განხილვა:ქაან ურგანჯიოღლუ

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავამატე ტექსტში წყაროები! თანაც ეს ქაან ურგანჯიოღლუს პირველი ვიკიპედიაა ქართულად, და ვიცი რომ ძალიან ბევრს უნდა გაიცნოს ეს მსახიობი უფრო ახლოს თავისი ბიოგრაფიით ! მადლობა ყურადრებისთვის! <3 წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.221.201.95 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@176.221.201.95: გულებიანი მიდგომა რომ ამოგეღოთ საკუთარი მუშაობის სტილიდან, უკეთესი იქნებოდა. გულები, ვიკიპედიისთვის გამოუდეგარი თხრობის სტილი, გრამატიკული შეცდომების მთელი რიგი - აქ Facebook არ არის და საჭიროა სხვა მიდგომა. აქ არის რესურსი, რომელზეც ყველა სტატიას ადრე თუ გვიან ენიჭება საჭირო სახე. "პირველი ვიკიპედია" რას ნიშნავს? ვიკიპედია ერთია და მასში 117.000-ზე მეტი სტატიაა და აღნიშნული მხოლოდ მათი უმცირესი ნაწილია (თუ ადმინისტრატორი არ წაშლის გაუმართავობის გამო). ამასთან - ინტერნეტის რესურსებში ფანების გვერდების გამოყენება არ ხდება. არც სხვაენოვანი ვიკიპედიაა რესურსებში ჩასასმელი. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ სტატიის სათარგმნელად, სხვაგან მისი მითითება არ ხდება. წყაროების სახით შეიძლება ქართული პრესის ციტირება, მაგრამ ის ჩასმული გაქვთ სქოლიოში - სქოლიო კი სხვა რამისთვის არის. სქოლიო (თუ გინდ, წიგნებში), ყოველთვის დაკავშირებულია ამა თუ იმ წინადადებასთან მითითებულ ციფრთან, რომელიც პირდაპირ გვიშვებს ამა თუ იმ ციტატაზე ან განმარტებაზე. --გიორგი // მომწერეთ 16:59, 10 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად გეთანხმები. წასაშლელია. სასტიკად არაენციკლოპედიურია! გიო ოქრო 17:10, 10 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გადაკეთდა და გადასწორდა. სირცხვილია ასეთი სტატიების შემოყრა. --გიორგი // მომწერეთ 17:19, 10 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]