განხილვა:ქალკიოპე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არა ქალკიოპე, არამედ ხალკიოპე, ან ხალციოპე, თვითონ ბერძნულიდანაც ხ გამოითქმის, გთხოვთ ჯერ გადააზუსტოთ და მერე დაწეროთ, ხალკიოპე უნდა იყოს! — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nera456 (განხილვაწვლილი) .

ეს არც რუსული და არც გერმანული ენა არ არის. ქართულში დამკვიდრებულია ქალკიოპე და არა ხალკიოპე. იხ. ქსე, ტ. 1 გვ. 557, თბ., 1975 სტატია „არგონავტების თქმულება“. როდესაც რამეს გაასწორებ აუცილებლად მიუთითე ქართული წყარო.--ცანგალა () 06:56, 6 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიაშივე წერია სახელი "ხალციოპე", სწორად და მართებულად, ჯერ ერთი თუ ქართულ ლექსიკას იცავთ ისიც უნდა იცოდეთ რომ კ-ს მაგივრად ც უნდა იყოს, უნდა იყოს მაგალითად ცირცე და ხალციოპე, და არა კირკე და ხალკიოპე, თუ რათქმაუნდა ბერძნულს არ ამსგავსებთ, ყველაგან ხალკიოპე წერია და მგონი ასე უნდა იყოს სწორი, მაგრამ კ-ს თუ შევცლით ეგეც კარგი იქნება. — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nera456 (განხილვაწვლილი) .
ვახუშტიმ როდის შექმნა გეოგრაფია?--ცანგალა () 07:56, 6 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
"საქართველოს გეოგრაფიული აღწერა" სადაც მოხსენიებულია ძველი კოლხეთის სამეფო და ბერძნური მითები, დავამატებ იმასაც რომ სვანეთში არის სოფელი ხალდე და არა ქალდე, თქვენ თვითონ ვერ მეუბნებით რატომ უნდა იყოს ქ და არა ხ და იმასაც ვერ იტყვით რომ ხ არასწორია! — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nera456 (განხილვაწვლილი) .
ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით მართებულია ქ. --ცანგალა () 08:06, 6 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
რა შემთხვევაშია ხ არასწორი? ხ თავად ბერძნული ენიდანაა, პირველად ეს სიტყვე ბერძნებმა მოიგონებს ასო-ბგერა ხ-თი და არამგონია მართებული უყოს მისი ქ-დ გადაკეთება.

სწორი ვარიანტი მაინც ხალციოპე მგონია.

ასევე იხმარება ქართულში ასო-ბგერა ც, იყოს ქალციოპე (ქართული) და არა ხალკიოპე (ბერძნული), იყოს ცირცე, ქალცედონი და ქალციდიკი, სიტყვა ქალკიოპე ბოლომდე სწორი არაა!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nera456 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
გეთახმებით, უნდა იყოს ც და არა კ, მაგ. ცირცე, ჩვენ ამ დრო კ-ს კი არა ც-ს ვხმარობთ. მაგალითს მოვიყვან ინგლისური ენიდან: ისინი ამ დროს ს-ს ხმარობენ, მაგ. კირკე - ენგ. სირსე გამოითქმის, ჩვენც გვაქვს ჩვენებური ვარიანტი და იქნება ქალციოპე, ეს არის ხალკიოპეს ქართული ვარიანტი!

Neweditor26 (განხილვა) • (წვლილი)

ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. თბ., 1985 წ. გვ., 101. ქალკიოპე. --ჯაბა ლაბაძე 18:30, 8 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვახუშტი ბატონიშვილი ”საქართველოს გეოგრაფია” - 1904 წ. გვ 73 - ქალციოპე (ანუ ხალკიოპე). Neweditor26 (განხილვა) • (წვლილი) 06:12, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ძველი წყაროების მოტანით ნუ წუხდებით, როდესაც მე დაგიწერეთ 1985 წლის წყარო, თქვენ 1904-ისა ნამდვილად არ უნდა დაგეწერათ, რადგან წყაროებს შორის უპირატესობა უახლესს ენიჭება. --ჯაბა ლაბაძე 08:21, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]