განხილვა:ქალი სარკეში

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@Artman16: სტატია ძალიან მდიდარი ინფორმაციით. მაგრამ ილუსტრირება შეიძლება უსასრულობამდე და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ვიკიპედიაა და არა ყველაფრის საწყობი. ეს კარგად არის განმარტებული გვერდზე ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია. თავისთავად, ილუსტრაციები ყოველთვის ლამაზად გამოიყურება, მაგრამ (!) - თუ ილუსტრაცია სტატიაში აღწერილ თემას დამატებით ნათელს არ მოჰფენს, რა საჭიროა ამდენი ნახატი? 1-2 ილუსტრაცია არ არის საკმარისი? და გარდა ამისა - აქვე ატვირთული გაქვთ გარეკანი და პირველი გვერდი, რომლებიც ერთმანეთის იდენტურია თითქმის (პირველზე შავზე წითლად ჩანს წარწერები და ისიც - არ არის გამოკვეთილი), რას ემსახურება ეს კონკრეტულად? ხომ შეიძლება იდოს ერთ-ერთი აქედან ან ზოგადად ხარისხიანი?

კიდევ ერთხელ იმ ქვედა ილუსტრაციების გალერეაზე - ვთქვათ, ეს ილუსტრაციები მნიშვნელოვანია, მაშინ მოხდეს კვლევა და დაიწეროს 2-3 წინადადება მათ ავტორზე, თუკი ეს ილუსტრაციები ისეთივე მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცემისთვის, როგორც მაგალითად, ჯონ ტენიელის მიერ შექმნილი კეროლის "ალისას" ილუსტრაციები. ასე შეიძლება ავიღოთ და ნებისმიერი წიგნის ილუსტრაციები მოვიძიოთ, მაგალითად, „ჰობიტს“, იგივე ალისას, ვინი პუჰს დ ა.შ. ძალიან ცნობილი ილუსტრაციები ახლავს. მაგრამ ისევ და ისევ - თუ ეს ილუსტრაცია არ განმარტავს წიგნის რაღაც ნიაუნსებს, რისთვის გვაქვს? და სხვათა შორის - e-reading არის რესურსი, რომელზეც თანამედროვე მწერლები თავად აქვეყნებენ საკუთარ ნაშრომებს (უფასოდ და ლეგალურად), მაგრამ აგრეთვე არის უამრავი ფაილი, რომელიც არღვევს საავტორო უფლებებს, ამიტომ ამ საიტის გამოყენება არაკორექტულად მიმაჩნია.

ერთი სიტყვა შიდა ბმულებზე - „ცენტრიდანული აჩქარება“ - ეს არ შეიძლება, გავაკეთოთ შიდა ვიკიბმულად? მასზე ჯერ სტატია არ არსებობს, მაგრამ, ხომ შეიძლება, დაიწეროს? გარე ბმულები ვიკიპედიის სტატიის ძირითად სივრცეში (სქოლიოებამდე, ლიტერატურამდე და ინტერნეტ რესურსებამდე) იშვიათი პრაქტიკაა და გამონაკლის შემთხვევებში ხორციელდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:54, 3 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]