განხილვა:სტენლის თასის ფინალი 1928

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სტატიაც სრულია და დაფუძნებულიაინგლისური გვერდზე მარჯვენა მხარეს თუ დაემატება ინფოდაფა უფრო სრული გახდება :)

რაღაცეები ჩავასწორე. საერთოდ, თუ სახელ-გვარები სწორად წერია, სჯობს, ამოიშალოს, ორ ენაზე სახელ-გვარებს არ ვწერთ, როგორც წესი. სტენლის თასს მიაქციეთ ყურადღება - ბევრგან ეწერა (და სხვა სტატიებშიც წერია) „სტენლი თასი“ --Henry McClean განხილვაწვლილი 21:54, 17 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგით, შემდგომში მხოლოდ ქართულად დავწერ სახელებს, მაგრამ რადგან არ მინდა შეცდომით დავწერო, გვერდზე ინგლისურადაც ვუწერ, გამსწორებელს რომ გვერდით ჰქონდეს შესაბამისი წყარო. ასევე მივაქცევ ყურადღებას, სტენლი თასი ის თემაა რომელიც უახლოეს მომავალში დაემატება ქართულ ვიკიპედიას! მადლობა შენიშვნებისთვის --Beneto 22:15, 17 მარტი 2012 (UTC)

არა, მაგი არ მიგულისხმია. თუ უბრალოდ დარწმუნებული ხართ, რომ სწორია, ორიგინალურ ენაზე ნუ მიაწერთ და ეგაა, სადაც ეჭვი გეპარებათ - დატოვეთ. სხვა მხრივ, კარგად მუშაობთ, აქა-იქ შესწორებები და კოლეგიალური შენიშვნები და ვიკიპედიაც გამდიდრდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 22:47, 17 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, აწი რაც ამერიკულად იქნება სახელი და გვარი გავასწორებ, რაც არა დავტოვებ.. მეც ეგ მინდა რომ ქართული ვიკიპედია გამდიდრდეს, ამიტომ ვთარგმნი მაქსიმალურად (ნუ პირველ რიგში რეინჯერსის სტატია რომ სრული იყოს, წითლად ვცდილობ არაფერი დავუტოვო) --Beneto 23:31, 17 მარტი 2012 (UTC)

ჰო, ოღონდ ისე ნუ მოიქცევით, როგორც ზოგიერთი სხვა აკეთებს ხოლმე - წითელს რომ ხედავს, შედის და ერთ წინადადებას წერს, რომ უბრალოდ ლურჯი იყოს :) საერთოდ, იმისათვის, რომ სტატია არ წაიშალოს, გამართული ენით დაწერილ მინიმუმ 3 წინადადებას უნდა შეიცავდეს. ანუ დასაშვებია შემაჯამებელი 3 წინადადების დაწერა, თუ მაინცდამაინც გრძელ სტატიას არ წერთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 23:40, 17 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

4 სტატიიდან, რომელიმე ეგრე გავაკეთე? ინგლისურებს ვუთითებ ხოლმე საიდან ვთარგმნე, გადახედე და ნახავ რომ თითქმის ანალოგს ვწერ :) --Beneto 01:53, 18 მარტი 2012 (UTC)

მე მხოლოდ ვთქვი „ოღონდ ისე ნუ მოიქცევით, როგორც ზოგიერთი სხვა აკეთებს ხოლმე“. ხშირი შემთხვევაა და ამას წინათაც ვიღაცამ მოძებნა ეგეთი „გამოსავალი“. --Henry McClean განხილვაწვლილი 02:42, 18 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]


არაა პრობლემა, მესმის თქვენი პოზიცია... რომელი სტატიაც დავწერე, შეგიძლიათ განხილვებში გადახვიდეთ და ინგლისურ ვერსიას გადახედოთ, მაქსიმალურად ანალოგია... ინფოდაფის წერა არ ვიცი და შესაბამისად მაგას ვერ ვაკეთებ ხოლმე ერთადერთი --Beneto 13:34, 18 მარტი 2012 (UTC)