განხილვა:სოლომონ I
ვფიქრობ, სტატიიდან ამოსაღებია სექცია სოლომონ I ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. ვინმე წინააღმდეგი იქნება?
არგუმენტები:
- სტილისტურად და შინაარსობრივად გაუმართავი
- შინაარსს ზეპირსიტყვიერებასთან ძალიან ცოტა რამ აკავშირებს და უფრო ისტორიაზე არის საუბარი და ისიც გაურკვეველ წყაროებზე
- წყარო საერთოდ არ არის მითითებული
- ბარნაბ ხონელიძე თუ ბარნაბა ხონელიძე ვერ გავარკვიე ვინ არის
- სექცია არის მიკერძოებული და შესაბამისად, არაობიექტური: "თუმცა მე უფრო ხალხურ ვერსიას ვეყრდნობი,რაც ცხონებული ჩემი დიდებული მამისაგა სიმონ ხონელიძისაგან გამიგონია ბავშვობაში"; "მე როგორც ექიმი არ გამოვრიცხავ და უფრო მამაჩემისეულ ვერსიას ვიზიარებ.(ბარნაბა ხონელიძე)."; "მე როგორც ექიმი ვფიქრობ, რომ"; "სხვათა შორის ხრესილის იმ დიდებულ ბრძოლაში საჩიჯავაძოდან ჩემი პირდაპირი წინაპარი ბარნაბაც ,როგორც სოფელ ბზვანიდან თავისუფალი გლეხი იბრძოდა ქვეით მეთოფეებში "
ვინმეს შეუძლია გაგვარკვიოს, რა ღირებულებისაა ეს ინფრომაცია?
გთოხვთ, გამოთქვათ თქვენი აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენ დღეში შეიძლება წაიშალოს?--Zolokin განხილვაწვლილი 16:45, 4 აგვისტო 2010 (UTC)
- 2-3, თუ მოწინააღმდეგე არ გამოჩნდა.--გიორგი, 17:09, 4 აგვისტო 2010 (UTC)
გმადლობ. გასაგებია. --Zolokin განხილვაწვლილი 17:16, 4 აგვისტო 2010 (UTC)
- სექცია არაენციკლოპედიურია და წასაშლელია. — დათო პასუხი 17:19, 4 აგვისტო 2010 (UTC)