განხილვა:სვიდა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „საბერძნეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

სვიდა წერია ქსეში— ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 10:32, 2 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მეც სვიდა ვიცი. სუდა საიდან მოიტანეს არ ვიცი. თუ ქსე-ში ნამდვილად ასეა, მაშინ გადატანა შეიძლება განხილვის გარეშე.--Ouzo განხილვაწვლილი 10:47, 2 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

იკითხება როგორც სუდა თუმცა გადატანა მაინც მოგვიწევს რადგან სუდას სხვა მნიშვნელობა არ გვაქვს ჩვენ— ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 11:01, 2 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში ქსე არის გადამწყვეტი.--Ouzo განხილვაწვლილი 11:04, 2 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
კაი. ბიზანტიური ლექსიკონიც მოაშორე— ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 11:08, 2 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მაგრამ ქსე-ში არის სტატია სვიდა თუ სვიდას ლექსიკონი? ამ ლექსიკონს პიროვნების სახლის - სვიდას მიხედვით ეწოდება სვიდა. ანუ ქსე-ში სტატია პიროვნებაზეა თუ ლექსიკონზე?--Ouzo განხილვაწვლილი 12:55, 2 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მანამ ეგ მხოლოდ თეორიაა, რომ სახელითაა არ შეეძლოთ დაეწერათ ავტორზე(იმასაც ამბობენ მრავალი ავტორი ჰყავსო). კი ენციკლოპედიაზეა.— ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 13:09, 2 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

და ზუსტი სათაური როგორია იქ?--Ouzo განხილვაწვლილი 13:49, 2 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
საიდან მოვიტანე და ინგლისური და რუსული ენებიდან ვთარგმნე. რამე პრობლემა გაქვს? თუ ქსეში სვიდა წერია, იყოს ეგრე, მაგრამ, სვიდა იქნება თუ სუდა, ეს უბრალოდ სხვდასხვა ვარიანტებია და რომელს დავამკვიდრებთ, ჩვენზეა დამოკიდებული. ისე, სვიდა ინგლისურში სულ არაა ნახსენები. ქსეში კი შვეციაც წერია, მაგრამ ახლა უკვე შვედეთს ვწერთ.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 11:33, 11 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
პრობლემა მე მგონი შენ გაქვს, ზრდილობიანად ილაპარაკე და დისკუსიის დროს ეთიკის ნორმები დაიცავი. ჩვენზე არაა დამოკიდებული "რას დავამკვიდრებთ", ვიკიპედია ეყრდნობა ავტორიტეტულ წყაროებს და ჯერ-ჯერობით არც მე და არც შენ ავტორიტეტული წყაროები არ ვართ. და სხვათა შორის არც ინგ. და არც რუს. ვიკიპედიებუი არ ჩაითცვლებიან ავტორიტეტულ წყაროებად ქართული ენის ნორმების საკითხში.— Ouzo განხილვაწვლილი 22:07, 11 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ზრდილობიანად ლაპარაკი ნამდვილად არ გაწყენს, მაგრამ უნდა შეგეძლოს, რაც ძალიან საეჭვოა შენი საქციელიდან გამომდინარე. პრობლემა ვისაც აქვს, ეგაც ნათლად ჩანს, თუკი თავის შეკავება და აზრის დელიკატურად გამოხატვა არ შეგიძლია, ჯობია, საერთოდ არაფერი თქვა. ვიკიპედია სალაშქრო ადგილი ნაღდად არ არის, რომ "ვინც პირადად არ მოგწონს", იმათ ეუხეშო. სხვაგან სადმე გაიქარვე პირადი წყენები, აქ კი თავი შეიკავე თავხედობისგან! ვიკიპედიის წესებსაც რომ გაეცნობოდე, არ გაწყენდა.

ავტორიტეტული წყარო კი არც ქართულ ენაში მგონიხარ და არც სხვა რამეში, მაგრამ თავს არ გესხმი, ჯობია, შენც შეიკავო ვულგარული საქციელებისგან თავი. კეთილი სურვილებით--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 12:32, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

რამე პრობლემა გაქვს? ეს კითხვა შენ აზრის თავშეკავებულად და დელიკატურად გამოხატვა გგონია? პირადად ან რატომ უნდა მომწონდე ან რატომ არ უნდა მომწონდე? ან რა მაქვს შენთან პირადული და რა წყენა უნდა მქონდეს? ეტყობა სხვაში აგერიე. მე და Dixtosa საკითხზე ვწერდით და ვმსჯელობდით, ამ დროს შენ გამოჩნდი და სწორედაც რომ უხეში, უტაქტო და ტავხედური ფორმით შემოხვედი დისკუსიაში: საიდან მოვიტანე და ინგლისური და რუსული ენებიდან ვთარგმნე. რამე პრობლემა გაქვს?. დისკუსიის ასე დაწყება მიგაჩნია შენ "დელიკატურად"? წესების შეხსენება ჩემთვის ცოტა არ იყოს სასაცილოა ადამიანისგან, რომელიც წერს: "ეს უბრალოდ სხვდასხვა ვარიანტებია და რომელს დავამკვიდრებთ, ჩვენზეა დამოკიდებული". თავდასხმაზე კი ასე გიპასუხებ: ან მე როდის დაგსხმივარ თავზე და ან შენ რატომ უნდა დამესხა? თუ სადმე შეცდომა დავუშვი მიმითიტე, დამიმტკიცე არგუმენტებით და თუ ეს დამაჯერებელი იქნება დაგეთანხმები და გავასწორებ. რატომ იღებ შენიშვნას (თუნდაც შეკითხვის სახით) თავდასხმად და პირად შეურაცხყოფად ნამდვილად ვერ გამიგია. --Ouzo განხილვაწვლილი 12:48, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
შენ ასეთ რამეს წერ ზემოთ "საიდან მოიტანეს არ ვიციო"... საინტერესოა, საიდან შემეძლო მოტანა? ჯიბიდან ამოვიღებდი თუ გაზეთში ამოვიკითხავდი? იმედია, ხვდები, რომ ასე არ წერენ ვიკიში? როდესაც გკითხე, რამე პრობლემა თუ გაქვს-მეთქი, გასაბრაზებლად არ მიკითხავს (არადა გამწარდი ძალიან), მე ეს შენივე ნაწერის ტონმა დამაწერინა "საიდან მოიტანეს არ ვიცი"... შთაბეჭდილება მრჩება, რომ შენ მართლაც "სადღაციდან მოგაქვს ხოლმე სტატიები". სხვადასხვა ვარიანტები და სადაო კი ბევრია ვიკიში და ვთანხმდებით ხოლმე როგორც წესი და საბოლოო ვარიანტს ვარქმევთ სათაურად. ეს ყველგან მიღებული ნორმაა. ქსეში თუ ჩაიხედავ, შვეციასაც ბევრგან ნახავ და სერბიასაც, მაგრამ ვიკიში სერბეთსა და შვედეთზე ვართ შეთანხმებულნი და ვწერთ კიდეც ასე. რაც შეეხება "უხეშად, უტაქტოდ და თავხედურად შემოჭრას, ეს ზოგადად შენი სტილია და არა ჩემი, მაგრამ ეს იქით იყოს. კიდევ ერთხელ გირჩევ (და სულ არ მაღელვებს, სასაცილოდ მიგაჩნია ჩემი რჩევა თუ აკადემიურად) გადახედე ვიკიპედიაში მოქმედებისა და შეთანხმების წესებს და ეს ველური გამოხტომები შეწყვიტე. პირადი წყენა კი ნამდვილად გემჩნევა. ცივი წყალიც არსებობს, რომ იცოდე...

ეცადე, ამის შემდეგ ჩემთან და ჩემს მიმართ ცოტა უფრო დელიკატური იყო, ანდაც საერთოდ შეიკავო საფუძველსმოკლებული აზრების გამოთქმისგან თავი, ნამდვილად არ მაინტერესებს შენი შეხედელებები. მოვრჩეთ ამაზე კამათს, უბრალოდ, ჩემთან უტიფარი და გაუზრდელი ტონი მისაღები არ არის და არც შენ გექნება რამე გამონაკლისის უფლება. კეთილი სურვილებით--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 13:02, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ზოგადად, ახალი ბერძნული ენის (ძველი და ბიზანტიური არ ვიცი) კითხვის წესების მიხედვით Σούδα იკითხება, როგორც სუდა — ყველა ენაზე ასეა, მათ შორის რუსულზეც (რომელიც სამაგალითო იყო ალბათ ქსე-ს შექმნისას). ასე რომ, ლევანის მიერ სტატიის ამ სათაურქვეშ დაწერა გასაგებია რატომაც მოხდა (ქსე-ს გარეშე ყველა ასე დაწერდა). მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ქსე, რომელსაც ვენდობით ცალკეული სიტყვების დაწერილობაში, თუმცა ხშირად არა შინაარსში. დაწერილობაშიც არის ზოგჯერ გამონაკლისები — სერბია და სლოვაკია, რომლებიც მაშინ მხოლოდ სახელმწიფოს შემადგენელი სუბიექტები იყვნენ, დღეს აღარც არსებობენ. დღეს არსებობე სულ სხვა ორგანიზაციები — სახელმწიფოები, რომელთაც ქვიათ სერბეთი და სკოვაკეთი. შეიძლება ითქვას, სერბია და სერბეთი სხვადასხვა რამაა, სხვადასხვა ორგანიზაციებია (ისევე, როგორც ბელარუსი და ბელორუსია). რაც ასე შეიცვალა, იმას, რა თქმა უნდა არა, მაგრამ რაც შეიცვალა, იმაში უნდა ვენდოთ ქსე-ს. ამ შემთხვევაში მგონი ქსე-ზე უფრო ახალი წყარო, რომელიც დაგვიდასტურებს "სუდას" ან "სვიდას" მართებულობა-მცდარობას, არ მოიპოვება. ასე რომ, უნდა დავუჯეროთ ქსე-ს. — დავით პასუხი 13:43, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
აჰა, გასაგებია: ბერძნული სტატია ამგვარად იწყება: Σούδα ή Σουίδα ... სუდა ანუ სუიდა. ეს სუიდა ქართულში შემოვიდა, როგორც სვიდა — და ალბათ შემოვიდა არა რუსულიდან, არამედ უფრო ადრე, მაშინ, როდესაც, ჩემი აზრით, ბიზანტიური ბერძნული ენა მეორე ფორმას (სუიდა) ანიჭებდა უპირატესობას. ამგვარად იხსნება ქართულის განსხვავება ყველა სხვაენოვანი ვიკიპედიის სტატიისაგან, თვითოონ ბერძნულისაგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ენციკლოპედიის ქართული დასახელება ალბათ შემოსულია არა ბერძნული ენიდან, არამედ ბიზანტიური ბერძნული ენიდან. მგონი ყველაფერი გასაგებია ახლა ვიღიმიდავით პასუხი 13:50, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მე სახელის მართლწერაზე არ მქონია კამათი და პრეტენზეიბი, პირიქით, თუკი ერთ კონკრეტულ აზრზე ვიქნებით და სახელთა უნიფიცირებას მოვახდენთ, ქსე-ზე იქნება, ქეგლი-ზე თუ თანამედროვე ორთოგრაფიულ ლექსიკონზე დაყრდნობით, მხოლოდ მოხარული თუ ვიქნები. უბრალოდ ტონი არ მომეწონა და გამოვხატე ჩემი აზრი. შეიძლება, მკვეთრად, მაგრამ ხანდახან ეს სიმკვეთრე აზრის სწორად მიწოდებისთვის უებარია. რაც შეეხება სლოვაკიას და სერბიას, დღეს სლოვაკეთი და სერბეთი იმიტომ კი არ ჰქვიათ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და წინათ სხვა სახელმწიფოთა ნაწილებს წარმოადგენდნენ, არამედ უფრო სწორი და ორგანული ქართულია და საბედნიეროდ 90-იანი წლების პრესამ დიდი გავლენა მოახდინა "უფრო ქართული" ფორმების დამკვიდრების საქმეში (ერთი კაი საქმე მაინც გააკეთა ჩვენმა მედიამ ;)) შენთან საკამათო არაფერი მაქვს, დათო, მაგრამ შენი არგუმენტი ამ შემთხვევაში უმართებულოა, რადგან შვედეთი ქსე-ს შექმნის პერიოდშიც დამოუკიდებელი იყო და არც დღევანდელობაში დაუკარგავს სუვერენიტეტი, მაგრამ შვეციად იხსენიებს ჩვენი საყვარელი ენციკლოპედია, ჩვენ კი შვედეთად ვწერთ, იმიტომ რომ, უფრო სწორია. არ გეგონოს, ენციკლოპედიას აუგად მოვიხსენიებდე, მართლა პატივს ვცემ ამ გამოცემას, ელემენტარულად სხვაც კი არ გაგვაჩნია, არც უკეთესი და არც უარესი, მაგრამ როდესაც ქსეში რაიმე უმართებულოდაა დაწერილი (მასაც ხომ ადამიანები წერდნენ, თან რუსულ ენციკლოპედიაზე დაყრდნობით, და არა "უშეცდომო არსებები"), ამდენად თუკი სწორი ფორმა "სუდაა" და ამას ბერძნული ენა გვიდასტურებს, რა საჭიროა ქსე-ში არსებული "სვიდა", უბრალოდ მაინტერსებს, საკამათოდ არ ვკითხულობ. გასაგებია, რომ ენციკლოპედიაა, მაგრამ შვედეთის შემთხვევაზე ხომ არ ვრცელდება ეგ წესი? მე სამწუხაროდ ბერძნული ენა არ ვიცი, არც ძველი და არც ახალი, მაგრამ შენივე არგუმენტიდან ჩანს, რომ სვ კომბინაცია არ იკითხება. ერთგან "სუდაა", მეორეგან "სუიდა", მაშ ეს სვ რაღა საჭიროა? ამას მხოლოდ მსჯელობისთვის ვკითხულობ. თუკი უფრო სწორად და მართებულად "სვიდას" მივიჩნევთ, დარჩეს, დიდმნიშვნელოვანი ჩემთვის ეს არ არის, მაგრამ ვისთვისაც მნიშვნელოვანია და თან კარგად იცის ბერძნული ორთოგრაფია, სასაცილონი არ გამოვჩნდეთ. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 14:46, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]


დათო, გმადლობ, რომ საქმიანად ჩაერიე. სწორედ ბიზანტიურიდან არის შემოსული და ძვ. ქართულად იქნებოდა სჳდა, რაც ბერძნული Σουΐδας-ის სრულიად ადეკვატური გადმოცემაა. ამიტომაც არის ქსე-ში სვიდა. თუ ახლა სწორად მახსოვს სჳდა - ამ ფორმით ექვთიმე მთაწმიდელს აქვს მოხსენიებული. მოვძებნი აუცილებლად და აქ მოვიტან ციტატას.
ლევან, შენთან რა პირადი წყენა უნდა მქონდეს არ მესმის, როცა მე ვწერდი სრულიად უწყინარ ფრაზას: "სუდა საიდან მოიტანეს არ ვიცი" (ციტატა მოვიტანე - რამე არის ამაში ცუდი?), ნანახიც კი არ მქონდა ვისი შემოტანილი იყო ეს სტატია, უფრო მეტიც, სანამ კამათში არ ჩაერიე მანამდე არც კი ვიცოდი. ასე რომ გთხოვ, დამშვიდდე - შენ არ ხარ ის პიროვნება, რომლისგანაც რამე მეწყინება. --Ouzo განხილვაწვლილი 15:03, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
სანამ დაწერდი, ჯობდა, გენახა. თანაც ენციკლოპედიაში სტატიები კი არ მოაქვთ, არამედ შემოაქვთ, შენ კი გიწერია მოიტანესო, მგონი, განსხვავება დიდია. ისე, არც შენ ხარ ჩემთვის ის პიროვნება, ვისგანაც რამე უნდა მეწყინოს და არც არაფერი მწყენია, ამიტომ შენთვის მორალური ზიანის მოტანა აზრად არ მქონია.
სულაც არ ვარ ვალდებული განხილვაში მონაწილეობის წინ ვნახო სტატია ვისი შემოტანილია, ჩემთვის მთავარი არის განხილვის საგანი და არა ის, ვინ შემოიტანა. სტატია თუ არ მოაქვთ, ციტატა ხომ მოაქვთ? ხომ ხვდები რომ სრულიად არასწორი ტონი აირჩიე კამათში ჩასართავად, მაგრამ გულს მაინც არ იტეხ. მორალური ზიანი? ... კარგად გულიანად გამაცინე. გმადლობ.

უფრო საგნობრივი რომ იყოს დისკუსია, სუდა\სვიდას დავუბრუნდეთ. თუკი ძველ ქართულში სჳდაა, ესე იგი, შესაძლოა, რომ სვიდა იყოს, რადგან ჳ ახალი ქართულით მეტწილად "ვ"-ა, მაგრამ რიგ შემთხვევებში "უ"-დაც გადმოაქვთ. იყოს სვიდა, მართლა არ მაქვს პრობლემა და შეგიძლია, დამატებითი წყაროებიც არ მოძებნო ჩემს გამო, თუკი ენციკლოპედიაში წერია, მივიღოთ, რა პრობლემაა, მაგრამ ალბათ არც შენ და არც სხვა არ დამიწყებს კამათს, რომ ენციკლოპედიაში ბევრი რამ მოძველებულია. დღესდღეისობით უამრავი ლიტერატურა გამოდის, მათ შორის, ისტორიულ-ეთნოგრაფიულიც (ნუ ვიმსჯელებთ ავკარგიანობაზე) და განსხვავებული ფორმებიც ხშირად გვხვდება. იქნებ "სუდაც" სადმე მოიპოვება, რაკი ყველა სხვა ენაზე ასე ყოფილა. მაგრამ "სვიდას" საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს. რაკი ქართულმა ისტორიოგრაფიამ ასეთი ფორმა შემოგვინახა, ესე იგი, ქართველი კაცის ყურს ასე უფრო მოსწონდა (ალბათ) და დავტოვოთ ჩვენც. ყველა ენაში არმენიაა, ქართულად კი სომხეთს ვუწოდებთ, ახლა სხვების გამო ხომ ვერ შევცვლით მეზობელი ქვეყნის სახელს. პატივისცემით --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 15:16, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

დათო, აბა ჯერჯერობით ეს ნახე. გარდა ამისა: გეორგიკა IV(2) - სვიდას ლექსიკონი.— Ouzo განხილვაწვლილი 15:28, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

შენთვის, როგორც ჩანს, კამათი ნეტარებაა, მიხარია, რომ გაგახარე და გულიანად გაცინე, მასე განაგრძე! თანაც კამათში არ ჩავრეულვარ, მეტისმეტი უნისონი იყო იმისთვის, რომ კამათი დავარქვათ. რაკი კითხულობდი, ვისი მოტანილიაო, გიპასუხე ჩემია-მეთქი, მაგრამ ძალიან გაწყენინე ჩემი პასუხით. ვწუხვარ ასე რომ გაჯავრდი, რომ მცოდნოდა რამე სხვას დავწერდი :))));) --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 15:40, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
კამათსა და ნეტარებაზე ზუსტად იგივეს ვფიქრობდი შენზე. თუ არ იქნება გამიზნულად მიმართული შეურაცხმყოფელი ქილიკი, არც არავინ გაჯავრდება, ამას რა ცოდნა უნდა. კარგი, მოდი დავივიწყოთ. მართლა არ მწყენია. მე თუ გაწყენინე რამე ბოდიშს გიხდი.--Ouzo განხილვაწვლილი 15:51, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
როგორ გეკადრება, შენგან რა უნდა მწყენოდა? მე ტონი არ მომეწონა და დავწერე კიდეც, მეტი არაფერი ;) მიზანმიმართულებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. მე როგორც წესი ვიკიპროექტებში არ ვერთვები, რაკი ენციკლოპედიებზე ვწერ ხოლმე სტატიებს, ვიფიქრე, ბერძნულსაც შევმატებ-მეთქი რაიმე საინტერესოს, მაგრამ ამხელა პოლემიკას თუ გამოიწვევდა, მართლა ვერ ვიფიქრებდი. თუმცა, კონსესუსს თუ მივაღწევთ, მართლა მიხარია. გარდა ამისა, ბევრ სტატიაში შევნიშნე "ხ"-ს გამოყენება, არადა, როგორც ვიცი, ბერძნული X ქართულად "ქ"-თი გადმოდის. იქნებ მაგასაც მივხედოთ, თუ გინდა ერთად, თუ გინდა, დონ კიხოტივით, მარტომ იბრძოლე, მთავარია, შედეგი იყოს დამაკმაყოფილებელი.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 16:02, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
კარგი რა, შეადარე ჩემი ნათქვამი და შენი რეაქციის ტონი ... ოკ, მოვრჩეთ. კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვარ.— Ouzo განხილვაწვლილი 16:11, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ჩემი ტონი მხოლოდ საპასუხო იყო, მეტი არაფერი ;) კეთილი, დავასრულოთ "პირადული კინკლაობა", კონსტრუქციული სჯა-ბაასი სჯობს, მაგრამ განსასჯელიც არაფერია, დარჩეს სვიდა. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, რაკი სტატია ჩემი შექმნილია, "შედარებით" მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ვიდრე რიგირითი ჩამსწორებელი. ქსეში ნაღდად არ მინახავს, ინგლისურ გვერდზე გადავაწყდი, თანაც სუდათი გავაკეთე სტატია და სვიდათი ვერც ვნახავდი, კარგია, რომ თქვენ მიაგენით ძველ ქართულ ფორმას და ჩაასწორეთ--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 16:20, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მგონი კონსენსუსი დიდი ხანია მიღწეულია ვიღიმი. ისეთი თემებისათვის, რომლებიც ორის მეტს არავის აინტერესებს, არსებობს სხვა გვერდები (თუნდაც ვიკიპედიაში), სკაიპი, ტელეფონი და ა. შ. ათასი საშუალება ვაპაჭუნებ. — დავით პასუხი 16:32, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მართალი ხარ დათო, ბოდიში. თუ თვლი, რომ კონსენსუსი მიღწეულია, ხომ არ ჯობია, რომ დავაარქივოთ?— Ouzo განხილვაწვლილი 17:30, 12 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
აქ რა მოსატანია, არ იფიქროთ დისკუსიის გაგრძელებას ვცდილობდე, მაგრამ ქსე-ზე გამახსენდა, აბა ჩახედეთ სტატია მდინარეს, სადაც მოცემულია მსოფლიოს უდიდეს მდინარეთა სია, რა უწერია გასწვრივ ფრჩხილებში მდინარე ორინოკოს. - ტომი მე-6, გვ. 530-531, თბილისი 1983 წ.მიხეილ (მომწერე) 20:09, 13 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]