შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ფიჭვებისხევი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

{{წალკის მუნიციპალიტეტი}} - აქაც წერია ეს სოფელი და რა ხდება, დმანისის მუნიციპალიტეტს მიაკუთვნეს? — GIO→13 05:56, 9 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გასარკვევია ახლა ეს სოფელი სად მდებარეობს. --Mehman 97 15:12, 7 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვერც მე გავიგე სად მდებარეობს ეს სოფელი. წალკის მუნიციპალიტეტის ჩამონათვალში აღარ წერია, არც მოსახლეობის აღწერის ოფიციალურ ჩამონათვალში არ ფიქსირდება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:47, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

აქ ფიქსირდება. გიო ოქრო 16:50, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

აქ წერია, რომ მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში გომარეთის თემში. 2002 და 2014 წლების აღწერების მიხედვით არაფერი უწერია. რაც შეეხება ცოტა ძველ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს იქ წერია, რომ ეს სოფელი წალკაშია. --ჯაბა 1977 17:22, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ამ მასალაში ისე წერია დიდი ალბათობით გაუქმებული აქვს სოფლის სტატუსი, მაგრამ წყარო გვინდა. --ჯაბა 1977 17:24, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეს და ეს ედრება კარგად ერთმანეთს. პირველი 2014 წლის აღწერებია, მეორე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (2017). --ჯაბა 1977 17:34, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით სოფელი შესაძლოა ოფიციალურად არ გაუქმებულა, მაგრამ იქ უკვე მინიმუმ 20 წელია რომ არავინ ცხოვრობს ეს ნაღდია. ეს კოორდინატები (41°30'11"N 44°13'15"E) რომ გავხსენი ჩანს რაღაც შესაძლო ნასახლარები მცირე ფართობზე, მაგრამ ღამის რეჟიმზე რომ გადაიყვან აბსოლუტური სიბნელეა. მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, მამულას და კაკლიანს შორის.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:44, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

კარგი იქნება ვინმე ახლო მცხოვრები თუ მოინახულებს მაგ ადგილს. გიო ოქრო 17:46, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ჩემ მიერ მოწოდებული 2017 წლის ბმული ოფიციალური დოკუმენტია. ამ დოკუმენტში არაა მოხსენიებული ეგ სოფელი. ე. ი. გაუქმებულია, თუმცა დასახლება შესაძლოა იყოს და ვინმეც ცხოვრობდეს, მაგრამ ამ სოფელში არავინაა ჩაწერილი, როგორც ეს ხდება ხოლმე. --ჯაბა 1977 17:48, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
დმანისის მუნიციპალიტეტს მივწერე და სიკვდილის სიჩუმეა, ძალიან უპასუხისმგებლო ადმინისტრაციაა. ჯაბას ვეთანხმები, სავარაუდოდ სტატუსი შეუჩერდა და არავინ არ არის რეგისტრირებული. გამოსავალი შემდეგია: ამ სოფელს და პანტიანს თარგის სხვა სექციაში ჩავწერ (ძველი დასახლების). --Mehman 97 17:57, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
სიჩუმე იქნება აბა რა, საღამოს 10 საათია და სახლში ისვენებენ, თან კვირაა. პანტიანი რაღა შუაშია ჯერ მანდ არ მივსულვარ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:05, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მეჰმან, შენ მიერ დმანისის თარგში შეტანილი ცვლილება მომეწონა. აღწერების მასალების შედარებით მსგავსი შეიძლება გაკეთდეს ყველა იმ მუნიციპალიტეტში სადაც ანალოგიური ცვლილება მოხდა.--ჯაბა 1977 18:05, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბატონო გიორგი, 7 იანვარს მივწერე და დღემდე სძინავთ? უპასუხისმგებლო ადმინისტრაციაა და მეტი არაფერი! ჯაბა შეიძლება რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ ოდესღაც არსებობდნენ, მაგრამ ახლა არა. სტატიას ნამდვილად ვერ წავშლით, ისტორიაა მაინც და ასე იყოს ბარემ. --Mehman 97 18:08, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში ეგ არ ვიცოდი, ესე იგი სძინავთ და გეთანხმებით. ერთი შეკითხვა მაქვს — სოფელი საათლო თუ არსებობს ან არსებობდა დმანისის მუნიციპალიტეტში (რუსულში მოხსენებულია)?GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:20, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ორთოგრაფიულ ლექსიკონში წერია, აღწერის მასალებში არა. --ჯაბა 1977 18:29, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე არ ვიცი ასეთი სოფელი. საქმე იმაშია, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ერთი და იგივე სოფლის დასახელებად სხვადასხვა სახელწოდებებს იყენებენ და გამოდის ასეთი სიტუაცია. რუსულში დმანისის სოფლებზე მარტო ერთი ადამიანი მუშაობდა, რომელიც აზერბაიჯანელია და შესაბამისად აზერბაიჯანულ დასახელებებს იყენებდა, ამიტომ მომიწევს ჯერ გავარკვიო ეს სახელწოდებები რომელი რომელს ეკუთვნის და მერე გავაერთიანოთ ისინი ვიკიდატაზე. --Mehman 97 18:31, 20 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
თარგი:დმანისის მუნიციპალიტეტი მიხედვით ყოფილი სოფელია.--ცანგალა 12:46, 2 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]