განხილვა:ტაკწანგ-ძონგი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უმედიტირებია – ეს ქართულია თქვენი აზრით?--Zolokin განხილვაწვლილი 23:29, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

და საერთოდ სათაური სწორია?— ჯაბა ლაბაძე () 05:48, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

უცნაურია... სათაური არც მე მომწონს. :( — დავით პასუხი 06:53, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

აქ საერთოდ სხვა რამე წერია. — ჯაბა ლაბაძე () 10:04, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

უფრო სწორი მგონია ტაკცანგ-ლაკხანგი როგორც ეს რუსულადაა ან ტაკცანგ-ძონგი. — ჯაბა ლაბაძე () 10:08, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. ვაილი ამ სტატიის მიხედვით ასოთაშეთანხმება tsa იკითხება როგორც ცა და სწორი ვარიანტია ტაკცანგ-ძონგი. ისე სხვათაშორის სტატია ვაილი ამ სტატიის ავტორის შექმნილია. — ჯაბა ლაბაძე () 10:15, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

უმედიტირებია დ მედიტირებდა როგორ დავწერო? — ჯაბა ლაბაძე () 10:52, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სახელი რატომ ჩაასწორეთ? ტაკწანგ არის სწორი :| stag tshang ტიბეტურად კითხვა ვიცი, თუ რამეს გადაწყვეტს ეს... :/ თუ გინდათ ყველაფერი რუსულის მიხედვით იყოს სხვა საქმეა :/— Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 13:56, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ტიბეტურად კითხვა რომ იცით, ჩანს :). მაგრამ, შესაძლებელია ქართულში ისე არ იწერება, როგორც ეს ტიბეტურად წარმოითქმის (ამისი მაგალითები ბევრი გვაქვს ვიკიპედიაში, ამ მხრივ გამოცდილები ვართ). სასურველია თუ მიუთითებთ ერთ ქართულენოვან წყაროს მაინც, სადაც ეს სახელი ამ მართლწერით იქნება დაწერილი და პრობლემაც მოიხსნება. — დავით პასუხი 14:03, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ოოო ეს სხვა საქმეა მაშინ, ესეიგი ვიჩქარე, მაგრამ წინა მესიჯი აუცილებლად გაითვალისწინე და გამოასწორე. გმადლობ. — ჯაბა ლაბაძე () 14:03, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაიცაა stag tshang ტაკწანგ იკითხება? — ჯაბა ლაბაძე () 14:04, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

პარო ტაკწანგი 13 ტაკწანგთა შორის ყველაზე ცნობილია – ესეც ვერ გავიგე. ტაკწანგი რას ნიშნავს? სტატია მარტო თქვენთვის კი არა საზოგადოებისთვის უნდა იყოს გასაგები. — ჯაბა ლაბაძე () 14:07, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურსა და რუსულში არაა წ-ს შესატყვისი, რაც, საბედნიეროდ, ქართულში გვაქვს. და თუ ისინი ვერ იყენებენ ამ ასოს, არ ნიშნავს, რომ ჩვენც არ უნდა გამოვიყენოთ. ეს სიტყვა ქართული შრიფტით პირდაპირ იკითხება - ტაკწანგ (ნგ-ს შესატყვისი არაა ქართულში, ანუ ეს არის ცხვირისმიერი, ძლიერი ნ. ტრანსკრიფციაში ასე იწერება).

ლიტერატურას რაც შეეხება, შემიძლია ერთი წიგნი დაგისახელოთ - „ძვირფასი წიგნი“, რომელიც ძა პატრულ-რინპოჩემ მაჩუქა, მაგრამ ამის პოვნა ინტერნეტში შეუძლებელია და არ მგონია ძოგჩენის სანგჰის წევრების გარდა სხვა ვინმეს ქონდეს, ანუ უტირაჟოა... — Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 14:21, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არამარტო სტატია უნდა იყოს გასაგები, განხილვებშიც გასაგებად უნდა წერდეთ: ძა პატრულ-რინპოჩე და ძოგჩენის სანგჰი ჩვენთვის გაუგებარია. საერთოდ თქვენი სტატიები სავსეა მსგავსი გაუგებრობებით, მათ კი არ უნდა შლიდეთ (როგორც აქ ამწამს ამოშალეთ ტექსტი) არამედ უნდა ასწორებდეთ. — ჯაბა ლაბაძე () 14:30, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


ძოგჩენი; სანგჰა არის ბუდისტ ან ჯაინისტ პრაქტიკოსთა ჯგუფი; ძა პატრულ რინპოჩე არის (ამ შემთხვევაში) ტიბეტელი ტულკუ, ლამა (ბუდიზმი), რომელიც დღეს მოღვაწეობს ბელგიაში, დაარსებული აქვს ძოგჩენ დუდულ ლინგის სანგჰა [მათ შორის საქართველოში]. და გაუგებრობებს რაც შეეხება, ვცდილობ ყველა ასეთ „გაუგებარ“ ტერმინებზე შევქმნა სტატიები, ამიტომ თუ რამე გაუგებარია, ამის ნახვა აქვე შეიძლება. უკაცრავად რომ არ შემიძლია ამდენი სტატია ასე უცბად დავწერო, მითუმეტეს რომ ქართულ ენაზე არანაირი ლიტერატურაა და მიხდება ან თავად ვიკიპედიიდან თარგმნა, ან უცხოეთში შეძენილი ლიტერატურიდან თარგმნა.

ისე მგონი ცუდი არ უნდა იყოს, რომ არსებობს თუნდაც ერთი პიროვნება,რომელსაც შეუძლია დაწეროს ასეთ თემებზე; სულ არაფერს ალბათ ჯობს - არა? ოდესღაც ქართულად ხო უნდა დაიწეროს ასეთ საკითხებზე რამე ინფორმაცია? :| (დამახინჯებული სახელების გარეშე)— Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 14:49, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

წერეთ რამდენიც გენებოთ და რაზეც გენებოთ ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა, მაგრამ არა მგონია ეს ქართულ სულთან, მართლმადიდებლობასთან ახლოს იდგეს და მასიურად ვინმეს რამეში დაჭირდეს. მე უფრო სხვა პრიორიტეტები მაქვს სტატიების წერის, მაგრამ ერთი რამ ვიცი რაც ვიკიპედიაში დაიწერება გასაგები უნდა იყოს ყველასათვის. თქვენც გირჩევთ მაგ სტატიებს უცხო თვალით შეხედოთ და ისე შეაფასეთ. — ჯაბა ლაბაძე () 14:59, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


ვერ გავიგე, რადგან მართლმადიდებლობასთან ახლოს არ დგას, არ უნდა დაიწეროს თუ რა ლოგიკაა? ვერ მივხვდი ნამდვილად. და ქართულად რომ არაა დაწერილი ლიტერატურა ასეთ საკითხებზე, იმიტომაა დღეს საქართველოში ყველას ასეთი „არაჩვეულებრივი“ წარმოდგენა რომ აქვს. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოში [ძაან უხეშად რომ ვთქვათ] ალბათ 99%-ს გონია, რომ ბუდა (და არა ბუდა, რატომღაც :/) ერთი კონრეტული პიროვნების სახელია :| და ზოგს „ბუდა“ ღმერთი გონია. — Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 15:06, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, ისე, მართლმადიდებლობა და ქართული სული რა შუაშია კაცო? :)) ენციკლოპედიაა ეს და ყველაფერზე უნდა ვწეწროთ. მართლმადიდებელი კი ვარ, მაგრამ ისლამიც მაინტერესებს და ბუდიზმიც. წერეთ, წერეთ! — დავით პასუხი 15:09, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
საინტერესოა რატომ არ წაიკითხეთ ჩემი მესიჯის პირველი წინადადება და რატომ მაინცდამაინც მეორეზე გაამახვილეთ ყურადღება? თუ ასე აწყობს ზოგიერთს მერე რელიგიურ უთანასწორობის ჭრილში რომ გადაიყვანოს? გიმეორებთ წერეთ და ვამატებ, იკითხეთ რამდენიც გინდათ. დათო ქართული სული სწორედ რომ შუაშია. — ჯაბა ლაბაძე () 15:16, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
:-/ Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 15:26, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ბრეკ. ვიკიპედია არის უპირველეს ყოვლისა ენციკლოპედია. ქართულენოვანი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია უნდა იყოს ნეიტრალური. თუ ქართულ ენაზე წყარო არ არსებობს, ეს სულაც არ ნიშNავს, რომ სტატია ვერ უნდა დაიწეროს.--იორგი 16:02, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
გვაქვს თუ არა ვიკიპედიაში თარგი, რომელიც გვაუწყებს, რომ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული ქართულ მართლწერაში და ნუ დაეყრდნობა მას. ან თარგი:წყაროში ჩაემატოს, რომ ქართული წყარო იქნეს მითითებული, ოღონდ წაშლის ინფორმაცია ამოვიღოთ. ენციკლოპედია ყველას სჭირდება და ყველა თემას უნდა ეხებოდეს. თუ არ გვქონდა ეს ინფორმაცია საქართველოში და ქართულ ენაზე ვიკიპედიამ უნდა გამოასწოროს, მაგრამ თან უნდა გავაფრთხილოდ, რომ მის ქართულ მართლწერაში არ ვართ დარწმუნებულები. საინტერესოა კ — წ, ორივე მკვეთრი თანხმოვანია იწერება თუ არა ერთად? - არის ფშვინვიერი. ასეთი ნიუანსებია გასათვალისწინებელი. --ცანგალა () 17:19, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


და ქართულშიც რომ არსებობს სიტყვები - წკრიალა, პწკარი, წიკწიკი, და სხვ.... ?— Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 17:50, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

წკ – კი, მაგრამ კწ – ეს არა. წიკწიკი – აქ ფუძის გაორმაგებაა და იმიტომ ხდება მაგ ასოთა თავმოყრა. — დავით პასუხი 18:08, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]