განხილვა:საწვავის დამპინგი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

de:Fuel Dumping (deutsch: Treibstoffablassen) - საწვავის გა[მო]შვება. მაინტერესებს რამდენად იხმარება ქართულ-ინგლისური. ჩემი აზრით ჯობია ისე დაიწეროს როგორც გერმანულში. ინგლისურად - განმარტება ქართულად. --ცანგალა () 21:33, 14 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

საერთაშორისო ტერმინია და ყველა ენაზე ინგლისური სიტყვებით იწერება. მე მგონი საერთოდ საწვავიც ინგლისური სიტყვით უნდა იყოს (გერმანულშიც ინგლისურია). ა.
უი, ანუ ვერ წავიკითხე შენ რა იგულისხმე... "ფიუელ დამპინგი" დავწეროთ? ა.

ხო, ოღონდ ძირითადი სტატიის სათაური ლათინურად იყოს. გადამისამართება "ფიუელ დამპინგი"-დან, ხოლო სტატიაში ქართული განმარტება. ისე გერმანულში Treibstoffablassen-დან არის გადამისამართება Fuel Dumping-ზე. ეს ვარიანტიც შეიძლება გაკეთდეს ქართულში. Fuel Dumping (ქართ. საწვავის გა[მო]შვება).--ცანგალა () 09:54, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) — ვეთანხმები ცანგალას მოსაზრებას. თან რამდენადაც ვიცი, ცალკე სიტყვა დამპინგს (დამფინგი — ეს უფრო სწორად მიმაჩნია), რომელიც როგორც საერთაშორო ტერმინი გამოიყენება, სხვა დატვირთვა აქვს და ეს ტერმინი იხმარება საერთაშორისო ბიზნესსა და ეკონომიკაში. იხ. en:Dumping (pricing policy) -- მერო     10:08, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური დამპინგი და არა დამფინგი. --ცანგალა () 10:14, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

დამპინგი მარტო ეკონომიკაში არ გამოიყენება. გადატანამდე გავარკვიოთ იაპონელებს რა უწერიათ არალათინურად სათაურში. ა.

ja:燃料投棄 — იაპონურზე გადათარგმნილია, 燃料 „საწვავი“ და 投棄 „გადაგდება“. პორტუგალიელებიც თარგმნიან. - Island 09:08, 16 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

ოო, საკითხი გართულდა ვაპაჭუნებ. ყოველშემთხვევაში ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სათაური ნამდვილად არ უნდა იყოს. ან ქართული ან ინგლისური (როგორც ზევით ავღნიშნე). საქართველოში როგორ არის მიღებული? ცანგალა () 09:49, 16 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

დამპინგი ნეოლოგიზმია და რამდენიმე ტექნიკურ ტერმინშია გამოყენებული ქართულშიც, ამიტომ თარგმანი ინგლისურ-ქართული არ გამოდის. თუმცა მაინც გასარკვევია ქართულად ამას ზუსტად რას უწოდებენ (ან რუსულად მაინც). ა.

გატყორცვნა ან რამე ამდაგვარი ხომ არ იქნება :P. R`Z` 16:16, 17 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]


ru:Демпинг ე. ი. რუსული ვიკიპედიიდან გამომდინარე რუსულად დემპინგია და არა დამპინგი. ინტერნეტში ვეძებდი ერთად демпинг топлива - არ შემხვდა, უფრო сброс топлива (выбрасывании топлива) შემხვდა. სხვებმაც გადახედონ. ნეოლოგიზმი - გასაგებია. მაგრამ უფრო წარმომიდგენია „ფიუელ დამპინგი“ და არა „საწვავის დამპინგი“. ბევრი შეიძლება ვიმკითხაოდ, დისკუსია გვქონდეს. მე პირადად მომხრე ვარ როგორც გერმანულ ვიკიპედიაში ისე, რომ გაკეთდეს (დროებით მაინც). აქვე კითხვა ქართულად დამპინგია თუ დემპინგი როგორც რუსულში? ამიტომ სხვა ენებში (იაპონური, რუსული) ძიებას ახალი კითხვები მოჰყვება. ფაქტიურად იაპონური, გერმანული, პორტუგალიური და თუნდაც რუსულიც (მართალია ინფორმაცია დაზუსტებული არ მაქვს) უფრო თარგმანისკენ მივყავართ, ოღონდ პარალელურად ინგლ. საერთაშორისო ტერმინიც რჩება. იაპონელმა და ქართველმა ერთმანეთს რომ გაუგონ იხმარენ Fuel Dumping, მაგრამ თავის ქვეყანაში იაპონელებს ნათარგმნია აქვთ, აგრეთვე გერმანელებსა და პორტუგალიელებსაც, იქნებ ქართველებიც ასევე ხმარობენ.ცანგალა () 18:04, 17 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]