განხილვა:სტამბოლი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (10 იანვარი, 2019).

სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

მართალია „ისტამ ბოლინ“-იდან წარმოიშვა სახელი, თუმცა ქართულად სტამბული არის და არა სტამბოლი :) (Стамбул) – Mero ® 05:54, 19 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

საქართველოში საუბრის დროს უმეტესობა სტამბულს ამბობს, მაგრამ, მე როგოსც ვიცი, სწორია სტამბოლი.– ოთარი () 06:27, 19 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

(თურქ. İstanbul — ისტანბული) ალბათ უნდა იყოს ტ→თ და ქართული დაბოლოება ი-ს გარეშე. (თურქ. İstanbul — ისთანბულ). ჩემი აზრით კი მხოლოდ (თურქ. İstanbul) საკმარისია.--ცანგალა 15:53, 15 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ უცხოენოვანი დასახელების შემდეგ იმას ვწერთ, როგორც გამოითქმის, ოღონდ ქართული ასოებით და შესაბამისად „ი“ დანამდვილებით ზედმეტია. და t — „თ“-დ გამოითქმის? გიო ოქრო 16:08, 15 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: აბა წყარო? აბა რეგულაცია? აბა წესი? აბა კონსესუსი? --Mehman 97 16:16, 15 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97:, შენი წყაროც საინტერესოა ვიღიმი შენ თვითონ წერ, რომ თურქ. İstanbul ჰქვია. ბოლოში ი საიდან მოგაქვს? და მეორე იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#თურქული და ნახავ რომ t ქართულში როგორც თ ისე გადმოდის და არა როგორც ტ. ისწავლე შეცდომების აღიარება და არ გინდა „აბა წყარო? აბა რეგულაცია? აბა წესი? აბა კონსესუსი?“ წერა. მე პირადად მხოლოდ თურქ. İstanbul დავწერდი ქართული ასოების გარეშე.--ცანგალა 17:24, 15 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
t ქართულში როგორც თ, რომ გადმოდის გასაგებია, რომც არ ვეთანხმებოდე ამ თარგმნას. მაგრამ, იმაზე უნდა იწერებოდეს თუ არა ორიგინალი სახელწოდების შემდეგ ქართულად ტრანსკრიპტი ამაზე რაიმე შეთანხმება ან წესი თუ არსებობს? მე ჩემი შეცდომების აღიარება ვიცი, შენგან განსხვავებით. --Mehman 97 17:29, 15 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
(тур. İstanbul — [isˈtanbuɫ]) რუსული ვიკიდან. ყველაზე კარგი საშუალება ტრანსკიფცია.--ცანგალა 17:43, 15 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]