომდინარე იქიდან, რომ ასე თუ ისე ვერკვევი კონკრეტულად ვიკიპედიის მიდგომაში ამ საკითხისადმი, მოგიყვანეთ უბრალო წესი, რომელიც ჩვენთან მოქმედებს. არის შემთხვევები, როდესაც ვიკიპედია ამკვიდრებს რაღაც პრაქტიკას, არის შემთხვევები, როდესაც იგი ეფუძნება არსებულ პრინციპებს და არის შემთხვევები, როდესაც ვხელმძღვანელობთ იმით, თუ რა არის გამჯდარი. მაგალითად, თუ ჩვენთან საქართველოში გამოდის უცხოური ფილმი და მისი სათაური ითარგმნება კინოთეატრების მიერ, ჩვენ მასზე სტატიის შექმნისას ვიყენებთ კინოთეატრის მიერ დამკვიდრებულ ვერსიას - რაოდენ მცდარიც არ უნდა იყოს იგი. თუ საჯაროდ ყველა თავისებურად თარგმნის, ჩვენც ჩვენებურად ვთარგმნით სათაურს. ეს ზოგადად.

შემდეგ - არავინ არაფერს იჩემებს. და თქვენც ზედმეტად აღელვდით. მშვიდად. გახსოვდეთ, რომ თქვენ პირადად არავინ გებრძვით. და აქ დილეტანტი ხალხი არ ზის. როდესაც სტატიებს წერენ, მცირე კვლევასაც ატარებენ. მით უმეტეს, გვყავს ავტორი, რომელმაც შესაშური დრო დაუთმო ვეფხისტყაოსანზე სტატიების შექმნას. და იმედია, ის მაინც გაგცემთ პასუხს, თუ შემოიხედავს. და ამ გაქანებული გვიანი ღამით მით უმეტეს არავინ მოგწერთ. ხვალ ყველა შემოიხედავს და იმედია, დააფიქსირებს აზრს.

და მაინც, გვარზე - როდესაც დაიწერება ყდებზე, სათაურების თავზე და როდესაც გამოქვეყნდება ამ გვარით ვეფხისტყაოსანი, მაშინ შეიცვლება ვიკიპედიაში. ჯერ-ჯერობით ყველაფერი, რაც გამოდის, ატარებს 'რუსთაველს' გარეკანზე და შესაბამისად, ასე დარჩება. მოყვანილი წყარო, შანიძის კვლევა, რა თქმა უნდა, უსაზღვროდ დასაფასებელია, მაგრამ რეალობა ჯერ-ჯერობით სხვაა - ქვეყნდება ყდებზე გამოტანილი 'რუსთაველით' და არა 'რუსთველით'. --H.McC. განხილვაწვლილი 21:50, 16 მაისი 2013 (UTC)

რატომღაც ასეთი შეხედულებაა, რომ ვიკიპედიაში უვიცები მუშაობენ, არასწორი ინფორმაცია შეაქვთ და მასთან მიმართებაში ყველა ისე ლაპარაკობს, როგორც ნამდვილი პროფესორი, უკაცრავად! ჰენრის ვეთანხმები ყველა არგუმენტში. — მიხეილ მიწერა 22:39, 16 მაისი 2013 (UTC)

ბატონო მიხეილ, მაინც რომელ "არგუმენტში" ეთანხმებით ჰენრის, თქვენც თვლით, რომ რუსთველი გვარია? ფილოლოგიურ საკითხებს რომ "კომპიუტერშიკები" განაგებთ, იმიტომაც გვაქვს ასეთი სტატიები. მართლაც, უკაცრავად. იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული არგუმენტი წონადი კონტრარგუმენტით უარყოთ, ზოგადი მსჯელობით იფარგლებით და ვიკიპედიის პრინციპებზე მესაუბრებით. შოთა იყო რუსთველი, რუსთაველად მისი მოხსენიება შეცდომაა და თუ ენციკლოპედიის დანიშნულება შეცდომის არგასწორება და გავრცელებაა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.73.211.153 (განხილვაწვლილი) .

ხედავთ, ჩვენც კი, უბრალო „კომპიუტერშიკები“, რომელთაც 2 კლასის განათლებაზე მეტი არა გაგვაჩნია რა, წყაროებით გელაპარაკებით და თქვენ... უკვე აგიხსნეს, როდის დაიწერება ვიკიპედიაში შოთა რუსთველი. ახლა კი ნახვამდის. --მიხეილ მიწერა 09:43, 18 მაისი 2013 (UTC)