განხილვა:სომხების გენოციდი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რასა ჰგავს ეს სტატია, უი მეე..--გუგა 15:44, 28 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

რუსული ვერსიის აშკარა გავლენა აქვს ამ სტატიას. რადგან რუსები ამ შემთხვევაში მიკერძოებული მხარეა, უნდა ითარგმნოს ინგლისურიდან, შესაძლოა გერმანულიდან (იქ რჩეულია).--Ouzo განხილვაწვლილი 13:04, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები სტატია აშკარად არა ობიექტურია. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:25, 20 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

პაატა ეს კომენტარები 2007 და 2011 წელს დაწერეს ავტორებმა და არც ერთ მათგანს არაფერი გაუკეთებია ამ სტატიის გასასწორებლად. თუ შევიჭყიტებით სტატიის ისტორიაში დავინახავთ, რომ ბევრი რამ შესწორდა, თუ ჩემმა რედაქტირებებმა არ დაგაკმაყოფილა, იმედია მიხედავ თავად და ამით ძალიან გამახარებ. --ჯაბა 1977 13:55, 20 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! სტატიას დავამატე რესურსები ინტერნეტიდან (3 რესურსი) გარდა ამისა, ორ ადგილას კიდევ იყო სხვა ცვლილებები, რაც უყურადღებობის გამო დამრჩა შეუმჩნეველი და წაუშლელი. ამ ორი ცვლილების წაშლისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ არ მესმის, რატომ წაშალეთ ჩემს მიერ დამატებული რესურსები?! Jaba1977 ადრეც გამოირჩეოდა ამგვარი ქმედებებით: როგორც ჩანს, ვერ იტანს, როდესაც ვინმე, მისთვის გარეშე ადამიანი რაიმეს აკეთებს... სხვაგვარად არ ვიცი, როგორ ავხსნა მისი საქმიანობა. სხვათაშორის, ბოლო რესურსი აღებული მაქვს ინგლისური ვიკიპედიიდან.ზემოთ Jaba1977 -ს პრეტენზიები აქვს, რატომ არ შეაქვთ სტატიით უკმაყოფილო ადამიანებს შესწორებები (იხ ზემოთ). იმედია, უფრო კორექტულები იქნებით და უმიზეზოდ და წესების დარღვევით აღარ ჩაერევით სხვის საქმიანობაში. რესურსი ნამდვილად ეხება აღნიშნულ თემას.კეთილი სურვილებით,--Ninushka განხილვაწვლილი 10:36, 25 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

P.S. სხვა ვიკიპედიებში ინტერნეტ რესურსების მითითებისას მხოლოდ სათაურები ჩანს, ჩვენთან, რატომღაც სათაურიც ჩანს და ლინკის ტექსტიც სრულად. რატომ??--Ninushka განხილვაწვლილი 10:39, 25 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

Ninushka თუ ამ სტატიას უფრო განავრცობ ძალიან გამახარებ. :) --ჯაბა 1977 14:30, 25 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვეცდები გაგახაროთ :)--Ninushka განხილვაწვლილი 18:29, 27 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

ძალიან სუბიექტურადაა დაწერილი ეს სტატია და ეჭვი მაქვს რომ ქართულის მცოდნე სომხებმა დაწერეს... ვიკიპედია უნდა იყოს ობიექტური და ის არ უნდა იქცეს კონკრეტული ეთნიკური ჯგუფებისა თუ სახელმწიფოების პროპაგანდის იარაღად ისტორიული მოვლენების შეფასებისას. ეს კონკრეტული მოვლენა ძალიან ცალმხრივადაა შეფასებული ამ სტატიაში და საჭიროებს ძირეულ შესწორებას. სამწუხაროდ ცოტა გვყავს ისტორიკოსები, რომლებიც არ დაიზარებენ და ჩაასწორებენ მსგავს სტატიებს. Beqa Ninikuri განხილვაწვლილი

არანაირად არ არის სუბიექტური. დღევანდელი ვარიანტი სავსებით ობიექტურად ასახავს იმ ვანდალიზმს (და უფრო უარესს), რაც სომხების წინააღმდეგ განხორციელდა. თურქების და თურქეთის მომხრეებს (არა ამ საკითხში) შეიძლება არაობიექტურად მოეჩვენოთ. გიო ოქრო 08:18, 4 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]