განხილვა:უღელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამხრე–ს ქართულად სხვა მნიშვნელობა აქვს. 1. ოფიცრის ეპოლეტი; 2. ომოფორი – ეპისკოპოსთა სამხრე (მხრებზე მოსახვევი); 3. იგივეა, რაც სამკლავე; 4. porter's knot - მებარგულის ბალიში (და არა ჯოხი) ტვირთის გადასაზიდად;

საბას ლექსიკონი:

1. ალამი – სპარსულად დროშა, ქართულად სამჴრე ზორტი, გინა ნიშანი, რამე შუბთა და მისთანათა; 2. დიადიმა – სამეფო სამჴრე, იოსიპოში გჳრგჳნად სწერია, ვინადგან ყოველი მომგრგვალებული გჳრგჳნად ითქმის 3. ვაკასი – სამჴრეა.

ქართულ–ინგლისური ლექსიკონი: სამხრე -noun {სამხ} shoulder-piece,

რუსულ–ქართული ლექსიკონი: Наплечник – მ. სამხრე, სამხრეული, საბეჭური.

ასე, რომ სამხრე, ამ მნიშვნელობით (რუს. Коромысло; ბულგ. Кобилица; პოლ. Koromysło; გერმ. Tragjoch), ქართულში არ იხმარებოდა არც ადრე და არც ახლა. ისეთი შტაბეჭდილებაა, რომ ეს სიტყვა თავად ამ სტატიის ავტორის მოგონილია. საერთოდ, არაფრისმთქმელი სტატიაა, მაგრამ შეიძლება მისგან რამე გამოდნეს, თუ ვინმე მოინდომებს. ან გასწორდეს (სახელი დადგინდეს) და განივრცოს, ან წაიშალოს. ჩემი აზრი ასეთია. თქვენ რას ფიქრობთ?--Zolokin განხილვაწვლილი 14:37, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ხო მე როგორც ვიცი ქართულში მაგ ნივთს შესატყვისი არ გააჩნია, მაგრამ თუ მაინც გააჩნია ძალიან რთული მოსაძიებელი იქნება--დათო_დათო 15:50, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]


დავით ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონში ვიპოვე აქ:

უღელი

მოსართავი ურმისა, გრძელი და შუაზედ დასამაგრები თავტაბიკითა ურმის თავზედ და წვერებზედაც ჰქონან ორორნი ტაბიკნი შებმულთა ხართა ქედთა შესაკრავნი (2 სჯული. 21,3), ярем, ярмо.

კირთება, მონებასა ქვეშე ყოფა (დაბად. 27,40; ფსალ. 2,3; მატ. 11,30), ярем, иго.

სასწორის ხე, რომლისაცა წვერთა ზედა შებმულარიან პინაკნი, წოდებულნი სასწორის თუალებად, коромысло у весов.

უღელი და უღლეული ეწოდების ორსა ხარსა და სხუათა ხვასტაგთა, пара быков и т.п.

ე. ი. коромысло უნდა ითარგმნოს, როგორც უღელი. ამას მოწმობს მისი ბულგარული სახელწოდებაც: Кобилица. ანუ ის, რაშიც Кобила–ს აბამენ.

კიდევ აი, ეს ვიპოვე ინტერნეტში აქ:

"ჩვენი ერთი დიდი გასაჭირი ის იყო, რომ მთელი "მიკროუბანი" საერთო ონკანით სარგებლობდა. ვინც მასთან ახლოს ცხოვრობდა, იმას რა უჭირდა, ჩვენ გვეკითხა, ვინც – ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად – ამ ონკანიდან შორს ვიყავით. წყლის ზიდვა ერთი დიდი, ძნელი საქმე იყო. ვისაც საშუალება ჰქონდა, ქურთის ქალებს ქირაობდნენ. ისინი მხარზე გადებული სპეციალური "უღლით", რომელსაც "კარამისლას" (коромысло) ეძახდნენ, მის ბოლოებზე ჩამოკიდებული წყვილი ვედროთი მთელი დღე ეზიდებოდნენ წყალს".

შესაბამისად, სტატიას უნდა მიეცეს სახელწოდება უღელი და ჩაისვას მრავალმნიშვნელოვნების თარგი. თუმცა დღეს, როგორც აღმოჩნდა, ქართულ ვიკიპედიაში არ არსებობს სტატია უღელი (თავისი ძირითადი მნიშვნელობით), რაც ცოტა უცნაურია, მაგრამ ოდესღაც ხომ ვიღაც დაწერს? მაშ ასე, მე ვფიქრობ უნდა ერქვას უღელი. თქვენ?--Zolokin განხილვაწვლილი 16:23, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

სამხრე არის აღებული ლექსიკონიდან (აკ. დავითიანის). ISBN 99928-28-22-3. Русско-Грузинский словарь 25,000 სიტყვიანი--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 16:51, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ვინმეს შეუძლია გადაამოწმოს?--Zolokin განხილვაწვლილი 16:59, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

სკანერი არ მაქვს. ფოტოაპარატი კი ჩალაგებული მაქვს ჩანთაში. ამღამეს უკრაინაში მივფრინავ :(--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 17:08, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მაგრამ ჩემი ლექსიკონი ძალიან გადარუსულებულია. ყავა - კოფედ აქვს დაწერილი და ა.შ. შეიძლება და ცდება ჩემი ლექსიკონი. არ ვიქნები აური უღელზე =)--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 17:11, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ვეცდები გადავამოწმო მაგ ლექსიკონის აკადემიური ღირებულება, შემდეგ ვნახოთ სხვა მომხმარებლები რას იტყვიან და როგორც გადაწყდება ისე იქნება. კეთილი მგზავრობა და მშვიდობით დაბრუნება!--Zolokin განხილვაწვლილი 17:13, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

უღელი არის yoke, Ярмо. ანუ კარამისლო ხრებისთვის =)))--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 17:15, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ეგ გასაგებია.--Zolokin განხილვაწვლილი 22:30, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]


ნიკო ჩუბინაშვილი ქართული ლექსიკონი რუსულის თარგამანითურთ

სამხარი და სამხრე – მხრებზედ დაკერებული სხვაფერი ფარჩა სანღუდელოთა შესამოსელთა ზედა (გამოს. 28:4,7; ლევიტ. 8,7; ფსალ. 132,2), нарамник, наплечник, омет, эполлис.

უღელი – მოსართავი ურმისა, გრძელი და შუაზედ დასამაგრები თავტაბიკითა ურმის თავზედ და წვერებზედაც ჰქონან ორორნი ტაბიკნი შებმულთა ხართა ქედთა შესაკრავნი (2 სჯული. 21,3), ярем, ярмо. // კირთება, მონებასა ქვეშე ყოფა (დაბად. 27,40; ფსალ. 2,3; მატ. 11,30), ярем, иго. // სასწორის ხე, რომლისაცა წვერთა ზედა შებმულარიან პინაკნი, წოდებულნი სასწორის თუალებად, коромысло у весов. // უღელი და უღლეული ეწოდების ორსა ხარსა და სხუათა ხვასტაგთა, пара быков и т.п. --Zolokin განხილვაწვლილი 15:23, 10 აგვისტო 2010 (UTC) http://meskhi.net/lexicon/#s --Zolokin განხილვაწვლილი 15:24, 10 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

წასაშლელი რატომ არის?--დათო_დათო 20:23, 10 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

1. არ შეიცავს მინიმუმ სამ წინადადებას; 2. არ აქვს მინიმუმ სამი ბმული. – თქვენ ასე მასწავლეთ, მე რომ დავრეგისტრირდი. აღარაფერს ვამბობ ქართული ენის სტილსა და ორთოგრაფიაზე. --Zolokin განხილვაწვლილი 23:08, 10 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=9&t=75191 Коромысло მხარიხე (ვედროების საზიდი).--ცანგალა () 15:17, 10 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]