განხილვა:ტილდა სუინტონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარემ ახლა გავარკვიოთ - სვინტონია თუ სუინტონი? --Henry McClean განხილვაწვლილი 18:37, 31 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ორივე შეიძლება. ვიკიში გვაქვს სვინფორდი. სუინფორდიც აქაა გადამისამართებული. მართალია, ტოპონიმია, მაგრამ ადამიანის მაგალითი ვერ ვიპოვე. --M. განხილვაწვლილი 06:49, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გარდა ამისა - Snowpiercer-ის შეტანა მინდოდა ფილმოგრაფიაში და ვერაფრით მოვიფიქრე, ზუსტად როგორ დავწერო. ქართულ საიტებზე უაზროდ აქვთ ნათარგმნი. Сквозь снег დაარქვეს რუსულად და ქართულად უფრო შორს არის ორიგინალური იდეისგან - 'თოვლის მიღმა'. სადღაც 'თოვლისმჭრელიც' დააწერეს, თუმცა pierce გაბურღვას ნიღნავს. თოვლის მბურღავი? --Henry McClean განხილვაწვლილი 07:09, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
„თოვლის მხვრეტელი“, ალბათ.— G.G. 07:30, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
„თოვლისმჭრელი“ ვნახე რამდენიმე საიტზე --M. განხილვაწვლილი 09:14, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს ფილმი ჩვენთან მაინც არ გამოსულა კინოებში, ამიტომ ყველას თავის ჭკუაზე აქვს ნათარგმნი. Snowcutter არ ჰქვია აშკარად და არასწორად თარგმნეს საიტებზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:26, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

თუ ქართულ კინოთეატრებში არ გამოსულა მაშინ, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ზუსტი თარგმანი გავაკეთოთ. pierce ასე ითარგმნება და რადგან თოვლის გა(ნ)გმირვა რაღაც უაზრობაა, გთავაზობთ სათაურს „თოვლის მხვრეტი“. ჰო, „მხვრეტი“ იმიტომ რომ „მხვრეტელი“ არასწორი ფორმა ყოფილა მაგ სიტყვისა. ena.ge-ზე გადავამოწმე. — G.G. 09:40, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მართალია სვინტონი შეცდომა არ არის, მაგრამ უფრო სწორი იქნება სუინტონი. გადავიტანოთ. - ოთოჯი განხილვა 09:43, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
საქმეც იმაშია, რომ ფილმების თარგმნა გარკვეულ სპეციფიკასთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ ერთი-ერთში თარგმანი არ გამოდის. - ოთოჯი განხილვა 14:23, 2 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]