განხილვა:ფოლკ-მეტალი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სავარაუდოდ დეფისით უნდა იყოს: ფოლკ-მეტალი. Deu aw 07:43, 1 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეს ის საკითხია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგინდეს (გავარკვიოთ). არცერთი ენა, გარდა რუსულისა და უკრაინულისა (სადაც, რათქმაუნდა, რუსებს უყურებენ პირველ რიგში), არ წერს ასეთ სიტყვებს დეფიზით. გეოგრაფიულ სახელებთან მიმართებაში არსებობს ასეთი წესი; თუ არსებობს რაიმე ზოგადი ნორმა, რომელიც გვავალდებულებს ყველა ორსიტყვიანი სახელწოდების დეფიზით დაწერას, მიმითითეთ. თუ არა, მაშინ მივბაძოთ გერმანელებს (ხარისხის სტანდარტი), ინგლისელებს (ორიგინალი), ფრანგებს, და სხვათა და სხვათა, რაღა რუსებს? ორიგინალშივე თუ დეფიზითაა, მხოლოდ მაშინ გამოვიყენოთ.—G.G. 08:13, 1 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე როგორც ვიცი, არსებობს ზოგადი წესი, რომლის მიხედვითაც უცხოური წარმოშობის ნებისმიერი ორი სიტყვა დეფისით უნდა დაკავშირდეს, თუკი ეს ორი სიტყვა ერთად ერთ რამეს აღნიშნავს და თუკი ცალ-ცალკე ქართულად არაფერს ნიშნავს. (ამ წესის მიხედვით, საშინელებაა, მაგრამ გამოდის პინკ-ფლოიდი, ლედ-ზეპელინი და დიპ-პარპლი). შევეცდები მოვნახო ეს წესი, მაგრამ პოვნის დიდი იმედი მაინცდამაინც არა მაქვს. Deu aw 08:23, 1 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
აი, თუნდაც ეგ მაგალითები. ლედ-ზეპელინს ისევ ორიგინალში დაწერა ჯობს ლათინური ასოებით. ჟანრებთან მიმართებაში კი პრობლემა არ არის: თუ იპოვი მაგ წესს, დავყვები და გადავიტან ყველას.—G.G. 08:28, 1 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები დათოს, რომ დეფისია საჭირო, მაგრამ ჩვენ იმაზედაც შევთანხმდით, როდესაც ვერ ვთახმდებით დაიწეროს ლათინურად.— ცანგალა () 11:18, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
არა, ეგ ჯგუფის სახელებზე შევთანხმდით. ჟანრები აუცილებლად ქართულად უნდა დაიწეროს. Deu aw 05:12, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
იხ. განხილვა:როკ-ენ-როლი--ცანგალა () 20:48, 10 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
იხ. თარგის განხილვა:მძიმე მეტალიცG.G. 07:06, 11 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]