განხილვა:ქობულეთის მუნიციპალიტეტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეგობრებო, შევიტანე ცვლილებები მუნიციპალიტეტის შესახებ სტატიაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დიდი დახმარებით. @M.-მა ახსნის გარეშე წაშალა მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა დავაბრუნე და იქნებ განხილვა ჯობდეს ჯერ, კონკრეტული ინფორმაცია, რის გამო წაშალეთ, სანამ ასე წაშლით შემოტანილ ინფორმაციას? იმისთვის, რომ კონფლიქტი არ მოხდეს, ადმინისტრატორებმა ადევნეთ თვალი (@David1010, @MIKHEIL, @Otogi, @Mehman97, @DerFuchs). ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 07:50, 25 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

მეც დამაინტერესა რის საფუძველზე წაშალა მომხმარებელმა @M. ინფორმაცია, რომელსაც წყარო გააჩნდა, თან განხილვის გარეშე. — Mehman 97 10:20, 25 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
წავშალე მხოლოდ წყაროს გარეშე ინფორმაციები: 1. დაძმობილებული ქალაქები, (ა) დამეგობრების შესახებ წყარო არ აქვს მითითებული არცერთ ქალაქს (ბ) ამ ქალქების ოფიციალურ გვერდებზე არსად იძებნება ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტთან დამეგობრების შესახებ. მაგ. ქალაქ კელცეს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვს დამეგობრებული ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ქობულეთი ნახსენები არაა. ქალაქ იუჟნის საიტი საერთოდ არასწორია, ქალაქ ტარტუს ოფიციალურ საიტზე ქობულეთი არაა არც twin cities არც partner cities სიაში. (სხვათაშორის არის ქუთაისი) შესაბამისად, მთლიანად ეს სექცია ამოსაღებია. 2. ცნობილი ადამიანები. სიაში ისეთი ადამიანები წავშალე, რომლებსაც დაბადების ადგილად ბიოგრაფიაში თბილისი აქვთ მითითებული და არა ქობულეთი და შესაბამისად, არასწორად იყვნენ სიაში. მაგ. დათო ევგენიძე ან ნოდარ ამაღლობელი თბილისშა დაბადებულები და მათ ბიოგრაფიაში ქობულეთი ნახსენებიც არაა. ასევე არაენციკლოპედიური მნიშვნელობის მქონე ადამიანები, მაგ. ირაკლი გოგოხია. 3. დანარჩენი უბრალოდ გადავაჯგუფე სხვა მუნიციპალიტეტების შესახებ არსებული სტატიების მსგავსად სექციების მიხედვით, გავასწორე თანმიმდევრობა და პირიქით, დავაბრუნე სტატიაში მანამდე არსებული და წაშლილი ინფორმაცია (მაგ. საკრებულო) --M. (განხილვა/წვლილი) 15:44, 25 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
ამ ინფორმაციას მუნიციპალიტეტს მივაწვდი და დაგიბრუნდებით.- ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 04:04, 26 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
მანამდე ამოიღეთ დაუდასტურებელი ფაქტები --M. (განხილვა/წვლილი) 06:29, 26 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
დაძმობულებულ ქალაქებზე კიდევ არის რაიმე პრობლემა? ცნობილ ადამიანზებზე ცოტას თუ მადროვებთ, არ იქნება ცუდი.- ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 13:54, 27 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
დაძმობილებული ქალაქები მუნიციპალიტეტისაა თუ ქალაქის? წესით ქალაქის უნდა იყოს (მუნიციპალიტეტს დაძმობილებული ქალაქები ვერ ეყოლება). თუკი ასეა, მაშინ ამ სტატიაში კი არა, ქალაქის სტატიაში უნდა იყოს ეგ პარაგრაფი (ზოგი არის კიდეც ჩამოთვლილი ქობულეთი#დაძმობილებული ქალაქები). გიო ოქრო 14:00, 27 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: ქობულეთის მუნიციპალიტეტია იურიდიული პირი და არა ქობულეთი. საიტზე მითითებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ქობულეთი თვითმმართველი ქალაქი არ არის, უბრალოდ ადმინისტრაციული ცენტრია. ასე რომ, იურიდიულად დაძმობილებული არის მუნიციპალიტეტთან და არა ქალაქთან. - ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 14:22, 27 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
დაძმობილებული შესაძლოა იყოს როგორც ქალაქები, ასევე მუნიციპალიტეტები. გააჩნია რომლებმა გააფორმეს ხელშეკრულება. (ქალაქი ქობულეთი მხოლოდ 2006 წლამდე შეძლებდა ამას). პრობლემა არის, მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საიტი წყაროდ არ გამოდგება, რადგან სხვა ქალაქების ოფიციალური საიტები მაგ. იგივე კელცეს ან ტარტუს საკუთარ დაძმობილებულ ქალაქებში ან მუნიციპალიტეტში ქობულეთს არ იხსენიებენ --M. (განხილვა/წვლილი) 14:21, 27 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

@M.: არ გეთანხმებით, რომ არ გამოდგება წყაროდ. ოფიციალური ხელშეკრულებები გჭირდებათ დასადასტურებლად? არაერთი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რატომ არ უწერიათ საკუთარ საიტზე ინფორმაცია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საიტზე მითითებულია დაძმობილების წლებიც და მცდარი ინფორმაცია აქვთ მითითებული? რა მოტივი უნდა არსებობდეს ამის?- ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 14:25, 27 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

დაამატეთ აბა კელცეს შესახებ სტატიაში პოლონურ ვიკიში ეგ ინფორმაცია და ნახეთ რას გიპასუხებენ --M. (განხილვა/წვლილი) 14:35, 27 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
ნიშნის მოგებით ნუ მესაუბრებით, დიდი თხოვნა მექნება. თუ დამისახელებთ მიზეზს ან წარმომიდგენთ ოფიციალურ დამდასატურებელს ამ ქალაქების თვითმმართველობისგან, რომ არ არის ინფორმაცია სწორი, მაშინ შეიძლება ამოღება. ასე ერთი ხელის მოსმით ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე ვერ ვიტყვი რომ არასწორია. მე მომაქვს წყარო, რომელიც სანდოა (სამთავრობო უწყებაა) და გადამოწმებადია თავად მუნიციპალიტეტთან. თუ რაიმე სხვაგან სადმე არ წერია, არ ნიშნავს რომ არ არის. რომ არ არის ამის დამადასტურებელი წყარო მინდა თქვენგან და არა ის რომ არ წერია რომ არის. ეს წყარო არ არის. უკეთ რომ ავხსნა, მე მომაქვს წყარო, რომელიც გეუბნებათ რომ არის, თქვენ ვერ მოგაქვთ წყარო რომ არ არის, არამედ მიმტკიცებთ რომ რადგან მათაც არ უწერიათ, ესე იგი არ არის. კონტრ-წყარო მაჩვენეთ და შეიძლება შემდეგ საუბარი. @David1010: @MIKHEIL: @Otogi: @Mehman97: @DerFuchs:, ბოდიში კიდევ ერთხელ რომ გაწუხებთ, მაგრამ მაინტერესებს, რას ვმსჯელობ არასწორად. მივყვები საუბარში, ცვლილებებიც შემაქვს სადაც საჭიროა, ვამოწმებ ინფორმაციას და სანაცვლოდ ასეთ ნიშნის მოგებით საუბარს ვიღებ. - ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 14:48, 27 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
თუ არსებობს წყარო იმისა, რომ ეს მუნიციპალიტეტი დაძმობილია, მაშინ პრობლემას ვერ ვხედავ. მუნიციპალიტეტის საიტიც ჩვეულებრივი სანდო წყაროა ამ საკითხში და აბსურდია იმის თქმა, რომ წყარო არაა იგი. — Mehman 09:52, 28 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
აგრეთვე, @M. გთხოვთ გამოიჩინოთ თავაზიანობა განხილვის დროს და არ შეხვიდეთ მომხმარებელთან რედაქტირების ომში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სტატიას დავიცავ კონკრეტულად თქვენ მიერ რედაქტირებისგან. — Mehman 09:54, 28 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
@Beqabai: მე თქვენ ნიშნისმოგებით არ გესაუბრებით, მოგაწოდეთ იდეა ინფორმაციის დამატებით გადამოწმებისთვის. ასევე შეგიძლიათ ამ ქალაქებს სოციალურ ქსელებში დაუკავშირდეთ და ჰკითხოთ, თუ რათქმაუნდა გაინტერესებთ ბოლომდე გარკვევა. როცა ამოვიღე ინფორმაცია, არ იყო წყარო მითითებული, გადავამოწმე ვებ-გვერდები და არც იქედან დადასტურდა. ახლა გასაგებია, მითითებულია რაღაც წყარო და ამოღების ფორმალური საფუძველი არ არსებობს, აღარც ამომიღია, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაინც მაქვს, რომ არ არის ეს ინფორმაციები სწორი, ამიტომ უბრალოდ გთავაზობთ, გადაამოწმოთ. ნახეთ თუნდაც გურჯაანი, ესეც ხომ სხვა ქვეყანა არ არის? გურჯაანის მუნიციპალიტეტის სტატიაშიც ხომ თქვენ შეიტანეთ ეს ინფორმაცია? იქ რატომ არაა ქობულეთის მუნიციპალიტეტი? დამეგობრება (ქალაქის და ქალაქის, ან მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის) ორმხრივი აქტია და შეუძლებელია ცალმხრივი იყოს. --M. (განხილვა/წვლილი) 08:29, 29 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
@M.: გასაგებია თქვენი პოზიცია. ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდებულია და ეცდებიან მომაწოდონ მაქსიმალურად ყველასთან გაფორმებული ხელშეკრულება.- ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 09:28, 29 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]