განხილვა:საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამას პირდაპირ გადავამისამართებდი, მაგრამ სწორი სათაურის შერჩევა მიჭირს. პირველი სიტყვა რა თქმა უნდა, უნდა იყოს საქართველოს. მერე, ძვ. წ. VI ცალ–ცალკე უნდა ეწეროს და არა ერთად. და ბოლოს, ტირე სწორია? -, – თუ —? სამივე სხვადასხვაა. ნუ უგულებელჰყოფთ ამას! ყურადღება მოაქციეთ ამ განხილვის გვერდს. — დათო პასუხი 16:39, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, ნურავინ გადაამისამართებთ, სანამ საბოლოოდ სწორ სათაურს არ დავადგენთ. ყურადღება მიაქციეთ ასევე ტირეებს ამ სტატიებშიც: საქართველოს ისტორია IX-X საუკუნეებში, საქართველოს ისტორია XII -XIII საუკუნეებში და საქართველოს ისტორია X - XI საუკუნეებშიდათო პასუხი 16:43, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]
მაქვს კითხვა პერიოდებად დაიყოს საქართველოს ისტორია თუ საუკუნეებად? მაგ. საქართველოს ძველი ისტორია, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია (ქვეთავები - ადრეული, განვითარებული, გვიანდელი), საქართველოს ახალი ისტორია, საქართველოს უახლესი ისტორია. როგორც ვიცი ინფორმაციით საქართველოში მეცნიერებები ვერ თანხმდებიან რომელ პერიოდში რომელი საუკუნეები შევიდეს. სხვა სახელმწიფოების ისტორიის დაყოფა მაგალითად არ გამოდგება.— ცანგალა () 19:54, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად ასეთი დაყოფის მომხრე არ ვარ, როგორიც ეხლაა. თავიდან როდესაც ამ სტატიას ვწერდი სულ სხვა გეგმა მქონდა. მგონი უმჯობესი საქართველოს ისტორიის სტატიები დაიყოს პერიოდულად ასე მაგალითად საქართველოს ანტიკური ისტორია, საქართველო შუა საუკუნეებში და ასე მსგავსად. რაც შეეხება ძვ.წ.VI-ახ.წ.III საუკუნეებში ასეთი დაყოფა არსად არაა მიღებული , ეს პერიოდი ჩვეულებრივად ანტიკურ ისტორიას მიეკუთვნება. — დეპრესია () 20:05, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე წინააღმდეგი ვარ ზემოთ ნახსენები დაყოფისა, რადგან ქართული ისტორიოგრაფია დიდი ხანია აღარ ყოფს ასე საქართველოს ისტორიას საბჭოური პერიოდიზაციით. — ჯაბა ლაბაძე () 20:10, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

თავდაპირველად როდესაც მე ვწერდი საქართველოს ისტორიაზე სტატიას მაშინ ერთ-ერთ ქვეგანყოფილებად შევქმენი საქართვეოს ისტორია ძვ.წ.VI-ახ.წ.III საუკუნეებში, ეს პერიოდი მართლაც და მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც დამოუკიდებელ სტატიისთვის ჩემი აზრით არ არის მისაღები რადგანაც მე პირადად არსად არ მინახავს საქართველოს ისტორიაში ასეთი პერიოდი.— დეპრესია () 20:17, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად რომ საბჭოური ენციკლოპედიაში წერია საუკუნეებად. და თუნდაც საბჭოური იყოს, თუ მეცნიერები ასე მიიჩნევენ უნდა იყოს როგორც ისინი მიიჩნევენ. საინტერესოა შენ როგორ ასწავლი სკოლაში საუკუნეებად? და ეს საუკუნეები როგორ არის დაყოფილი? ყველა ცალ-ცალკე? რომელ სახელმძღვანელოს მიხედვით? ვინ არის ავტორი: შენ ხომ ისტორიკოსი ხარ. დაგვიწერე ყველაფერი და აგვიხსენი. ჩვენ კი წავიკითხავთ, ვიკითხავთ სხვებთანაც და აზრსაც მოგაწვდით.— ცანგალა () 20:21, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]
პასუხი ნიკას: საქართველო ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულიდან ახ. წ. IV საუკუნემდე გვ. 49, თბ., 1981 ცალკე ტომი საქართველოს სსრ.— ცანგალა () 20:23, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე რას ვასწავლი შენი საქმე არაა და ნუ ეჩრები ყველა სფეროში. მიხედე შენს ბიოლოგიას და გადააკოპირე სტატიები ქსე–დან. აქაც შეგახსენებ ციტატას, ალოს ნათქვამს.

ვიკიციტატა
„«ცანგალა: გაუთავებლად ზუსტად ერთი და იგივეს გამეორებას დისკუსია არ ქვია. შენგან ასეთი კომენტარი მიუღებელია. თან კიდევ ცოტა უფრო უნდა დაუფიქრდე რა მაგალითი მოგყავს. არ არის საჭირო განხილვის გვერდების უაზრო პოლემიკით გავსება.»“

ჯაბა ლაბაძე () 20:32, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ხო მართლა დამავიწყდა რომელი წიგნით ვასწავლი. საქართველოს ისტორია თბ. 2008 წელი — ჯაბა ლაბაძე () 20:33, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მივესალმები. უკვე ალოს ციტატებს იყენებ? წესით თარიღიც უნდა მიუთითო. ეტყობა შენსას ვეღარ ახერხებ. შენ ჩემგან არ ისწავლე კოპირება? რომელი ერთი სტატია მიგითითო. საქართველოს ისტორიას კი ავტორი უნდა ჰყავდეს. სიტყვა „ეჩრები“ კი სკოლის პედაგოგი არ უნდა იყენებდეს. რა მაგალითის მიმცემია მომავალი თაობისთვის? ხოლო რაც შეეხება ჩემს კოპირებას აუცილებლად გავაგრძელებ. გულს არ დაგწყვიტავ. ვიღიმი ცანგალა () 21:29, 20 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

აი ცანგალიზმების კიდევ ერთი გამოვლნება (ცანგალიზმი – ყოვლად უაზრო გამონათქვამი). შენ აძლევ კარგ მაგალითს სხვებს? დიახ ალოს ციტატებს გამოვიყენებ თუ დამჭირდა. ის შენი უაზრო ნაწერებისგან განსხვავებით ბევრად რეალურ რაღაცეებზე წერს. თან ისე სწრაფად დაარქივე ეგ სიტყვები რომ გინდოდა არავის ენახა. თარიღი გაინტერესებს? გადადი შენი განხილვის მე–14 არქივზე ა სულ ბოლო კომენტარი ნახე. ან რა მნიშვნელობა აქვს თარიღს მთავარი იმაშია რომ ყველგან უაზრო პოლემიკას მართავ. და კიდევ ერთი, კატეგორიულად გაფრთხილებ ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას ნუ ეხები. შენს თავს მიხედე. ჯობია შენი კომუნისტური წარსული გამოქექო, რადგან მანდ უფრო ბევრ ხელმოსაკიდებს ნახავ რაიმეს. ცნობისათვის მე 2003 წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მაქვს და ამას უბრალოდ ლამაზი თვალების გულისთვის არავინ არ მომცემდა. ეს ჩემი შრომისა და ავტორიტეტის დამსახურებაა. უფრო დაწვრილებით კიდევ თუ გაინტერესებს მოგაწვდი ჩემს სიგელებსა და წარმატებების აღმნიშვნელ სხვა დამადასტურებელ ცნობებს (უი მართლა აბა google-ში ჩაწერე ჯაბა ლაბაძე იქნებ რაიმე საინტერესო ნახო). კიდევ ერთხელ გირჩევ: მიხედე იმ სფეროს რომელშიც კომპეტენტური ხარ. მე მუსიკის სფეროდან შორსა ვარ და ხედავ კიდეც საერთოდ ახლოს რომ არ ვეკარები. ავტორებს რაც შეეხება: შეგახსენებ შეიძლება დაგავიწყდა ზოგჯერ სახელმძღვანელოებს ავტორთა ჯგუფი ჰყავს და არა კონკრეტული ავტორები. ისე ამ წიგნში შეტანილია მარიამ ლორთქიფანიძის, გიორგი მელიქიშვილის, როინ მეტრეველის და სხვათა შრომები. და კიდევ ერთხელ გიმეორებ: შ ე მ ე შ ვ იჯაბა ლაბაძე () 05:48, 21 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე როგორც ვიცი, საქართველოში შუა საუკუნეების დასაწყისად ითვლება ქრისტიანობის მიღების წელი (IV საუკუნე), მანამდე ალბათ იყო ძველი ისტორია. როდის დამთავრდა საქართველოში შუა საუკუნეები არ ვიცი, მაგრამ ალბათ XV საუკუნემდე გრძელდებოდა (როგორც დანარჩენ სამყაროში, თუმცა ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება XI საუკუნეშივე დამთავრდა, 1054 წელს, ქრისტიანობის გაყოფის შემდეგ). თუ ჩავთვლით, რომ საქართველოში IV საუკუნიდან იწყება შუა საუკუნეები, მაშინ ეს სტატია მოიცავს საქართველოს ანტიკურ ისტორიას. მე პერიოდებად დაყოფის მომხრე ვარ საერთოდ. პ. ს. ჯაბა, როგორც ისტორიკოსს, გთხოვ საქართველოს ისტორია რომელ პერიოდებად იყოფა და ამ პერიოდების საზღვრებიც დაგვიწერო (თუკი ეს დაყოფა არსებობს). — დათო პასუხი 07:23, 21 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

რა ვქნათ? ნუ მიატოვეთ ეს განხილვა. ამ გვერდის სათაურის ასე საშინელ მდგომარეობაში ადტოვება არ შეიძლება... მე მომხრე ვარ, რომ დაიყოს პერიოდებად. პერიოდებით დასაყოფად გვჭირდება ზღვრები: საიდან დაიწყო და სად დამთავრდა პერიოდი. ვთხოვ ყველა ისტორიკოსსა და ისტორიაში ჩახედულს, გვითხრას, როგორაა მიღებული საქართველოს ისტორიის პერიოდებად დაყოფა. გადახედეთ სტატიას შუა საუკუნეები. P. S. ახალი ქვეთავი გავხსენი, რათა აქედან აღარ გადაუხვიოს არავინ თემას. — დათო პასუხი 10:09, 25 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მეც მომხმრე ვარ, რომ პერიოდებად დაიყოს. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ მეცნიერთა ორი ჯგუფი არსებობს, რომლებიც ვერ თანხმდებიან თუ პერიდები როგორ დაიყოს ე. ი. რომელ საუკუნიდან რომელ საუკუნემდე. აქედან გამომდინარე უნდა დაიწეროს ალბათ ორივე მოსაზრება.— ცანგალა () 15:11, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ისტორიას მართლაც გარკბვულ პერიოდებამდე ყოფენ. 1. ლეონტი მროველის აზრით საქართველოს ისტორია იყოფა ორ პერიოდად მეფობის ხანამდე და მეფობის ხანად. ლეონტი მროველის აზრს მართლც ბევრი ისტორიკოს იზიარებს . მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრებაც მისი აზრით საქართველოს ისტორია ორ პერიოდად იყოფა - ფარნავაზიდან 1469 წლამდე და ერთიანი საქართველოს დაშლის შემდგომი ისტორია. საქართველოს პერიოდიზაციას ძირითადად ევროპული ტრადიციის მიხედვით აყენებს სულხან ბარათაშვილი, ბარათაშვილმა ისტორია 3 პერიოდად დაყო: ძველი, შუა და ახალი ისტორია, მისი აზრით ძველი ისტორა IV საუკუნეში მთავრდება, და უკვე აქედან იწყება შუა საუკუნეების ისტორია , ხოლო შუა საუკუნეების დასასრულად სულხანმა XV საუკუნე მიიჩნია . საბჭოთა პერიოდში უკვე ახალი პერიოდიზაცია იქნა მიღებული ძველ ისტორიასა და შუა საუკუნეების ისტორიას შორის მიჯნად აღებული იქნა ფეოდალიზმის ჩასახვა ანუ ეგრეთ წოდებული "ფეოდალური რევოლუცია", ხოლო რაც შეეხება საქართველოს უახლეს პერიოდიზაციას ეს საბჭოური მოსაზრებით 1921 წლიდან ანუ გასაბჭოებიდან იწყება . ეს არის ძირითადი პერიოდიზაცია რაც მიღებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში — Revolution 9 () 15:36, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

არსებობს ამგვარი დაყოფაც (დაყოფა ახლებური ტერმინები იგივე):

  1. საქართველოს ძველი ისტორია: უძველესი დროიდან საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდე (IV საუკუნის I ნახევარი)
  2. საქართველოს შუა საუკუნეები: ქრისტიანობის გავრცელებიდან საქართველოს სამეფო სამთავროებად დაშლამდე (XV საუკუნის მეორე ნახევარი)
  3. საქართველოს ახალი ისტორია: საქართველოს სამეფო სამთავროებად დაშლიდან 1918 წლამდე
  4. საქართველოს უახლესი ისტორია: 1918 წლიდან დღემდე.

მაპატიეთ ლიტერატურას ახლა ვერ მიგითითებთ გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ მენდეთ ტყუილს არ ვიძახი. — ჯაბა ლაბაძე () 17:24, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

P. S. აქვე მინდოდა მეთქვა, რომ ეს ფქტიურად ნიკას კომენტარს ეთანხმება. — ჯაბა ლაბაძე () 17:35, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა წიგნისა და ავტორის (ან სარედაქციო კოლოეგიის) მითითება, სადაც წერია მხოლოდ სიტყვა „დაყოფა“ და არა „პერიოდი“, რადგან როგორც ვხედავთ სკოლებში (თანამედროვე და არასაბჭოურ სკოლებში) კვლავაც "პერიოდებად" ისწავლება. ტყუილს არცერთი მომხმარებელი არ ვამბობთ. ყველა ვცდილობთ საკუთარი აზრის გამოხატავს და დასაბუთებას სხვადასხვა წყაროების მიხედვით.ცანგალა () 20:57, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი აქ ტერმინებზე დაყოფა და პერიოდი მსჯელობა უაზრობაა. საქმის არსს გადავუხვევთ. — ჯაბა ლაბაძე () 05:31, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, რადგან სიტყვა „პერიოდი“ ამჟამადაც იხმარება. მაგ. „საქართველოს ისტორიის რომელი პერიოდი ისწავლეთ?“ და არა „საქართველოს ისტორიის რომელი დაყოფა ისწავლეთ?“ ვეცდები დავუკავშირდე სპეციალისტებს და ვიკითხო პერიოდების დაყოფა, რადგან როგორც ზემოდ ავღნიშნე არსებობს ორი ვარიანტი პერიოდებად დაყოფა.ცანგალა () 11:43, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

თან მე აქ პერიოდებად დაყოფა ვიგულისხმე. — ჯაბა ლაბაძე () 11:45, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]


აფერუმ! შესანიშნავი სახელი დაგიტოვებიათ. რათქმაუნდა რამე უნდა მოფიქრდეს. სტატია მოძებნადი რომ უნდა იყოს მაგას თქმა უნდა? უნდა გადავიტანოთ რაღაც ასეთზე: უძველესი ისტორია. ან მეოთხე და მესამე ათასწლეულს რაც ჰქვია იმაზე(მემგონი ბრინჯაო ჰქვია).— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 16:38, 8 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]