განხილვა:სპარსული ზუთხი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@გიო ოქრო: რატომ გაქვს ასეთი მწვავე რეაქცია, როდესაც ვინმე შეცდომას გისწორებს? პირველი შემთხვევა არაა, უკვე არაერთხელ შევნიშნე. ვიკიპედიის პრინციპი ხომ არ გავიწყდება? ნეტავ ვინმე ჩამისწორებდეს და მადლობასაც ვეტყვი. და კავშირის შემდეგ რომ მძიმე არ იწერება, ხომ იცი? უიშვიათესი გამონაკლისების გარდა. ჩემ მიერ ჩასწორებული შემთხვევა კი ნამდვილად არ არის ის უიშვიათესი გამონაკლისი. — Mikheil მიწერა 20:15, 3 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

და კავშირი აქ არაფერ შუაშია. შესაბამისად-ის წინ იწერება იმ შემთხვევებში, როდესაც შესვენებაა საჭირო წინადადებაში. აქაც ეგ სიტუაციაა. ქსე, ტ. 6, გვ. 608 — "ონტეგენეზში რამდენიმე ლარვული ფორმაა და, შესაბამისად, მეტამორფოზიც რამდენიმეჯერ ხდება". ასე რომ რამის მტკიცებას რომ დაიწყებთ, წყაროც მოიყვანეთ, გთხოვთ. აი, რატომ მაქვს მწვავე რეაქცია. გიო ოქრო 20:40, 3 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ეხლა არ თქვა(თ) "ეგ კომუნისტებმა შექმნეს"-ო. მართალია, მაგრამ ენათმეცნიერმა კომუნისტებმა:))გიო ოქრო 20:46, 3 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
გადმოგილაგო ახლა ქსე-ს შეცდომები? მით უმეტეს, გრამატიკული. აქაც ქსე-ს ვენდობით ასე ბრმად? მთლად ასე მძიმეადაც არ მეგონა საქმე. ანუ, შესაბამისად-ის წინ მძიმე უნდა და და კავშირის შემდეგ რომ არ შეიძლება, ეგ წესი წესი არაა? :დ — Mikheil მიწერა 20:48, 3 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
აი, ზედა წინადადებაშიც არაერთი შეცდომა დაუშვი. სამწუხაროა. — Mikheil მიწერა 20:49, 3 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ტექსტი თუ ქსე-დან გაქვს გადმოკოპირებული, რატომ არ გაქვს ლიტერატურაში მითითებული და მხოლოდ სქოლიოშია გაკვრით მოხსენიებული? — Mikheil მიწერა 20:52, 3 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, სხვა სტატიიდან მოგიყვანია მაგალითი. მით უარესი. — Mikheil მიწერა 20:53, 3 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
კავშირის შემდეგ რომ მძიმე არ იწერება, მაგრამ გამონაკლისები არსებობს შენვე დაწერე. ესეც გამონაკლისია. კი იძახდი არააო; ისე მაგის წყარო კარგი იქნებოდა. ქსე-ს შეცდომები გადმომილაგე აბა, ოღონდ გრამატიკული და არა ინფორმაციული (მის მერე გარკვეული ინფორმაცია შეიცვალა, მაგრამ ქართული ენის ნორმები მგონი არა). სულაც არ არის მძიმედ საქმე. ის წარმოდგენა, რომ ჩასაფრებული ვარ და არ მომწონს ასეთი სტატიების სხვის მიერ რედაქტირება, მცდარია. მხოლოდ შეცდომით შესწორებულები "არ მომწონს", ასე ვთქვათ. დანარჩენისთვის მადლობასაც მოგახსენებ. P.S. ზევით წინადადებაში თუ ბევრი შეცდომა დავუშვი (როგორც შენ აღნიშნე), შეგიძლია შემისწორო, მითითება მომცე, ამისთვისაც მადლობას გეტყვი. გიო ოქრო 21:24, 3 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
და "მით უარესი"-ც ზედმეტია. გიო ოქრო 21:26, 3 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
პირველ რიგში, გამოიყენე ქართული ბრჭყალები „ “. გამონაკლისები არსებობს პოეზიაში, ბატონო ჩემო. როცა და-ს მოსდევს შესაბამისად, იქ მძიმე ნამდვილად არ იწერება, შეგიძლია სკოლის გრამატიკის სახელმძღვანელოში ჩაიხედო და ნახო ყველა გამონაკლისი. დიახ, მთელი უბედურება ისაა, ქსე-ს რომ მართლა ბრმად, ასე უბედურად ვენდობით წერტილ-მძიმეშიც კი. თუ სადმე ჩემს სტატიებში პუნქტუაციურ ან სხვა გრამატიკულ შეცდომებს ნახავ (დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ნახავ) და შემისწორებ, იმდენად მადლობელი დაგრჩები, ვერც კი წარმოიდგენ. ნახვამდის. — Mikheil მიწერა 21:34, 3 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ტელეფონში ე. წ. ქართული ბრჭყალები არ არის :( გრამატიკის სახელმძღვანელოში რა წერია არ ვიცი, შეგიძლია მიმითითო რომელში ჩავიხედო. მანამდე, წყარო არსებობს. ქსე ბევრად გამოცდილმა ადამიანებმა შექმნეს, ვიდრე სკოლის გრამატიკის სახელმძღვანელოები. გიო ოქრო 06:36, 4 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: წყარო მოვიყვანე. ახლა იგივე შენ გააკეთე. ის, რომ და-ს მერე არ იწერება (რაც მართალია), მაგრამ გამონაკლისები არსებობს შენ დაწერე. ეგეც გამონაკლისია ჩემი მითითებული წყაროს მიხედვით. გაუქმებამდე წყარო მოიყვანე, რომ ეგ გამონაკლისი არ არის. გიო ოქრო 17:49, 5 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ესეც ნახე, ისე. გიო ოქრო 18:14, 5 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ესეც (მეორე ხაზი). გიო ოქრო 18:14, 5 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ესეც (პირველი ხაზი). გიო ოქრო 18:16, 5 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ესეც. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი ლექსიკონებია (ბოლო ორი ერთიდაიგივე ლექსიკონია) და ნათელია, რომ ყველა ერთიდაიგივე შეცდომას არ დაუშვებდა. თუკი მაინც ასე თვლი, განვმეორდები — მოიყვანე წყარო, რომ „შესაბამისად“ გამონაკლისებში არ შედის. გიო ოქრო 18:18, 5 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
არაენათმეცნიერული წყაროები ამ შემთხვევაში წყარო არ არის. ენათმეცნიერება წესის სახით ამბობს, რომ და კავშირის შემდეგ მძიმე არ შეიძლება, ნუთუ ძნელია ამის მიხვედრა? კარგად ჩახედე მაგ ლექსიკონებს, უფრო მეტ შემთხვევას ნახავ, სადაც „და შესაბამისად“ წერია 😍 — Mikheil მიწერა 20:20, 5 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
აი, მარინე ჩიტაშვილისა და საბას უნივერსიტეტის თეოლოგების რედაქტორობით გამოცემული ნაშრომი რომ პუნქტუაციის წყაროდ მოგყავს, სასაცილოა, აბა რა არის? 😁 — Mikheil მიწერა 20:25, 5 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL: ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა, რომ არსებობს გამონაკლისები „და“ კავშირთან დაკავშირებით?! ფაქტია, რომ შენ წყარო არ გაქვს (თუკი გაქვს, რომ „შესაბამისად“ გამონაკლისებში არ შედის, წარმოადგინე. ზემოხსენებული ლექსიკონები არის მაგალითი, ხოლო წყარო — ქსე. და სასაცილო ის არის, რომ შენ მარინე ჩიტაშვილიც კი ვერ მოგყავს წყაროდ 😂😂 შეგიძლია იხილო ა. შანიძის III ტომის pdf ვერსია, სადაც წერია „აწმყო და მყოფადი. მწკრივი, რომელსაც დინამიკური ვნებითი განსხვავებულად აწარმოებს მოქმედებითისაგან, ეს არის აწმყო და, შესაფერისად, მყოფადი, რომლებიც წარმოების თვალსაზრისით ერთნია, რადგანაც ისინი ძველი აწმყოს ორად დაშლის შედეგად არის მიღებული.“ — შესაფერისი და შესაბამისი სინონიმებია. აგრეთვე შეგიძლია იხილო ამ სახელმძღვანელოს 320-ე და 589-ე გვერდები, სადაც ის ფორმაა გამოყენებული, რომელსაც მე ვამბობ და შენ უწყაროდ ეწინააღმდეგები. ისე ეს დაბლოკვები კარგად იცით :))) გიო ოქრო 13:21, 6 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

სიტყვა „შესაბამისად“ არის დანართი სიტყვა, ანუ დამატებითი ცნობის შემცველი სიტყვა, რომელიც მისამართ წევრთან შეერთებულია პაუზით ან საგანგებო საკავშირებელი სიტყვით. იხ. მძმის გამოყენების წესი დანართებთან. აგრეთვე იხილე პუნქტუაციის ნიშნების, კერძოდ მძიმის გამოყენება, პუნქტი გ — „მძიმეებით გამოიყოფა განკერძოებული სიტყვები“ (მ. შ. დანართები). გიო ოქრო 18:26, 6 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ზურაბიშვილმაც კი ისწავლა 😂 გიო ოქრო 18:35, 6 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
სტატია დაბლოკილია. ჩემი აზრით მომხმარებელი:გიო ოქრო-მა საკმარისი წყაროები მოიყვანა და, შესაბამისად, გვერდი განბლოკვას ექვემდებარება. ისიც მაინტერესებს რის საფუძველზე დაიბლოკა ერთპიროვნულად სტატია. როგორც ვხედავ ვანდალიზმს ადგილი არ ჰქონია. -ცანგალა 20:08, 6 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: ეს ყველაფერი აბსურდია, სანამ არ გაეცნობი სასვენი ნიშნების გამოყენების წესს და კავშირთან. დანართი? მოდი, ჯერ კარგად ნახე, რას ეწოდება გრამატიკაში დანართი, კარგი? კარგი, ყველაფერი რიგზეა, გადასარევია ამდენი წესის მოძიება, მოყვანა, მაგრამ და კავშირის არსებობას მაინც უგულებელყოფ, ვერ ხედავ. ზურაბიშვილზე გავიცინეთ. ცანგალ, აი, კენჭისყრას ჩავატარებდი, დამეცვა თუ არა სტატია. — Mikheil მიწერა 20:22, 6 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
MIKHEIL, სხვას უთითებ, რომ მოიძოის წყაროები, სამწუხაროდ შენ არავითარი წყარო არ გაგაჩნია, რომ შენი პოზიცია დაიცვა (ეს უსუსორაზე მიუთითებს, უბრალოდ აღიარება არ გსურს). გამოიყენე შენი ადმინობა და ბლოკი დაადე სტატიას (სადაც შენი ძალაუფლება გამოიყენე). --ცანგალა 06:33, 7 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL: სამეცნიერო ლიტერატურაში და გრამატიკის სახელმძღვანელოში რომ წერია ჩემ მიერ შემოთავაზებული ფორმა ფაქტია, ისიც ფაქტია, რომ შენ წყარო არ გაქვს და ჩაჭიდებული ხარ ფრაზას — და-ს შემდეგ მძიმე არ იწერება, მაგრამ ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ მოცემული მომენტი გამონაკლისია და ამის წინააღმდეგ შენ მხოლოდ საკუთარი თავი მოგყავს. წყარო არ გაქვს. მე მინიმუმ 4 წარვადგინე. აბსურდი შენივე კომენტარებია. გიო ოქრო 08:01, 7 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

P.S. ჯობს თვითონ გაარკვიო რა არის დანართი. გიო ოქრო
ცანგალ, უსუსურუბაზე შენ ნუ მელაპარაკები, კარგი? აქვე, ადმინის უფლებებში გაერკვიე ჯერ კარგად. გიო ოქრო, დამატება რომ იცოდე რა არის, მასეთ სისულელეს არ დაწერდი. შესაბამისად-ის წინ და უკან სად იწერება მძიმეები, ფრიად გასაგებია, მაგრამ უგულებელყოფ და კავშირის შემთხვევას. წყაროებად მოგყავს რაღაც გადაკვრითი მინიშნებები, ბრმად გადამკოპირებლის პოზიციიდან, მეტი არაფერი. არიქა, ქსე-ში აქ მძიმე ზის და ჩვენ რა უფლება გვაქვს, არ დავწეროთ, აი, ესაა შენი პოზიცია, რაც მართლა სამწუხაროა. მე ვეფუძნები წესს და კავშირის შესახებ — Mikheil მიწერა 08:25, 7 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: დანართი და დამატება სხვადასხვა რამეები რომ არის თუ იცი? :))) „და“ კავშირის შემდეგ მძიმე არ იწერება, მაგრამ გამონაკლისები არსებობს. თუკი აკადემიურ ლიტერატურაში ამას (და, შესაბამისად,) იყენებენ, მაშინ ფაქტია, რომ ესეც გამონაკლისებში შედის. შენ უწყაროს პოზიციიდან ხარ. გიო ოქრო 09:00, 7 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
გ) მძიმეებით გამოიყოფა განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები (ჩართული, დანართი, მიმართვა, შორისდებული, მიგებით-უკუთქმითი ნაწილაკები): — ჩვენს შემთხვევაში ამოსავალი სიტყვაა (ჩართული, დანართი, მიმართვა, შორისდებული, მიგებით-უკუთქმითი ნაწილაკები) და არა კავშირი „და“. აქედან გამომდინარე მძიმე ჭირდება. MIKHEIL, მოიყვანე წესი, სადაც წერია, რომ როდესაც „და“ კავშირის შემდეგ (ჩართული, დანართი, მიმართვა, შორისდებული, მიგებით-უკუთქმითი ნაწილაკები) მძიმე არ ჭირდება. აქედან გამომდინარე, როდესაც გამონაკლისი არ არსებობს „და“ კავშირის შემდეგაც დაისმება მძიმე. --ცანგალა 09:03, 7 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ოქრო, მართლა? არ ვიცოდი, როგორ მიხარია, რომ განმანათლე 😂 წყარო არის წესი, შენს შემთხვევაში კი, ბრმად თავის ქნევა წესი გგონია. ცანგალ, მაგას საიდან ამტკიცებ, რომ ამოსავალი წერტილი და არ არის? — Mikheil მიწერა 09:59, 7 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვიცი რომ არ იცოდი და შეგეშალა😂 წესში გამონაკლისების არსებობის შესახებაცაა ლაპარაკი 😊. გიო ოქრო 10:05, 7 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ენათმეცნიერთა ინსტიტუტის მიერ გამოცემულ დოკუმენტში ჩემ მიერ შემოთავაზებული ფორმა 9-ჯერაა გამოყენებული სხვადასხვა ავტორის მიერ. კიდევ ერთხელ ფაქტია, რომ აკადემიურ წრეებში ამ ფორმას იყენებენ. გიო ოქრო 10:48, 7 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
MIKHEIL, მე არაფერს არ ვამტკიცებ — ეს ნათლივ ჩანს. თუ შენ გაგიხარდება იყოს ამოსავალი სიტყვაა „და“ კავშირი. წესი გ) მძიმეებით გამოიყოფა განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები (ჩართული, დანართი, მიმართვა, შორისდებული, მიგებით-უკუთქმითი ნაწილაკები): — იგივე რჩება. შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მობინადრე ე. წ. კოლხური ზუთხი (A. gueldenstaedtii var. colchica), რომელიც რუსული ზუთხის ქვესახეობად მიიჩნეოდა, ჩათვალეს, რომ უფრო ახლოს იდგა სპარსულთან და, შესაბამისად, მასთან გააერთიანეს. მძიმეს საჭიროებს „და“ კავშირის შემდეგ. სამწუხარო იცი რა არის? შენ წესი არ გაქვს, ხოლო ჩვენს მიერ მითითებულ წეს ყურად არ იღებ. --ცანგალა 21:00, 7 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

სპარსული ზუთხი[წყაროს რედაქტირება]

@გიო ოქრო: ქე-ში გამიჯნულია სპარსული ზუთხისგან, ისევე როგორც სტატიაში აღნიშნულ ინტერნეტ-რესურსშიც. ამიტომ, აჯობებს განხილული იყოს როგორც ცალკე ქვესახეობა. - OTOGI Messages 17:26, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

თართს გულისხმობ? გიო ოქრო 17:28, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
კი, იგივე კოლხურ ზუთხს. - OTOGI Messages 17:28, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
მაგრამ, ძალიან უცნაური ფაქტია „ცალკე ქვესახეობა“. აქამდე არსად მინახავს, ქვესახეობა, ზოგადად, სახეობის ქვედა რანგია, მაგრამ ამ შემთხვევაში სახეობა არ გვაქვს. შევეცდები შევცვალო. გიო ოქრო 17:40, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ, ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ არ არის წარმოდგენილი როგორც ცალკე სახეობა თუ დამოუკიდებელი ქვესახეობა, მაგრამ ქე-ში შეტანილია როგორც სახეობა/ქვესახეობა, ვინაიდან აქვს მას განსხვავებები. ალბათ აჯობებს ქართულ წყაროს დავეყრდნოთ. P. S. სტატიაში „ნიკოლაი ანდრეის ძე ბოროდინმა“ — ვინაიდან შენ რუსული სახელების გადმოქართულების მომხრე ხარ, ვფიქრობ შესაცვლელია სახელი, გარდა ამისა, ნიკოლოზ ბოროდინიც საკმარისი იქნება, ძე-ს გარეშე. - OTOGI Messages 17:50, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ხო, ქართულს დავუჯეროთ. ნიკოლაიც შესაცვლელია. გიო ოქრო 17:57, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]