განხილვა:სოხუმის დაცემა
განხილვა
[წყაროს რედაქტირება]დაცემა შედეგი იყო ქართული მხარისთვის და სახელში მისი ხსენება სტატიას ნეიტრალობას უკარგავს. არ ჯობია სოხუმის ბრძოლა (1993) ერქვას? - ალ-ო @ 15:37, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)
(წინააღმდეგი) ვარ, რადგანაც ამ შემთხვევაში რა დავარქვათ შარტავას და სხვებს? ისინი აფხაზებისთვის სახელმწიფოს მტრები არიან, ხოლო ქართველებისთვის - გმირები. --გიორგიმელა 10:50, 28 ნოემბერი 2008 (UTC)
უფრო კომპეტენტური მოსაზრება მჭირდება ამ კითხვაზე. - ალ-ო @ 20:51, 1 სექტემბერი 2009 (UTC)
ინგლისურში სტატიას ქვია Sukhumi massacre რაც შეიძლება ითარგმნოს სოხუმის ხოცვა-ჟლეტა, ტერმინი აღებულია State Department, Country Reports on Human Rights Practices for 1993, February 1994 -დან, შეიძლება სტატია ამ სათაურზე გადამისამართდეს რადგან ეს ორგანიზაცია მეტ ნაკლებად ნეიტრალურია --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:04, 27 სექტემბერი 2012 (UTC)
- (წინააღმდეგი) აქ სათაურის არჩევისას გადამწყვეტი ისაა, რომ ქართულენოვან მკითხველზეა სტატია გათვლილი. ამ მკითხველისთვის ეს მოვლენა ცნობილია სოხუმის დაცემის სახელით. მე სიტყვათწყობა სოხუმის ხოცვა-ჟლეტვა არაფერს მეუბნება. მთავარია, სტატიის შინაარსი იყოს ნეიტრალური, სათაური კი იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, თუ როგორაა იგი ცნობილი იმ მკითხველისთვის, ვისზედაცაა გათვლილი. გარდა ამისა, ზოგადად ამ სიტყვას (დაცემა) ვხმარობთ მსგავსი მოვლენების გადმოსაცემად და ყველგან ნეიტრალიტეტის სახელით ცვლილებები არაა მიზანშეწონილი. Deu. 06:04, 27 სექტემბერი 2016 (UTC)