განხილვა:ტერა-ნოვას ექსპედიცია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (24 აპრილი, 2014).

ამ სტატიას ტერა-ნოვას ექსპედიცია რატომ არ უნდა ერქვას, როგორც ორიგინალში და თითქმის ყველა ვიკიპედიაშია?--SALINER 13:32, 27 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა ვინ თქვა, რომ არ უნდა ერქვას? ვიღიმი--შოთა [UT] 13:39, 27 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
არც არავინ, უბრალოდ კითხვის დასმის სხვა ფორმა ვერ ვიპოვე.ვიღიმი--SALINER 13:42, 27 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ციტატები შავ ჩარჩოებში რომაა ჩასმული, ჩემთვის ცოტა უარყოფით ასოციაციებს იწვევს : )). ხომ არ ჯობია, გამოვიყენოთ ჩვენში ისედაც უფრო მეტად გამოყენებადი და ჩემი აზრით უფრო ლამაზი ამავე ფუნქციის თარგი {{ციტირება}}? Deu. 19:18, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა უკეთესია ნამდვილად ვიღიმი--შოთა [UT] 19:38, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
დობილ პროექტში ციტატებში ხომ არ გადაგვეტანა? --ცანგალა () 19:45, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
არა, ის სულ სხვა რამეა. ეს აქ საჭიროა. Deu. 19:52, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ორივენგან არ შეიძლება?-ცანგალა () 20:27, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

სტატიის წაკითხვა მოვასწარი მხოლოდ სექცია „ფინანსირების“ ჩათვლით. ჯერ-ჯერობით მომწონს :). პატარა შენიშვნები და კითხვები მაქვს:

  1. თვალში [თუ ყურში? : )] მომხვდა ანტარქტიკა, ანტარქტიკული, ტრანსანტარქტიკული — მე როგორც ვიცი, ქართულად მართებულია ანტარქტიდა, მაგრამ აქედან ნაწარმოები სიტყვების შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ. მომხმარებელი:David1010, მომხმარებელი:MIKHEIL, რას იტყვით?
  2. თვალში მომხმვდა აგრეთვე დამოწმების ორიგინალური სისტემა. სქოლიოს ციფრებს გვერდით კიდევ უწერია სხვა ციფრები, სავარაუდოდ გვერდები დამოწმებული ლიტერატურიდან. ასეთი დამოწმება ქართულ ვიკიპედიაში (და ზოგადად ქართულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში) არაა მიღებული და ჯობია ტრადიციულად გარდავქმნათ.
  3. „მისმა დიდებამ გადაფარა აღმოჩენის ავტორის, რუალ ამუნდსენის დიდება.“ — აქ აღმოჩენის ავტორში რა იგულისხმება? ამუნდსენი, როგორც სკოტის დღიურის აღმომჩენი? თუ ამუნდსენი, როგორც სამხრეთ პოლუსის „აღმომჩენი“? თუ ეს უკანასკნელი იგულისხმება, მაშინ ტერმინი შესაცვლელია მგონი.
  4. მიზნებისა და შედეგების სექციის პირველივე სიტყვები ვერ გავიგე რას გულისხმობს: „ექსპედიცია ბარკ „ტერა-ნოვაზე““ — ექსპედიცია ტერა-ნოვაზე მოეწყო თუ ტერა-ნოვას გამოყენებით? აქ ალბათ უნდა ეწეროს ექსპედიცია ტერა-ნოვა. აგრეთვე ამავე გაუგებრობას ქმნის „ექსპედიცია დისკავერზე“; აქაც ალბათ უნდა იყოს „დისკავერის ექსპედიცია“. ხომ არ ვცდები? : )
  5. ფინანსირების სექციას ხომ არ ჯობია ერქვას დაფინანსება? -ირება არის ევროპული ენების სუფიქსი, რასაც ქართულში სხვა სართები ცვლიან.
  6. ფინანსირების სექციაში ვერ გავიგე რას ნიშნავს „ეროვნული ხელმოწერა“.

მადლობა. Deu. 19:51, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

1) ანტარქტიკა და ანტარქტიდა. ნამდვილად არ ვიცი, მაქედან ნაწარმოები სიტყვები როგორ იქნება. 2) იხ. მაგალითად, სქოლიოს მე-5 პუნქტი. ერთი და იგივე ლიტერატურა გამოყენებულია 42-ჯერ, მაგრამ გვერდებია სხავდასხვა. როგორ მოვიქცე? 42-ჯერ ცალ-ცალკე მივუთითო გვერდებიანად? არ არის ჩემთვის პრობლემა, მაგრამ ძალიან გართულება გამოვა. 3) სამხრეთ პოლუსის, რა თქმა უნდა. სხვა რა ტერმინი ჩავსვა? 4) 5) 6) გასწორდა ვიღიმი--შოთა [UT] 20:09, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ამ საიტის მიხედვით, ანტარქტიკული სწორია. ასევე:

ანტარქტიკულ-ი ანტარქტიკასთან დაკავშირებული. ა. ექსპედიცია. (ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი, ერთტომეული, ნაკვეთი პირველი, ა — ლ. გვ. 71)--შოთა [UT] 20:22, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ანტარქტიდა მხოლოდ კონტინენტია, ხოლო ანტარქტიკა მოიცავს ანტარქტიდის კონტინენტს + მიმდებარე ზღვებსა და ოკეანეებს--დათო1010 21:24, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა :). შოთა, აი აქ ნახე როგორაა სქოლიოსა და ლიტერატურას შორის კავშირი (ყურადღება მიაქციე მაკივერს). ასე წარმომიდგენია დაახლოებით აქაც. უფრო ტრადიციული იქნება და არა დამაბნეველი. 42-ჯერ ცალ-ცალკე არ ქმნის პრობლემას, აგრე მგონია ვიღიმი. Deu. 03:25, 3 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ანტარქტიდა, ზოგადად მატერიკია. ხოლო ანტარქტიკა ანტარქტიკა (საწინააღმდეგო არქტიკისა) აღნიშნავს კონტინენტსაც, მის გარშემო მდებარე, ზღვებს, კუნძულებს და სხვ. სწორია ანტარქტიკული სარტყელი.--ბექალაბაძე 04:18, 3 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე-3 შენიშვნას რაც შეეხება, შოთა, იმავე წინადადებაში საუბარია დღიურის აღმოჩენაზე და შემდეგ მკითხველს შეიძლება ეგონოს, რომ ეს დღიური რაულ ამუნდსენმა აღმოაჩინა. ამიტომ აჯობებდა სიტყვის შეცვლა. ასე ხომ არ ჯობია: მისმა დიდებამ გადაფარა რუალ ამუნდსენის დიდება, რომელმაც პირველმა მიაღწია პოლუსს. რას იტყვი? :) Deu. 10:13, 3 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მესამეც გასწორდა. მომწონს სქოლიოს ეგ ვარიანტი, გადავაკეთებ :)--შოთა [UT] 10:20, 3 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
სქოლიო გაკეთდა ვიღიმი--შოთა [UT] 12:04, 3 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერია! :). წავიკითხე სტატია, ძალიან მომეწონა. ერთადერთი შენიშვნა (კი არა და უფრო სურვილი) მაქვს: ციტატები ვის ეკუთვნის, ზოგ შემთხვევაში არაა დაკონკრეტებული. მაგალითად, ამ სექციაში ბოლო ორი ციტატა ისეა მოყვანილი, რომ არც ბოლოში წერია, ვისი სიტყვებია, არც თავში (ვთქვათ ასე: პრისტლი აღნიშნავდა). მგონია, რომ აი ასე უმჯობესი იქნებოდა:

იყო არაბეთს როსტევან მეფე, ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, ბლა ბლა ბლა, ბლაბლა ბლა ბლა ბლა ბლა.
დ. მაისურაძე

რა თქმა უნდა, ეს ეხება იმ ციტატებს მხოლოდ, სადაც წინასწარ არაა მითითებული, თუ ვისი სიტყვებია :). რას იტყვი, შოთა? Deu. 17:37, 3 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ ვიღიმი გადავხედავ და ჩავსვამ ავტორებსაც :)--შოთა [UT] 17:56, 3 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა--შოთა [UT] 18:52, 3 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

როგორც მე ვიცი, სქოლიო ქართულ ენაში იწერება სასვენ ნიშნამდე და არა სასვენი ნიშნის შემდეეგ. ეს წესი დათომ მასწავლა ადრე. Nodar Kherkheulidze განხილვა 09:27, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი, მე განზრახ სასვენი ნიშნის შემდეგ ვსვამდი სქოლიოს, რადგან დიდი მანძილი რჩებოდა სიტყვასა და სასვენ ნიშანს შორის. თუ ეგრეა მიღებული, გადავაკეთებ--შოთა [UT] 09:45, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
რაიმე ენის ნორმა არ არსებობს მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში უფრო ხშირად სასვენ ნიშნამდეა და ასე ვაკეთებ ხოლმე მე ვიკიპედიაში. Deu. 10:19, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ეხლა ვნახე კიდევ რამდენიმე წიგნი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და გამომცემლობა არტანუჯის გამოცემული, ორივეგან პროფესიონალნი აკეთებენ კორექტურას). ორივენაირი მიდგომა არის მოკლედ, უფრო ხშირად სასვენ ნიშნამდეა, მაგრამ ერთ წიგნში მთლიანად სასვენი ნიშნების შემდეგაა სქოლიოს ციფრები. შემხვდა ისეთი წიგნიც (სამეცნიერო სტატიების კრებული), სადაც სხვადასხვა სტატიაში სხვადასხვაგვარად იყო — ერთგან სასვენ ნიშნებამდე, მეორედ სასვენი ნიშნების შემდეგ. ასე რომ, როგორც ჩანს, ორივე სწორია. Deu. 10:26, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]