განხილვა:საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაშინ ეს უფრო სწორი იქნება თუ დავარქმევთ "საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრები"(საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ) Chano 17:10, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ნუ, თუ მაგ თემას შევხედავთ კი, ეგრეც გამართულია, თუ გინდა დაარქვი, მე უბრალოდ იმიტომ გადავარქვი რომ არაგამართულად ჩანდა რაც იყო თავიდან. გავიგოთ ოფიციალურად რა ჰქვია და ის დავარქვათ. ინტერნეტში ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე დამადასტურებელი ინფორმაცია. GioMac 17:13, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]
სიტყვა "რაგბი"-ს შეკვეცა როგორც ზემოთ სათაურშია ყურს ეხამუშება, მგონი არ უნდა იკვეცებოდეს (შესამოწმებელია). უფრო გამართული სათაური იქნება "საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები". საინტერესოა თვით ნაკრებს როგორ აქვს დარეგისტრირებული საკუთარი სახელი? აქაც ალბათ ასევე უნდა იყოს. - ალ-ო () 17:32, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]
არც ეგ არ არის სწორი, მანდ ”საქართველოს რაგბი” ჩანს, ეგრე რომ სკოლაში დამეწერა ქართულის მასწავლებელი კედელზე გამაკრავდა, ბავშვობიდან მაქვს ”წიკი” ასეთ წინადადებებზე :D GioMac 17:34, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ხო,გარკვევა უნდა სახელს აუცილებლად. linguistus ვკითხოთ?,რას შემოგვთავაზებს.Chano 17:52, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

(ეს მომხმარებელი განხილვა:Chano-შიც დავწერე, აქაც ინფორმაციისთვის.) გუნდს ოფიციალურად რა ჰქვია, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მაგალითად ამ გვერდზე [1] მოხსენიებულია, როგორც "საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები". - Island 18:47, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად,მეც ეგ სახელი მიმაჩნდა მართებული,მაგრამ სამწუხაროდ ყურადღება არ მივაქციე.მეც "საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები" ვემხრობი.Chano 19:04, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ყველა საინფორმაციო წყაროში მოხსენიებულია როგორც ”საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები”. სხვა ვარიანტები ინფორმაციის საშუალებებში ვერ ვიპოვე. ა.გ. ”საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები” უნდა იყოს. http://www.google.com/search?client=opera&rls=en&q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90+%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&sourceid=opera&ie=utf-8&oe=utf-8 GioMac 06:04, 27 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ხო,მეც მასე ვფიქრობ.Chano 09:12, 27 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

კარგია, რომ შევთანხმდით. სტატია გადატანილია. - Island 09:32, 27 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

რაგბის კავშირი და რაგბის ლიგა[წყაროს რედაქტირება]

ეს ერთიდაიგივეა თუ ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა? იხ. საქართველოს ეროვნული რაგბის ლიგის გუნდი. - ალ-ო     @ 19:50, 22 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

არა სხვადასხვაა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები არის მთავარი ნაკრები, არის კიდევ რაგბი ლიგა (იგივე 13 კაცა რაგბი) და შვიდკაცა რაგბი.--დათო_დათო 20:02, 22 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. ა.