განხილვა:შარლ II მელოტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „საფრანგეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

განხილვისა და მით უმეტეს, წყაროების გარეშე რატომ იქნა გადატანილი სათაური?--ოთოჯი / მომწერე 14:47, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

სასწრაოდ დასაბრუნებელია და ვაბრუნებ კიდეც სათაურზე (მცირე ცვლილებით) შარლ II მელოტი - ასეა იგი შეტანილიუცხოური პირთა სახელების ორთოგრაიულ ლექსიკონში, თბ. 1989 წ. გვ. 371. უახლესი ლიტერატურის მითითების შემთხვევაში გადაიტანეთ შესაბამის სათაურზე. --ჯაბა ლაბა 15:00, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
არადა უცნაურია, თითქოს კარლი უფრო სწორი უნდა იყოს. Deu. 15:09, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

რატომაა უცნაური? მე შარლ დე გოლი ვიცი და არა კარლ დე გოლი. :) --ჯაბა ლაბა 15:13, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, ქსე, ამასე ავტორიტეტული წყაროები ვინ უნდა დაასახელოს ჯაბა. ჩემი თხოვნა იქნებოდა სხვის დაწერილ სტატიებს სათაური არ შეუცვალო დისკუსიის გარეშე,ანუ ჰარი-ჰარალოზე! (იხ. განხილვა). ეს გადამტანის სიტყვებია. ასე, რომ მომავალში გაითვალისწინე.--ოთოჯი / მომწერე 15:13, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰო, უცნაურია. შარლ დე გოლი ფრანგია, რასაც ჩვენი მელოტის შემთხვევაში გადაჭრით ვერ ვიტყვით :). ყველა ენაში გერმანული სახელია დამკვიდრებული. გამონაკლისი ყოფილა ჩვენი და, როგორც აღმოჩნდა, ივრითი, სადაც ასევე ჩვენი მელოტი შარლად მიაჩნიათ და არა კარლად :). Deu. 15:18, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
მართალი ხარ დათო გერმანულიც უნდა ყოფილიყო. მაგრამ კატეგორიასთან დაკავშირებით ერთი შეიხედე ჯერ აქ და მერე აქ თან გაიხსენე ვერდენის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ფრანკთა იმპერია დაიშალა და დასავლეთის ფრანკთა იმპერიის მეფე (ანუ საფრანგეთის, როგორც ეს ისტორიული ტრადიციითაა დადასტურებული) გახდა, ასე რომ ფრანკთა მეფე არ გამოდის. --ჯაბა ლაბა 15:29, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
საქართველოში დასავლეთ ფრანკთა სამეფოს საფრანგეთთან ვაიგივებთ? ანუ, ფრანკთა სამეფოს დაშლა მიიჩნევა გერმანიის და საფრანგეთის დაარსებად? არ მეგონა მე მასე. მაშინ გამოდის, უნდა აღვადგინოთ კატეგორია... Deu. 15:35, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

დათო თამამად შემიძლია მასე ვთქვა, გარდა ამისა (არ ვიცი რამდენად ენდობით, ბმული ვერ მოვნახე) მასწავლებელთა სასერთიფიკაციო ოფიციალურ ტესტებში სწორედ ისე იყო კითხვა დასმული რითაც მთავრდება ეს სტატია. --ჯაბა ლაბა 15:40, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

აი ბმულიც ვნახე, გვ. 8 კითხვა 13.13 --ჯაბა ლაბა 15:49, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
ლათ. Carolus, ამიტომ გერმ. ლათინური აქვთ, ხოლო ქართულში ფრანგულიდან. --ცანგალა () 15:53, 16 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს უკვე კარგა ხნის მივიწყებული განხილვაა, მაგრამ იგივე კითხვა მეორედ გამიჩნდა: რატომ შარლი? : )) საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ჩვენი ე. წ. შარლ მელოტი კაროლინგების დინასტიას ეკუთვნის და მისი პირდაპირი წინაპარია კარლოს დიდი, რომლის სახელიც გერმანულად არის Karl, ფრანგულად Charles, ხოლო ლათინურად Carolus. შარლ მელოტის სახელიც ზუსტად იგივეა ამ ენებზე. ამ ერთი და იმავე დინასტიის ორ წარმომადგენელს ერთი და იგივე სახელი ჰქვია, მაგრამ ჩვენ, ქართველი ინდივიდები, მაინც სხვადასხვაგვარად მოვიხსენიებთ! ვიღიმი ჰოი საოცრებავ! ასეთი უცხოურ სახელთა ლექსიკონისა რა ვთქვი მე! ვიღიმი ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ ვიკიპედიელნი, რომ ეგ გამოცემები ცდებიან. Deu. 09:46, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]