განხილვა:ფრიდრიხ II ევგენი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრიდრიხ ევგენი თუ ფრიდრიხ ოიგენ? --Kober განხილვაწვლილი 13:07, 13 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#გერმანული eu — ოი Bleuler — ბლოილერ-ი, Feuerbach — ფოიერბახ-ი, Eugen — ოიგენ-ი, მაგრამ (ტრადიციის გამო) Euler — ეილერ-ი. --ცანგალა 14:46, 13 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით, ევგენია სწორი, სახელი ოიგენი არსად არასდროს შემხვედრია. უცხოურ პირთა ორთოგრაფიულ ლექსიკონში გადავამოწმე და ორ პირზე წერია სახელი ევგენი, ოიგენი არცერთზე, ნუ ევგენი სავოიელთან წერია ოიგენი, მაგრამ ფრჩხილებში, ევგენის შემდეგ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უპირატესი ევგენი უნდა იყოს.--Valois 06:52, 14 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
რომელ ორ პირზე წერია ევგენი? დახმარების გვერდზე პირდაპირ ოიგენი გვიწერია. გიო ოქრო 21:32, 15 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

წერია ევგენი სავოიელზე, ფრჩხილებში ოიგენით და წერია რომის პაპ ევგენი IV-ზე. რაც შეეხება ოიგენს, ლექსიკონში ო-ზე დაწყებულ სახელებში არსადაა ნახსენები. --Valois 12:19, 16 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

რომის პაპი რადგანაც გერმანელი არ არის, ამიტომ ეგ სხვა შემთხვევაა. რახან ოიგენი მაინც მოცემულია (ფრჩხილებში), ვფიქრობ, აქაც უნდა იგივე. გიო ოქრო 13:05, 16 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
კიბატონო, შეიძლება გაკეთდეს გადამისამართების გვერდი--Valois 13:33, 16 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]