განხილვა:ყალიბექი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქსე, ტ. 11, გვ. 163 — რუკაზე: ტბა ალიბეი. გიო ოქრო 09:47, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

გადავიტნოთ (მომხრე) ვარ--ჯეო განხილვაწვლილი 10:12, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
სხვა ქართული წყარო არ არსებობს, ამიტომ გადამაქვს. გიო ოქრო 10:17, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა გიო ოქრო 10:19, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: ძალიან მაინტერესებს რა გაკეთდა ?! აქ კალიბეკი წერია. რას ნიშნავს სხა ქართული წყარო არ არსებობს ? ან 3 დღის გასვლას რატომ არ დაელოდე ?!. - OTOGI Messages 12:12, 27 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

როდესაც სტატიას ასათაურებ ისე, რომ ლიტერატურაში არ არის რაიმე ქართული წყარო სახელის დასაზუსტებლად, მაგრამ ასეთი წყარო არსებობს, უმჯობესია სქოლიოს სახით მიუთითო ხოლმე, რომ მერე კითხვები აღარ გაჩნდეს, თუ რატომ ჰქვია ეს სახელი. ყაზახურ ტოპონიმებში, უკლებლივ ყველგან ასო Қ ქართულში გადმოდის როგორც (ამას ადასტურებს ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სტატიები და რუკები), ხოლო К — როგორც . რატომ წერს ეგ ლექსიკონი კალიბეკს არ ვიცი, თვით ქსე-ც კი არ წერს რუსულის გავლენით. ახლა შენი კითხვები — 1) „რა გაკეთდა ?!“ — სტატია გადავიდა სხვა სახელზე, წყაროს შესაბამისად!, 2) „რას ნიშნავს სხა ქართული წყარო არ არსებობს ?“ — სადაც ვნახე, ვერსად ვერ წავაწყდი კალიბეკს, იმდენად „უმნიშვნელო“ (ბრჭყალებში!) ტბაა, რომ არ მეგონა ინტერნეტში თუ იქნებოდა და მხოლოდ წიგნებში ვცადე მოძებნა; 3) „3 დღის გასვლას რატომ არ დაელოდე?“ — იმიტომ, რომ სხვა წყაროს ვერ მივაგენი და რაღა აზრი ჰქონდა დალოდებას, თუკი წყარო პირდაპირ გვიწერს. ამაში შევცდი, თურმე სხვა წყაროებიც გვქონია. მაგრამ ფაქტიურად დალოდებას აზრი არ ჰქონდა, შენ 5 დღის მერე გამოჩნდი, მე კი 3 დღის მერე გადავიტანდი. კარგი იქნება ჩემ კითხვებსაც ასე უპასუხო ხოლმე, ოღონდ სხვა თემაზე დასმულებს და პასუხგაუცემლებს. გიო ოქრო 21:15, 27 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: მანამ სანამ კონსენსუსი არ შედგება, 3 დღე კი არა, თუ საჭირო გახდა 1 თვეც უნდა დაელოდო! აქ შენ ერთპიროვნულად არაფერს არ წყვიტავ. რაც შეეხება ლოდინს, რას ნიშნავს დალოდებას აზრი არ ჰქონდა ?! აქ მე და შენ შორის კი არ წყდება საკითხი, არამედ საზოგადოებას შორის. ამდენად, მე კი არ უდა დამელოდო, არამედ საზოგადოების აზრს. ამით შენ სხვების აზრს არ სცემ პატივს. ის რასაც შენ წერ გადატანის მყარი არგუმენტი ვერ იქნება, ვინაიდან ყოველთვის არსებობენ გამონაკლისები. ამ შემთხვევაში 2006 წლის წყაროს თანახმად სწორია კალიბეკი. ქსე ამ შემთხვევაში ირიბი წყაროა, ხოლო ლექსიკონი პირდაპირი. - OTOGI Messages 12:08, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

და რას ნიშნავს „ირიბი“?!. ქსე ეციკლოპედიაა და მის რუკებს ისეთივე აკადემიური მნიშვნელობა აქვს, როგორიც სტატიებს. სულ მცირე 2 რუკაზე შემხვდა. საინტერესოა რა წყაროზე ან ნაშრომზე დაყრდნობით გვიწერენ ტერმინებს მაგ ლექსიკონში. ისე ერთი ასეთი შემხვდა მაგ ლექსიკონში:
ვიკიციტატა
„შესაძლოა, უზუსტობანი შეინიშნებოდეს შეინიშნებოდეს პოსტკომუნისტურ სივრცეში განხორციელებული ტოპონიმიკური ცვლილებების ორთოგრაფიაში, რაც ჩვენს ენაზე ჯერ არავის დაუდგენია და ამდენად ამის მიჩნევა შეცდომად არ იქნება მართებული.“

თვითონვე ამბობენ რომ შესაძლოა იყოს შეცდომები, შესაძლოა არც იყოს. და რამდენად მართებულია იმ სახელზე გადატანა, რაც შეიძლება არასწორი იყოს (ეიძლება არც იყოს). ალტერნატიულ სახელად მოხსენიებას ვემხრობი. თუმცა რაც გადაწყდება, მას დავემორჩილები. გიო ოქრო 13:14, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: სტატია დააბრუნე წინა ვერსიაზე. მოიტანე 2006 წლის ან მასზე უფრო ახალი წყარო და მერე ვილაპარაკოთ. - OTOGI Messages 13:16, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

არსადაც არ დავაბრუნებ! ეს განხილვა 21 მარტს დავიწყე, ის ლექსიკონი კი 25 მარტს განახლებულა. შეიძლება ვიღაცამ კალიბეკიც კი შეიტანა იქ ისე, რომ ლექსიკონში არც კი ეწეროს, ანუ მოტყუებით. რომ არ მოვტყუვდე, ჩემი თვალით გადავამოწმებ მაგ ლექიკონში. :) გიო ოქრო 13:42, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ძალიან არაადეკვატური კომენტარი დატოვე. შენი თიზისების მოსმენა მე არ მაინტერესებს. - OTOGI Messages 14:13, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ეგ შენთვის შესაძლოა არააკადემიური იყოს, არაუშავს. ერთ-ორ დღეში გადავამოწმებ. გიო ოქრო 14:18, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
სადაც გინდა იქ გადაამოწმე. ისწავლე კოლეგების პატივისცემა. ეს განხილვა არის მასკარადი საბავშვო ბაღში, რაშიც მე რა თქმა უნდა არ აგყვები. - OTOGI Messages 14:25, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: წესებს როგორც გსურს ისე ათამაშებ. მომხმარებელი:გიო ოქრო-მ წყარო მიუთითა და გადამისამართებაც გააკეთა. ნეტა ყველაფერში კონსენსუსს ელოდებოდე კარგი იქნება (სამწუხაროდ ასე არ არის). წყარო არის და გადამისამართებაც გაკეთდა. საპირისპირო წყარო თუ გაქვს მოგვაწოდე და საკითხიც გამოსწორდება. დსე (დიდი საბჭოთა ენციკლოპედია) — ეს გაქვს სტატიაში მითითებული, ხოლო ქართულში რუსული წყარო ნაკლებად გამოგვადგება.-ცანგალა 14:44, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცი :). წაიკითხე განხილვა და გაიგებ. - OTOGI Messages 14:47, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

შენთვის დამითმია არჩევანი გინდ იცინე და გინდ იტირე. მომხმარებელი:ალექსანდრე ელერდაშვილი — ესეც ჩვენი ვიკიპედიელი.--ცანგალა 15:02, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ირიბ წყაროზე მეტი უპირატესობა ყოველთვის პირდაპირს აქვს. ეროვნული ბიბლიოთეკის საიტი საბავშვო ბაღი არ არის, რომ ვიღაც თამაშობდეს, როგორც აქ შეიტანეს ეჭვი. გმადლობთ. — Mikheil მიწერა 21:13, 30 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL, Otogi: ყალიბექი. მას შემდეგ, რაც მომხ. Zangala დაუკავშირდა ბიბლიოთეკისა და ლექსიკონების შემქმნელებს და მიაწოდა შესაბამისი წყაროები (მათ შორის ისეთებიც, რომლებიც უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის შესადგენად გამოიყენეს!), შეცდომა გასწორდა. გელოდებით 3 დღე. გიო ოქრო 10:16, 1 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL: „ეროვნული ბიბლიოთეკის საიტი საბავშვო ბაღი არ არის, რომ ვიღაც თამაშობდეს, როგორც აქ შეიტანეს ეჭვი“ — მიხეილ ეს შენი ციტატაა. მე ერთ რამეს გეტყვი, როდესაც ვიცი, რომ 200% მართალი ვარ ბოლომდე ვიბრძვი მის დასამტკიცებლად. საბავშვო ბაღი რომ არ არის ამაში გეთანხმები, მაგრამ იმაში მაინც დამეთანხმე, როდესაც ადამიანებს შეაქვთ ამხელა მოცულობის ინფორმაცია შეცდომებისაგან დაზღვეულები არ არიან. ამიტომ არის, „დოკუმენტის“ (ქართული წყარო) ჩვენების შედეგად გასწორდა. და კიდევ ჩემი რჩევაა ხანდახან ირიბსაც დაუჯერე. და კიდევ ვიცი ამ თემას არ ეხება, იქნებ მომხმარებელი:Deu განბლოკო. როგორც შენ იტყოდი ვიკიპედია „საბავშვო ბაღი არ არის“ და ასეთი მომხმარებლები გვჭირდება. ხოლო მომხმარებელი:Otogi-მა თვითონ გადაწყვიტოს „იცინოს თუ იტიროს“(ეს მისი სიტყვებია). გმადლობთ.-ცანგალა 12:27, 1 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: @გიო ოქრო: კომიკურ სიტუაციას ქმნით. ბეჭდვით ლექსიკონში შეტანილია როგორც კალიბეკი, ხოლო ონლაინ-ლექსიკონში, რომელიც ბეჭდურ ლექსიკონზეა დაფუძნებული ყალიბექი ?!. არ არის ახლა ეს კომიკური სიტუაცია ?! გარემო მაშინ გამოსწორდება, როდესაც ბეჭდურ გამოცემაში შესწორდება სახელწოდება. იხილე ბეჭდური გამოცემა → ბმული, სადაც შეტანილია როგორც კალიბეკი. ჩვენ ვეფუძნებით ბეჭდურ გამოცემას, სადაც ზოგ-ზოგიერთებს რაღაცების გადაჭღაპნის საშუალება არ მიეცემათ. გადატანის საფუძველს ვერ ვხედავ. აქ არსებითი ბეჭდური წყაროა. თქვენთან «Ванька-встанька»-ს თამაშს არ ვაპირებ. - OTOGI Messages 14:00, 1 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბეჭდურიც შესწორდება, რასაც დრო უნდა. ავტორი გაასწორებს. პირველად სხვა ბმული გქონდა მითითებული (ამითაც ხომ კომიკურ სიტუაციას ქმნი).--ცანგალა 14:17, 1 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: ხოდა როცა გასწორდება მერე ვილაპარაკოთ. ნუ შეგყავს შეცდომაში @გიო ოქრო: და ვიკი-საზოგადოება. წარმატებები. - OTOGI Messages 14:37, 1 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბმული რაც შენ მოგვაწოდე მხოლოდ სათაურია და წიგნში როგორ არის ვერ ვხედავ, მაგრამ გიპასუხებ რომ წიგნის ავტორმა ალექსანდრე ელერდაშვილმა თქვა, რომ წიგნში გაიყარა შეცდომა რასაც გამოასწორებს. შეგიძლია შეეკითხო ავტორს. ამიტომ კენჭისყრაზე გავიტან ამ საკითხს. რატომ უნდა იყოს ვიკიპედიაშიც არასწორად. --ცანგალა 06:53, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჩავერევი და ვიტყვი რომ მსგავსი სიტუაცია არის დმანისის მუნიციპალიტეტში სადაც ჩემი სუბიექტური აზრით არის რიგი სოფლები რომლებზეც არის აზრთა გაორება. ანუ იმას არ ვიტყვი რომ მასიურად დამკვიდრდა საჯარო რეესტრის ამონაწერსა და მაცნეში დავუშვათ სახელწოდება ირგანჩაი, ზემო კარაბულახი, მაშინ როცა „ქე“ იძახის რომ ამ დასახლებულ პუნქტებს ჰქვიათ ირგანი და ზემო ყარაბულაღი. ლოგიკურია რომ მეც არავის არ დაველოდე და მივიღე ქეს როგორც საენციკლოპედიო წყარო უპირატესად. მაგრამ... საქმე იმაშია რომ იგივე დმანისის მუნიციპალიტეტში არის სოფელი იაყუბლო რომელიც ქე-ს საიტზე არის მოხსენიებული როგორც იაღუფლო, თუმცა იგივე ქე-ს ბეჭდურ გამოცემებში გვხვდება იაყუბლო.

მე ეს ყველაფერი იმიტომ მოვაყოლე რომ სამწუხაროდ მე არ მაქვს საკმარისი კომპეტენცია რომ რამე ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღო. თუ რამე შემეშალა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმითითეთ და შევასწორებ, მე ასე ვთქვათ ძიების პროცესში ვარ. რაც შეეხება თქვენს თემას და ჩემს მოწვევას კენჭისყრაში, ვფიქრობ რომ მე ვერ გამოგადგებით ჩემი ზემოთმოყვანილი „ჩამოუყალიბებლობის“ გამო. პატივიცემით.--Surprizi განხილვაწვლილი 07:17, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: გთხოვ ეს გადაიტანო კენჭისყრის გვერდზე.--ცანგალა 07:20, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
თუ ბიბლიოთეკამ ონლაინ-ვერსიაში შეასწორა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ბეჭდური ვერსიის შესწორებას შემდეგი გამოცემა უნდა. — Mikheil მიწერა 16:33, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
დიახ მიხეილ, ამ გამოცემას კი ფული. მთავარია, რომ ავტორი აღიარებს შეცდომას და იძახის, რომ ყალიბექი უნდა იყოს. გიო ოქრო 16:36, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიკისაზოგადოების გადაწყვეტილებით კალიბეკი გადავიდა ყალიბექი-ზე. იხ. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#განხილვა:კალიბეკი. გიო ოქრო 09:52, 12 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]