განხილვა:ფერეიდუნ-შაჰრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ასეთი პატარა შესწორება რამდენად შეიძლება ჩაითვალოს გაუმჯობესებად? :) — დათო პასუხი 13:03, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)

ახლა ვითომ რა? გამდიდრდა სტატია? :) გამდიდრდა კი არა არასწორი ინფოდაფაა. — დათო პასუხი 13:27, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)

რა არის არასწორი --ბრუტ () 13:32, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)

თუ კოორდინატებს გულისხმობდი, ინფოადფის კოპირებისას გადმომყვა და შევასწორე:) --ბრუტ () 13:36, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)
ახლა შეგიძლია უწოდო გაუმჯობესებული, მაგრამ მონაცემები გაქვს (გქონდა) არასწორი :). მეტი დაკვირვებაა საჭირო. ენციკლოპედია თამაში ხომ არაა. ახლაც, შენ გგონია შეასწორე? :) რაც მთავარია, ინფოდაფაში სათაური დაგრჩა შესასწორებელი! ასე რომ, მომავალში მეტად დაკვირვებულობა გმართებს. — დათო პასუხი 17:32, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)
მაგაში გეთანხმები:) --ბრუტ () 17:35, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)

სათაური[წყაროს რედაქტირება]

სტატია ჩემი დაწერილია, მაგრამ აშკარაა, რომ შეცდომაა. უნდა იყოს ფერეიდუნშაჰრი. მაგრამ!!! ხომ არ ჯობია, ამ სტატიას ვუწოდოთ მარტყოფი — ეს ქართული ქალაქია სპარსეთში, ადგილობრივი ქართველები ამ ქალაქს მარტყოფს უწოდებენ. Deu. 12:13, 7 დეკემბერი 2012 (UTC)

ოფიციალურად ჰქვია ფერეიდუნშაჰრი, ამიტომ სათაური უნდა იყოს ფერეიდუნშაჰრი. მარტყოფი ჩაიწეროს ტექსტში.--ცანგალა () 19:55, 28 ოქტომბერი 2013 (UTC)
ფერეიდუნშაჰრი იწერება ფერეიდუნ შაჰრი ცალ-ცალკე.--ცანგალა () 19:56, 28 ოქტომბერი 2013 (UTC)
ოფიციალური (კანონმდებლობით განსაზღვრული) დასახელებები ქართულ ენაში აქვს მხოლოდ საქართველოს დასახლებებს, უცხოურ დასახლებათა სახელები კი ოფიციალური დასახელების გარეშეა. იმ სახელმწიფოში ოფიციალურად მიღებული სახელწოდება ვერ ჩაითვლება აუცილებლად ქართულში გადმოსაღებად, მაგალითად თურქეთში ოფიციალურად არსებობს ქალაქები: ადაჰანი, ფინდიკლი, ჰოფა, შავშათი; მაგრამ ამათ ქართულ ენაში ოფიციალური თურქულისაგან განსხვავებული დასახელებები აქვთ ისტორიული ვითარების გათვალისწინებით: არტაანი, ვიწე, ხოფა, შავშეთი. რუსეთის დედაქალაქს ოფიციალურად ჰქვია მოსკვა, მაგრამ ქართულ ენაში ვიყენებთ ოფიციალურისაგან განსხვავებულ დასახელებას — მოსკოვი. თავად ირანიდანაც შეიძლება სხვა მაგალითის მოყვანა: ოფიციალურად ისფაჰანი ქართულ ენაში ისპაანად იწოდება. ასე რომ, ოფიციალური დასახელება არაა მყარი არგუმენტი მით უმეტეს ისეთი ქვეყნის შემთხვევაში, რომლის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან და რომლის დასახლებათა სახელები საუკუნეების განმავლობაში ქართულ რეალობაში ჩამოყალიბდა ალტერნატიული სახელებით. ამავე დროს, ფერეიდუნშაჰრი ქართულენოვან მკითხველში არ იწვევს ამ ქალაქის ასოციაციას, მაშინ, როცა მარტყოფი ყველამ იცის, რომ ორია — ერთი საქართველოში, ერთიც ფერეიდანში. ქართულ მეტყველებასა და სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხანია ფერეიდუნშაჰრის ქართული ალტერნატიული სახელწოდება დამკვიდრებულია, ასე რომ მე ვემხრობი სათაურის გატადანას მარტყოფზე (რა თქმა უნდა, ქვეყნის დაკონკრეტებით). Deu. 15:41, 30 ოქტომბერი 2013 (UTC)

მარტყოფი სწორია[წყაროს რედაქტირება]

ეს ქალაქი ქართულად მარტყოფი ჰქვია

ოფიციალურად რა ჰქვია?--ცანგალა () 14:45, 30 ოქტომბერი 2013 (UTC)

საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფილული ლექსიკონი, თბ., 1989 გვ. 181, ფერეიდუნ-შაჰრი. --JABA 1977 15:52, 30 ოქტომბერი 2013 (UTC)

იმიტომ რომ სპარსეთში მხოლოდ სპარსული ენა ოფიციალურია ფერეიდუნშაჰრ ჰქვია. ესაც ასე იყოს პრობლემა არარის.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Γεωργός (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

Yes check.svg მითითებული წყაროს შესაბამისად, სტატია გადავიდა ფერეიდუნ-შაჰრი-ზე. - OTOGI Messages 09:17, 26 მაისი 2016 (UTC)