განხილვა:სილვესტერ სტალონე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

/stəˈloʊn/ - ესაა სწორი წარმოთქმა. 'სტალონე' არის უნიჭოდ დამკვიდრებული რუსული ენიდან, განსაკუთრებით ვიდეოკასეტების ეპოქის პერიოდიდან. ამიტომ გადასატანია სწორზე - სილვესტერ სტალონი (ან სილვესტერ სტალოუნი) --H.McC. (მომწერეთ) 13:49, 28 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნადვილად ცოტა რთული საკითხია. მოკლედ რა დასკვნამდე მივიდვარ მე. სილვესტერ სტალონეს მამა იყო აშშ-ში მცხოვრები იტალიელი ემიგრანტი. გვარი სტალონე როგორც ვხვდები იტალიურია არა? იტალიურად (Sylvester Stallone) თუ ასეა, მაშინ რადიჩე (Radice), ბრინიონე (Brignone), კარდინალე (Cardinale) და სხვ. ბოლოვდება ე-თი. კლაუდია კარდინალეზე ხომ არ ამბობენ კლაუდია კარდინალი. ანუ მისი გვარი იტალიურად სტალონეა. მაგრამ აქ სულ სხვა პრობლემაა. ეს მსახიობი აშშ-ში დაიბადა და მას იქ არავინ არ ეძახის სტალონეს. როგორც ჰენრიმ აღნიშნა სტალოუნთან დგას ახლოს, სტალონთან. ეს სიმართლეა. რაც შეეხება სახელს: სწორია სილვესტრ და არა სილვესტრე (ენციკლოპედიებში Sylvester იკითხება როგორც სილვესტრ), ისღა დაგვრჩენია, მივანიჭოთ უპირატესობა მისი გვარის მშობლიურ თუ ინგლისურ ვარიანტს. ეს არის და ეს.--ოთოჯი / მომწერე 16:21, 28 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
სახელზე მართლა ეგრეა. ე იყლაპება წარმოთქმისას. აი გვარს რაღაც უნდა მოვუხერხოთ. ან ერთი ან მეორე. --H.McC. (მომწერეთ) 16:25, 28 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხო ეგებ სხვებმაც შემოიხედონ და რაღაც გადაწვეტილება ერთობლივად მივიღოთ.--ოთოჯი / მომწერე 16:36, 28 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
გვარი სწორია. არაინგლისური წარმოშობის ამერიკული გვარები ქართულში იმ ენის წესებით შემოდის, რომელი ენაცაა გვარის დედა. მაგალითისათვის, თუ დაფიქრებულხართ, რატომ არის ჰოფმანი და არა ჰოფმენი? იმიტომ, რომ ეს გვარი გერმანულია და გერმანულად ჰოფმანია. ასეა სტალონეს შემთხვევაშიც. გარდა ამისა, სტალონე რომ საბჭოური დამახინჯების ბრალი არაა, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სპარსულადაც ბოლოკიდური ე-თი იწერება (استالونه) და ბერძნულადაც (Σταλόνε). ასევე სწორია სახელიც. ინგლისურად მართალია წარმოითქმის დაახლოებით სილვესტჷრ (და არა სილვესტრ! სახელი სამმარცვლიანია და არა ორმარცვლიანი), მაგრამ ქართულში ეს ბოლო კიდური მარცვალი "ტჷრ" გადმოდის, როგორც ტერ. ასე რომ, სახელიც სწორია და გვარიც. მადლობა. Deu. 16:37, 28 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაგალითისათვის შეადარეთ Manchester - მანჩესტერი და არა მანჩესტრი. Deu. 16:41, 28 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა მაშინ, ინგლისური ვიკიპედია რატომ არ უთითებს ორიგინალურ წარმოთქმასაც. --H.McC. (მომწერეთ) 17:05, 28 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს იმით უნდა აიხსნას, რომ ინგლისურენოვან ხალხს ცოტა ეგოისტური თვისება აქვთ: შეიძლება სამართლიანად, მაგრამ თავი მსოფლიოს ენაზე მოლაპარაკეებად მიაჩნიათ. ამის გამო ისინი ყველაფერს თავიანთი ენის წესებით კითხულობენ. ამის ბრალია, რომ მათ გვარი ცეპელინი ზეპელინად აქციეს და, სხვათა შორის, ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითიც, ჰოფმანსაც როგორც ჩანს ჰოფმენად გამოთქვამენ. შეგიძლიათ მოუსმინოთ. Deu. 17:11, 28 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე შემხვედრია მაგათთან ალტერნატიული ვერსიებიც (ფრჩხილებში). ამიტომ არის გასაკვირი. --H.McC. (მომწერეთ) 17:17, 28 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში არ უწერიათ. შეიძლება არც აქვთ ალტერნატიული გამოთქმა. მაგალითად, ისევ ცეპელინი მოვიყვანოთ: მაშინ, როცა ყველა ცეპელინს ეძახის, ინგლისურად ზეპელინს გამოთქვამენ და არანაირი ალტერნატივა არ აქვთ. არის ასეთი შემთხვევებიც.
ამას თავი დავანებოთ, გვაქვს ასეთი სიტუაცია: 1. გვარი იტალიურია, იტალიურად გამოითქმის სტალონე; 2. გვარი გაინგლისურებულია და ინგლისურად გამოითქმის სტალო(უ)ნ; 3. საქართველოში იცნობენ სტალონეს სახელით. ორჯერ სტალონე, ერთხელ სტალო(უ)ნ, ასე რომ უნდა დარჩეს როგორცაა. Deu. 18:08, 28 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]