განხილვა:მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი და წმინდა კრება — ასე იწოდება შუა საუკუნეების ყველა მსოფლიო კრება ოფიციალურ ოქმებში. მსოფლიო კრებად აღიარება (ან არაღიარება) ხდება მხოლოდ კრების გამართვის შემდეგ და ამის შემდეგაც კრებები ასევე იწოდებიან, როგორც დიდი და წმინდა კრება. ამიტომ, რაკი ეს ზოგადი სახელწოდებაა, უმჯობესი იქნება თუ თარიღი დაზუსტდება სათაურშივე. ამის გარდა, ვფიქრობ, სრული სათაურის მოყვანა არაა აუცილებელი, ძალიან გრძელია. დიდი და წმინდა კრების მოსამზადებელი შეხვედრა (2016) — ასეთი საკმარისი იქნებოდა. Deu. 15:28, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მოსამზადებელი კრებები გამართულა სხვა დროსაც? ანუ იყო დიდი და წმინდა კრების მოსამზადებელი შეხვედრა 325, ..... 787 წლებში?--ჯაბა 1977 15:49, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

Vorbereitungsprozess für das erste neuzeitliche allorthodoxe Heilige und Große Konzil - ეს მითარგმნე აბა. --ჯაბა 1977 16:04, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა, იქნებოდა მოსამზადებელი. თუმცა ისინი ცალკე არაა არსად განხილული, ოქმებში კია დაფიქსირებული. გერმანელებს ისე კარგად გაუკეთებიათ, ზუსტი თარგმანი ასეთია: ახალი დროის პირველი საერთომართლმადიდებლური წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელი პროცესი. ანუ გერმანელებს სტატიაში მხოლოდ ამ წელს გამართულ კრებაზე არ აქვთ საუბარი, საუბრობენ ზოგადად მომზადების პროცესზე, რაც აგერ უკვე ათწლეულებია მდორედ მიმდინარეობს. შარშანაც იყო შეხვედრები... ვფიქრობ, მასეთი მიდგომა კარგი იქნება, მაგრამ გერმანული სათაურის მთლად ერთი ხელის მოსმით გადმოღება არ ივარგებს. საერთომართლმადიდებლური დიდი და წმინდა კრების მოსამზადებელი ეტაპი ან რამე ეგეთი შეიძლება მოვიფიქროთ. Deu. 16:31, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, პრინციპში ჩვენი სტატიაც მომზადების სრულ პროცესს უფრო ეხება, ვიდრე მხოლოდ წლევანდელ შეხვედრას. ასე რომ, მგონი გერმანული სათაურის გაქართულება და ცოტა გაკეთილშობილება არ იქნება ურიგო. ვიღიმი Deu. 16:40, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

იქნებ რამდენიმე ოქმის ბმული მომცე, მეც გადავხედავ, თან სტატიასაც დავასრულებ და მანამდე რამე გამოჩნდება. --ჯაბა 1977 16:41, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

საერთომართლმადიდებლური (ან სრულიადმართლმადიდებლური) დიდი და წმინდა კრების მოსამზადებელი შეხვედრა უფრო მომწონს. --ჯაბა 1977 16:42, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

(რედ. კონფლიქტი) უიმე დედა, ოქმის ბმული როგორ მოგცე, ეგენი ბიბლიოგრაფიული იშვიათობანია და თან ქართულად არ არსებობს : ). გერმანული სათაურის გაქართულებაზე რას იტყვი? სტატია რეალურად მთელ მომზადების პროცესს აღწერს და მისი ღირებულება უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ წლევანდელი კრების აღწერა იქნებოდა ვიღიმი. Deu. 16:44, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი, მაგრამ სტატიაში მხოლოდ შეხვედრაზე არაა საუბარი... Deu. 16:44, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მოდი ასე ვქნათ ჯერ დავასრულებ სტატიას და მერე ვიმსჯელოთ. --ჯაბა 1977 16:46, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

O.K. Deu. 16:49, 22 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ახლა რაც სტატია ვთარგმნე სტატიის სათაური არც მე მომწონს. რადგან რუსულიდან ვთარგმნე იქ მისი სათაურია Всеправославный собор (სრულიადმართლმადიდებლური/საერთომართლმადიდებლური კრება), ხოლო სტატიის სათავეში თარგი უზის, რომ ეს არის Ожидаемые события (მოსალოდნელი მოვლენა). გერმანული სათაური სულ სხვაა. რა ვქნათ? რომელი დავტოვოთ ან საერთოდ რა ვუწდოთ ამ სტატიას? --ჯაბა 1977 16:10, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მე რუსული სათაურიც მომწონს. ლოგიკა ორივეშია. ვიკიში არსებობს ზოგადი პრაქტიკა, რომ მოსალოდნელ მოვლენებზე ვწერთ სტატიებს (მაგ. en:Eurovision Song Contest 2016). რა თქმა უნდა, როდესაც ეს მოვლენა მოხდება, მერე ერთი სტატია რჩება. ამიტომ, რუსული ვარიანტი მისაღებია ჩემთვის. თუმცა გერმანულშიცაა ლოგიკა (მოვლენა ჯერ არ მომხდარა, მხოლოდ ვემზადებით), მაგრამ ალბათ რუსული ჯობია უკვე არსებული პრაქტიკის გამო. Deu. 16:21, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

სრულიადმართლმადიდებლური თუ საერთომართლმადიდებლური? --ჯაბა 1977 16:29, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მე როგორც ვიცი, საერთომართლმადიდებლური, პანორთოდოქს მაგას ნიშნავს. შედარებით ღირებულ ქართულ წყაროებშიც ასე იხსენიება ეს კრება (იხ. გუგლში ძიება. ჩემი ნაცნობია საეკლესიო სამართლის დოქტორი და ვკითხავ მაინც. Deu. 16:32, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ოოო, მან სრულიად სხვა მითხრა: სრულიად მართლმადიდებელთა დიდი და წმინდა კრებაო. მგონი უფრო შეთანხმების ამბავია... ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ერთი სათაური დამკვიდრდება, ამჯერად კი ალბათ ნებისმიერი მისაღები იქნება, რადგან ერთიანობა არ არსებობს ლიტერატურაში. Deu. 16:35, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მდააა. სრულიად მართლმადიდებელთა დიდი და წმინდა კრება არაა ცუდი სათაური რას იტყვი? --ჯაბა 1977 16:42, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

თან სხვა ვარიანტებიდან გადამისამართებებიც გავაკეთოთ. --ჯაბა 1977 17:02, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
კარგია. Deu. 17:06, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გასაახლებელია ინფორმაცია, მაგ. გაიმართება → გაიმართა და გარდა ამისა დასამატებელია ჩატარების და შედეგების თავები. გიო ოქრო 10:48, 26 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]