განხილვა:უტიქი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „უტიქი“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
ქართულ-სომხური ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

არასწორი რუკა[წყაროს რედაქტირება]

თემაში სომხეთის ე.წ. რუკა იდო რომელიც არ შეესაბამება არანაირ სინამდვილეს და წავშალე. იქ საქართველოს ისეთი რეგიონებიც კი რომლებსაც არასდროს ჰქონია შეხება სომხეთთან, ნაჩვენებია როგორც სომხეთის ნაწილი 150 წელს, რაც სიცრუეა.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:16, 22 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეგე თუ არა. ვაპაჭუნებ Deu. 10:58, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

რა თუ არა შეხედე ამ რუკას, სირცხვილია მართლა და მართლა, აჭარა,შავშეთ,სამცხე, ეს რეგიონები არასდროს არ შედიოდა სომხეთის შემადგენლობაში, არც გოგარენეს შემადგენლობაში, მათ შორის არც "აშჰარაიცუცის" მიხედვით რომელიც გვიანდელი წყაროა და არ შეიძლება 500 წლის წინანდელ საზღვრებზე ზუსტი ინფორმაცია ჰქონოდა. მაგრამ რომც დავუჯეროთ, მაგას ეს რუკა მაინც იტყუება, რადგან ისეთი რეგიონებიც კი სომხურადაა ნაჩვენები რომლებზეც პრეტენზია "აშჰარაიცუცსაც" კი არ ჰქონია. ამავე დროს შეგიძლია იხილო 2-ე საუკუნის რომაელი ავტორის წერილი რომელიც ასახელებს ძიდრიტების ტომს შავიზღვისპერეთში(აჭარა) რომლებიც ფარსმან II ემორჩილობდნენ, თუკი ყველაფერი აღმოსავლეთით სომხებს ჰქონდათ, ფარსმანი გადაფრინდა? რა უფრო სარწმუნოა, 2 საუკუნის მიუკერძოებელი რომაული წყარო თუ 7 საუკუნის სომხური? --Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:34, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეს ციტატა სტატიიდან ფარსმან II ქველი : "ფლავიუს არიანე მოგვითხრობს, რომ დაახლოებით 131 წლისთვის შავი ზღვის გასწვრივ მისი საინსპექციო მოგზაურობისას ძიდრიტების ტომი ფარსმანის უზენაესობას ცნობდნენ. ქართლის მეფის გავლენა II საუკუნის დასაწყისისთვის კლარჯეთამდე წვდებოდა. არიანეს მიხედვით კი კლარჯეთიდან ზღვამდე ზოლი ფარსმან ქველის დროს ქართლის გავლენის ქვეშ მოქცეულა. აშკარაა, რომ ქართლის მიერ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება მის მიერ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების შედეგად მოხდა. "

ეს ციტატა და ეს რუკა რაც მაინც დევს სტატიის გამოქვეყნებულ ვერსიაში, რანაირად ახერხებენ თანაარსებობას, ერთსა და იმავე ენციკლოპედიაში? :) --Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 21:36, 27 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეს სულელური რუკა წავშალე, რომელიც ვანდალურად ისევ განთვსდა იმის მიუხედავად, რომ ზევით დავდე წყაროები რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ამ რუკის უსაფუძვლობას.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 09:29, 7 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]