განხილვა:სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (26 ივლისი, 2010).

სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

ავლაბრის რეზიდენცია, თუ პრეზიდენტის სასახლე?--დათო_დათო 17:37, 17 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ არის ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა „ნაციონალური სასახლე“ უწოდა, მაგრამ სანამ დაზუსტდება წყაროებით, მანამ ვიხმაროთ გავრცელებული სახელი. R. 17:39, 17 ივლისი 2009 (UTC)

პრეზიდენტის ვებ–გვერდზე პრეზიდენტის სასახლე წერია [1]--დათო_დათო 17:41, 17 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეგ ზოგადი მოხსენიებაა და არა ოფიციალური სახელი. საბოლოოდ რომ გაირკვევა, მერე გადავამისამართებთ. R. 18:01, 17 ივლისი 2009 (UTC)

ინფორმაცია პროექტზე[წყაროს რედაქტირება]

საინტერესო იქნება თუ არის ინფორმაცია ამ შენობის პროექტის შერჩევაზე, თუ იყო რაიმე კონკურსი, საზოგადოებრივი განხილვა, კომენტარები და ა.შ. ანუ საზოგადოების მონაწილეობა ამ პროცესში. ამ არქიტექტორის ვებგვერდზე საერთოდ რაიმე შენობის (ნებისმიერი) პროექტის ხსენება არაა. ძირითადად ავეჯს და ინტერიერს აკეთებს. - ალ-ო     @ 20:21, 17 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

აი აქ არის [2] მაგ არქიტექტორის რამდენიმე შენობა მათ შორის სასტუმრო „მედეა“ და შსს–ს ახალი შენობა, მაგრამ პრეზიდენტის რეზიდენციის ხსენებაც კი არ არისვიღიმი--დათო_დათო 20:55, 17 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კარგი, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია, საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია "public process"-ი, რომელიც საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებას უნდა სდევდეს თან. ანუ, უხეშად, როგორ გადაწყდა ამ კვერცხის დადგმა შუა ქალაქში. - ალ-ო     @ 21:30, 17 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მაგაზე მასალის მოძიება ნამდვილად არ გაჭირდება, გაზეთები აჭრელებული იყო ამ თემაზე სტატიებით თავის დროზე, თუნდაც ვალერი გელაშვილზე თავდასხმა, მისის სახლის გადახერხვა რეზიდენციის დაჩრდილვის გამო, დაფარული ბიუჯეტი და ა. შ. სათქმელი არქიტექტურის გარდა ბევრია. ვიღიმი R. 05:50, 18 ივლისი 2009 (UTC)

პოსტსკრიპტუმში ნათქვამი ინფორმაციით მშენებლობა $40 მილიონი დაჯდა. - ალ-ო     @ 09:20, 21 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჰო, ეს მეც მოვისმინე და ჩამატება მინდოდა, მაგრამ მერე ვეღარ მივაგენი წყაროს. :) R. 09:34, 21 ივლისი 2009 (UTC)

რას იტყვით ისტორიის ნაწილზე? ეკატერინე შარაშიძის ციტატა ხომ არ ამოვიღო? ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა, განსაკუთრებით შიდა ინტერიერი ვიღიმი. R. 16:31, 22 ივლისი 2009 (UTC)

შიდა ინტერიერზე მეტი ინფორმაცია არ არის? რჩეულებში გატანა შეიძლება ალბათ. - ალ-ო     @ 13:06, 11 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
ვეცდები რამე ვნახო კიდევ, თუმცა მეეჭვება. — Rastrelli F 13:28, 11 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ტექნიკური მხარე[წყაროს რედაქტირება]

პოზრუკა ვერ გავმართე, ეგებ დამეხმაროთ? R. 20:59, 22 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა, მადლობა დავით - [3]Rastrelli F 20:51, 23 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ისევ სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

მგონი დროა ეს სტატია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე გადავიტანოთ--დათო1010 21:31, 30 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

აბა რა ხდება არ გადავიტანოთ?--დათო1010 19:41, 13 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მართალია, ვიკიპედიაში ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევცვალოთ დასახელებები - ვთქვათ დღეს არა, ათწლეულების მერე ავლაბრიდან სხვაგან გადავა, ვინ იცის. სჯობს ნამდვილად გადავიტანოთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:43, 13 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
გადავიდა--დათო1010 07:50, 14 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]