განხილვა:უეფა-ს ევროპა ლიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყოფილი რჩეული სტატია უეფა-ს ევროპა ლიგა არის ყოფილი რჩეული სტატია, რაც ნიშნავს, რომ მას რჩეული სტატიის სტატუსი ჩამოერთვა. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება რჩეული სტატიის კრიტერიუმებამდე, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ. შემდეგ შეგიძლიათ, კვლავ წარადგინოთ იგი რჩეული სტატიის კანდიდატად. შედარებით ძველი კანდიდატების ხილვა შეგიძლიათ ყოფილი რჩეულების არქივებში.
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (8 ივლისი, 2007).

განხილვა[წყაროს რედაქტირება]

თუ თვლით, რომ სტატია დასრულებულია ამოიღეთ თარგი {{სპორტი}} ბოლოს. - ალ-ო / 21:04, 29 ივნისი 2007 (UTC)

სტატიას სახელი უნდა შეეცვალოს, რადგან ამ ჩემპიონატს ასე აღარ ეწოდება, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება— Kotola001 განხილვაწვლილი 17:27, 12 ივლისი 2011 (UTC)

გეთანხმები აბსოლუტურად. ალბათ ადრეც უნდა გაგვეკეთებინა ეს. გადავიტანოთ უეფა-ს ევროპის ლიგაზე. – BruTe () 17:33, 12 ივლისი 2011 (UTC)
თქვენ უკეთ იცით, ასე რომ გეთანხმებით ვაპაჭუნებდავით პასუხი 17:34, 12 ივლისი 2011 (UTC)
Yes check.svg გადატანილია სანდროს მითითებულ სათაურზე. დანარჩენი თქვენ იცით, სტატია გასამართი იქნება ალათ. 2007 წელს რჩეული გახდა და ცოტა სირცხვილიცა დღეს უკვე ამისი რჩეულობა... :| — დავით პასუხი 17:43, 12 ივლისი 2011 (UTC)
ისე, ამ ჩემპიონატს უბრალოდ სახელი შეეცვალა თუ ეს სხვაა და ის სხვა? ანუ, საჭირო ხომ არაა უეფა-ს თასი კიდევ ცალკე არსებობდეს, როგორც ისტორიული ჩემპიონატი, რომელიც დღეს აღარ იმართება? (ამის ნახვის მერე გამიჩნდა ეს კითხვა). — დავით პასუხი 06:08, 13 ივლისი 2011 (UTC)
არა, უბრალოდ სახელი შეეცვალა. თასების მფლობელთა თასი და ეს პარალელურად არსებობდნენ და მხოლოდ 1999 წელს შემოუერთდა. – BruTe () 11:32, 13 ივლისი 2011 (UTC)
გასაგებია :). — დავით პასუხი 11:48, 13 ივლისი 2011 (UTC)

სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

რატომ გადავწყვიტეთ რომ სწორი სახელი ქართულად არის - უეფა-ს ევროპის ლიგა და არა - უეფას ევროპა ლიგა?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa (განხილვაწვლილი) .

ჩემი დაწერილი არ არის ეს სტატია, მაგრამ „უეფას ევროპა ლიგა“ გაუმართავად მეჩვენება. შეიძლება მაგალითად რუსული სახელწოდება აიღო ავტორმა, ru:Лига Европы УЕФА.— G.G. 13:06, 16 აგვისტო 2014 (UTC)
ოფიციალური სახელწოდება ინგლისურად არის UEFA Europa League, ხოლო სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ არ წერია Europe რაც შეგვეძლებოდა გადმოგვეთარგმნა და ბრუნვაში ჩაგვესვა. Europa ინგლისურად ევროპას არ ნიშნავს საკუთარი სახელია ამ ტურნირის. უეფა-ს, რომ არის და არა უბრალოდ უეფა, ეგ სხვა თემაა და უფრო ზოგადი საკითხია მაგაზე არ ვამახვილებ ყურადღებას--GagaVaa განხილვაწვლილი 19:21, 16 აგვისტო 2014 (UTC)
ქართულ ლიტერატურაში არსად არაა ცნობილი მაგ სახელით, ყველგან ცნობილია, როგორც უეფა-ს ევროპის ლიგა. Deu. 06:02, 17 აგვისტო 2014 (UTC)

რა ქართულ ლიტერატურაზე მელაპარაკები, როდის იყო ქართულ ლიტერატურას ვეყრდნობოდით? გამართული რაცაა ენისთვის ის უნდა იყოს!--GagaVaa 14:11, 26 აგვისტო 2014 (UTC)

და მაინც აქვე ქართული სპორტული და არასპორტული პორტალების სტატიები, იმის დასამტკიცებლად, რომ მხოლოდ ევროპის ლიგა არაა ცნობილი და იმედია ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გადატანა შესრულდეს. მათ შორისაა ყველაზე პოპულარული ქართული სპორტული საიტები (რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ: alexa.com, top.ge და ა.შ.) დავამატებ რომ მოყვანილი საიტები არიან საქართველოში არსებული ყველაზე გაყიდვადი გაზეთების ლელოს, მსოფლიო სპორტის და ა.შ. ელექტრონული ვერსიები.


[9], [10], [11], [12], [13], [14], [15], [16]. ეს კი იმის დასამტკიცებლად რომ ქართველი სპორტული ჟურნალისტები ერთმანეთში არ არიან შეთანხმებული ამ ტურნირის სახელწოდებაზე. მიკვირს, თუკი შენიშნეთ და მოძებნეთ ერთი ტენდეცია, რატომ ვერ შეამჩნიეთ მეორე. – BruTe () 15:03, 26 აგვისტო 2014 (UTC)

ვინ თქვა რომ ვერ შევამჩნიე??? გასაგებად არ დავწერე: იმის დასამტკიცებლად, რომ მხოლოდ ევროპის ლიგა არაა ცნობილი-თქო??? მე ვუპასუხე დათოს რომელიც მეუბნებოდა ევროპა ლიგას არ იყენებენო, სხვა არანაირი საწინააღმდეგო არ იყო გამოთქმული მაგის პასუხად დავდე თორე ევროპის ლიგას , რომ იყენებენ და უფრო მეტადაც ეგ რათქმაუნდა კარგად მომეხსენება, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს. სწორი თარგმანია უეფა-ს ევროპა ლიგა და ევროპის აქ აბსოლიტურად არაფერ შუაში არაა. საკამათო რა არის?--GagaVaa 15:37, 26 აგვისტო 2014 (UTC)