განხილვა:ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორტომეულიც არსებობს და ერთტომეულიც ამავე სახელწოდებებით. ამ სტატიას ალბათ უნდა ერქვას ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (რვატომეული). — დავით პასუხი 08:21, 24 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეგენი ხო ერთმანეთის გაგრძელებებია? ერთტომეული საერთოდ გადაწერაა და ორტომეული მაგის ახალი ვერსიაა უბრლოდ და მაგათზე არ ღირს ცალკე და აქვე მოვაქციოთ.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 08:27, 24 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]
ერთტომეული კი არის ორტომეულის გაერთიანება, მაგრამ ორტომეული არაა რვატომეულის ასლი. – ეს უფრო შემოკლებაა... შეიძლება გავაერთიანოთ ერთ სტატიაში, მაგრამ... სხვები რას ფიქრობენ? — დავით პასუხი 08:29, 24 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

აღდგომას გილოცავთ, მეგობრებო, მრავალს დაესწარით! მე ჩემს აზრსაც მოგახსენებთ, მგონია, რვატომეული ცალკე უნდა იყოს და ერთტომეული ცალკე, მაინც სხვადახვა ლექსიკონებია. ერთტომეული და ორტომეული ფაქტობრივად ერთნაირია, მაგრამ რვატომეულის შემოკლებას წარმოადგენს და არა მის ანალოგს, როგორც უკვე აღნიშნა დათომ, ასე რომ, სრულიად სხვა გამოდის.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 12:04, 24 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით და მე გილოცავთ ყველას. მეც ჩემს აზრს დავაფიქსირებ. როდესაც საუბარია ქართული ენის განმატრებით ლექსიკონზე, ავტომატურად იგულისხმება ქართული სალიტერატურო ენის რვატომიანი აკადემიური ლექსიკონი (გამოცემა). მემგონია არ უნდა იყოს პრობლემა ამ სათაურით ეს სტატია. თუმც შეიძლება ვდები--Otogi განხილვაწვლილი 15:40, 24 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამ სტატიას ნუ დავარქმევთ რვატომეულს. მართალია ძირითად მის შესახებ წერია. უბრალოდ ტექტში ჩავწეროთ ერთტომეულის შესახებ და ორტომეულის შესახებ. ყველაზე სრული არის რვატომეული.--ცანგალა () 09:25, 28 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]
ავთანდილ არაბულის თაოსნობით და რედაქტორობით ქეგლის ახალი რედაქცია გამოვიდა, ჯერ სულ სამი ტომია გამოცემული და ინფო ისევ აქ შევიტანოთ? ახალი რედაქცია უფრო მდიდარია ლექსიკურად და წინამორბედ რვატომეულს ბევრად აღემატება მოცულობითაც და სიმდიდრითაც, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის. (ანუ პირველი სამი ტომის მასალა ბევრად მეტია, ვიდრე ქეგლის პირველი სამი ტომისა)--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 07:45, 9 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით აქ ჯობია დამატება და ყველა ქ.ე.გ.ლ.-ის შესახებ ერთ სტატიაში იქნება ინფორმაცია.--ცანგალა () 09:44, 9 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები ზემოთ გამოთქმულ აზრს. ამ სტატიაში უნდა მოიყაროს თავი ყველა განმარტებითმა ლექსიკონმა, რადგან ისინი ან ერთმანეთის გაგრძელებები, ან დაკავშირებული გამოცემებია. ახლა გამოდის ახალი განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც რვატომეულის გადამუშავებული და დამატებული გამოცემაა. მასზეც უნდა ჩავწეროთ ქვეთავი. გიო ოქრო 17:03, 25 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]