შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ქუცუმის წმინდა გიორგის ეკლესია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@Jaba1977: დამეხმარე რა აღნიშნული ძეგლის ლოკალიზაციაში. დღევანდელი ტერიტორიული მოწყობით ის იმერეთის მხარეშია.--Surprizi განხილვაწვლილი 12:58, 17 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

სოფელ ხევიდან აღმოსავლეთით, 5 კილომეტრზე. ხევი ხარაგაულშია და შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტი ვერ იქნება.--Surprizi განხილვაწვლილი 13:16, 17 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
სძა-ში ხევი არ წერია, მაშინ ლოკალიზაცია დადგინდეს. თუ ხაშურია ხაშური იყოს თუ არადა ხარაგაული.--Surprizi განხილვაწვლილი 13:20, 17 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
აქ ჩანს რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტშია. რა ვქნათ?--Surprizi განხილვაწვლილი 13:24, 17 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით სტატიას ქუცუმის წმინდა გიორგის ეკლესია უნდა ერქვას.--Surprizi განხილვაწვლილი 13:25, 17 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

აკადემიური გამოცემა ამბობს, რომ ეს ძეგლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში. მითითებული რესურსი კარგად მაქვს შესწავლილი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მანდ უამრავი შეცდომაა. როდესაც მაგ ბმულზე წერია, რომ კოორდინატები დასაზუსტებელიაო, მე მაგალითად ვერ ვენდობი. ფაქტია: 1976 წელს იგი ხეფინის ხევში შეიყვანეს, 1990 წელს გამოცემულ ლიტერატურაში იგი უკვე ხაშურის ტერიტორიაზეა. საინტერესოა მესამე წყაროს ავტორმა საიდან ისარგებლა როდესაც მსგავსი რამ დაწერა? მე ვიცნობ ამ წყაროს ავტორის ახლობელს და ვიცი რომ მას მუდამ დავა აქვს ამ საკითხზე და მთა რკინისჯვარზე (სახელი თუ ზუსტად მახსოვს). წმინდა გიორგის ეკლესიაზე ამბობს, რომ მათია და არა ხაშურისა და მთაზე იძახის, რომ მათია და არა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა. ასე, რომ სიმართლე გითხრა მე აქ მესამე წყაროს სანდოობას ეჭქვეშ დავაყენებდი. რაც შეეხება სახელს არ ვარ წინააღმდეგი, თუმცა გაითვალისწინე, რომ სძა-დან მსგავსად არ შემოგვაქვს სათაურები. --Wiki - ჯაბა 14:09, 17 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

დღევანდელ დღეს როგორ გავარკვიოთ ვის მუნიციპალიტეტშია თანამედროვე დაყოფით? მე რასაც ვაკვირდები, რიონის ბასეინის ნაწილია და არა მტკვრის, თუმცა ამას ადმინისტრაციულ დაყოფასთან კავშირი არ აქვს.Surprizi განხილვაწვლილი 15:32, 17 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
კარგი, ისე ვატყობ საზღვარი სად გადის ეგ ზუსტად არავინ იცის. იქედან გამომდინარე რომ მუდამ არ იყოს აქეთ იქეთ ბურთაობა ამ ძეგლისა, დავტოვოთ იმ მუნიციპალიტეტში სადაცაა ეხლა და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. უბრალოდ სათაურს შევუცვლი სტატიას.Surprizi განხილვაწვლილი 15:43, 17 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]