განხილვა:უსაინ ბოლტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ სტატიის სათაური უნდა იყოს უსეინ ბოლტი და არა — უსაინ ბოლტი. აი ტრანსკლიფცია ამ სახელისა: /ˈjuːseɪn/ --ხაშურელი განხილვაწვლილი 12:20, 21 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, განიხილოთ ამ სტატიის სათაური. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. მისი სახელი არის უსეინი და არა — უსაინი.--ხაშურელი განხილვაწვლილი 07:06, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

თორნიკე თუ 3 დღის მანძილზე არავინ არაფერი დაწერა ე. ი. სათაური შენი შეხედულებისამებრ უნდა გადაიტანო. :)--ჯაბა ლაბაძე 07:08, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
სამი დღის განმავლობაში არავინ დაწერა და ერთპიროვნულად გადავწყვიტეთ — ეს წესი არ მოქმედებს ქართულ ვიკიპედიაში. გადავხედე საერთაშორისო ტრანსკრიფციას, ასევე ლათინურისაგან განსხვავებული დამწერლობების მქონე ენებს და რომლის კითხვაც ვიცი, ყველას აქვს იუსეინ (يوسين, یووسێن, Γιουσέιν, اوسین, יוסיין, Јусејн, Юсейн), მხოლოდ უკრაინელებს, რუსებსა და ბელარუსებს აქვთ უსეინ (Усейн). არცერთ შემთხვევაში არაა უსაინ; IPA ტრანსკრიფციაც გვეუბნება, რომ ეს არის იუსეინი (ˈjuːseɪn). მე ვფიქრობ, უნდა იყოს იუსეინი. Deu. 07:21, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ ერთპიროვნულად, დაუკითხავად გადატანილი გვერდებიც მინახავს. :) აქ კი ერთპიროვნულად არავინ არ აპირებდა გადატანას, მომხმარებელმა ორჯერ იკითხა. ჩემი კომენტარიც იმ მიზანს ემსახურებოდა რომ ამეყოლიებინეთ განხილვაში და სწორ გადაწყვეტილებამდე მივსულიყავით. ასე რომ შენ „წამოეგე“ (კარგი გაგებით) ამ ანკესს და ჩემი აზრით სწორი ვერსიაც შემოგვთავაზე. მადლობა დეუს. :) --ჯაბა ლაბაძე 14:20, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

არაფრის. Deu. 14:25, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]