განხილვა:საქართველოს კომპანიები და ორგანიზაციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Untitled[წყაროს რედაქტირება]

კომპანია/ორგანიზაციების ვებ-გვერდები უმჯობესია თავად ამ ორგანიზაციების სტატიებში განთავსდეს. Alsandro 15:19, 21 აპრილი 2006 (UTC)

  • OK. მაგრამ იმ ორგანიზაციების გვერდები რომ გაჩნდეს, აუცილებელია მათი პროვოცირება, თუ გნებავთ მოწვევა. ეს ითხოვს ერთგვარ ლიბერალიზმს ახალი ჩანაწერების მიმართ. ჩემამდე არ დადის ეს ფრაზა, რომელიც ხშირად ჟღერს ქართულ ტელევიზიაში >> ”რეკლამაში არ ჩაგვითვალონ”-ო ამბობებნ, როდესაც ლაპარაკობენ სოციალურად მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზე. საიდან მოდის ეს კომპლექსი არ მესმის. ვზივართ ამ პროვინციაში, დანგრეული ეკონომიკით და ვშიშობთ ”რეკლამაში არ ჩაგვითვალონ!”, მიტუმეტეს მაკვირვებს ეს, როდესაც საკმე ეხება სიკიპედიას, აქ მაინც ხომ არ დაგვზდევს საგადასახადო, რომ რეკლამა დაგვიბეგროს?

რეკლამა გვინდა და კიდევ უფრო მეტი, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ... აბა რა ვწეროთ ”საქართველო”-ს ვიკი-ფურცელში, რომ შევარდნაძე "ჩამოვაგდეთ", დიდი რამე რომ ”ჩამოაგდეთ”, მე მაგალითად მას არ ვიცავ, მაგრამ რომ ”ავაგდეთ” და მერე ”ჩამოვაგდეთ” ამისი მრცხვენია, ამით ვერ ვიამაყებ და ეს არ არის საქართველოს სახე; რომ ჯაბა ხუნტაა, რომ რუსები გვიშლიან ცხოვრებას, ჩვენს ღვინოს და წყალს რომ არ სვავენ (მსოფლიო სავბაჭრო ორგანიზაციაში არ შევუშვით და იმიტომ გააკეთეს ეს, რომ შესულიყვნენ, ამის უფლება არ ექნებოდათ, მაგრამ ამაზე ერთ სიტყვას ვერ გაიგებთ ჩვენს დაჩოქებულ ტელევიზიაში და მედიაში) და კონფლიქტები უხვად გვაქვს?, მარტო ეს ვწეროთ? თუ ვწეროთ ეკონომიკაზე, ბიზნესზე, ჩვენს სახელოვან კომპანიებზე (რომ ისისნი უფრო სახელოვანნი გახდნენ მთელ მსოფლიოში). მაშ ასე, ილია კადრულობდა და ქართულ საბანკო (სამევახშეო) სისტემის სამომავლო გეგმებზე წერდა (მანამდე პეტერბურგში იყო წასული ეტლით რომ საადგილ-მამულო სათავად-აზნაურო ბანკის ლიცენზია მიეღო). ვიკიპედიას, მიტუმეტეს ამ ეტაპზე მეტი ლიბერალიზმი ჭირდება, თორემ ვიჯდებით ასე სამი-ოთხი პირი და ... Dobo 15:31, 21 აპრილი 2006 (UTC)

  • ნახეთ ამერიკა როგორ ამაყობს თავისი ტრანსნაციონალური და სხვა სახელოვანი ბრენდებით.

0-9 -ში სხვათაშორის პირველ ათეულს ვითვალისწინებთ და არეა საცნობარო სამსახურს (ნახეთ ინგლისურში amerika)

შენი წუხილი სავსებით გასაგებია, მაგრამ ვიკიპედიაში ამის ადგილი სამწუხაროდ არ არის. ჩემი სტატიების თემები თუ გაინტერესებს იხ. ჩემი გვერდი: Alsandro (პოლიტიკური თემები ჩემს ინტერესთა სფეროში არ შედის, თუმცა დროდადრო მიწევს ზოგიერთის მიერ დაწერილი პოლიტ. სტატიების გაენციკლოპედიურება). ეს ენციკლოპედიია და არა საცნობარო კატალოგი, სადაც ალაგ-ალაგ რეკლამების ჩართვა შეიძლება. აქ ფაქტები იწერება და არა მოსაზრებები. ეს კონვენცია ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. Alsandro 15:59, 21 აპრილი 2006 (UTC)
  • მიპასუხე მარტივ კითხვაზე: ის რომ თი-ბი-სი ბანკი არსებობს და მას აქვს ბევრი მილიონი და გავლენა საქართვლოს ეკონომიკაზე და ა.შ. არის შენი ენციკლოპედიური ფაქტი თუ არა (ნეტავი ვიცოდე ასე მკაცრად როგორ ყოფ საცნობარო და ენციკლოპედიურ ინფორმაციას, რაიმე სჰენი ფორმულა ტუ გაქვს, გაგვიზიარე). ინგლისური (ანუ ფაქტიურად საერთაშორისო) შენ ალბათ ჩემზე უფრო იცი, იქ ამ მხრივ თავს არ იჩენენ - უფრო ტექსტების შეყვანით და მოგროვებით არიან დაკავებული, ვიდრე მათი წაშლით (საშლელით). ვაზს პირველ წელს მემგონი არ სხლავენ (კახელი თუ ხარ უფრო ზუსტად გეცდინება).
    • ამ სტატიას ვუყრით კენჭს, წაიშალოს თუ არა. ვეთანხმები ალსანდროს, რომ ეს ეს ენციკლოპედიია და არა საცნობარო კატალოგი. ძალიან ცუდი, რომ ქართული საზოგადოება, ამას ჯერ ვერ ანსხვავებს. მიკვირს შენგან Dobo. მე პირადად მომხრე ვარ რომ ასეთი სარეკლამო გვერდები წაიშალოს.

Symbol support vote.svg (მომხრე)Zangala 22:09, 8 ნოემბერი 2006 (UTC)

  • Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური) ვერ მივხვდი ეს სტატია ცნობარის როლს უნდა ასრულებდეს თუ?--ტრულალა () 02:18, 9 ნოემბერი 2006 (UTC)
  • გამოკითხვებში დიდად არ ვერთვები ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც გამოვთქვამ ჩემს აზრს. თავად სტატია ძალიან საინტერესოა და სარეკლამოს ვერაფერს ვხედავ. მე პირადად მომხრე ვარ რომ დარჩეს. მაგრამ თუკი ეს ვიკის წესებს ეწინააღმდეგება მაშინ შეიქმნას უბრალოდ კატეგორია "საქართველოს კომპანიები და ორგანიზაციები", რომელშიც შევა ეს სტატიები. თუ კატალოგის არსებობა არაა გამართლებული მაშინ რატომ არსებობს ისეთი კატეგორიები როგორიცაა, მაგალითად, "მწერლები"? ესეც ხომ თავისებურად კატალოგია? ასეა თუ ისე ამ სტატიის ასე პირდაპირ გაუქმება არა მგონია გამართლებული იყოს. რაღაც ფორმით უნდა შენარჩუნდეს. - ნათია.
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) - ჩემი აზრით, ეს სია რეკლამას არ წარმოადგენს; უბრალოდ ფაქტს აღწერს, რა კომპანიები არსებობს საქართველოში. ამიტომ დარჩეს. მსგავსი სიაა, მაგალითად en:List of Belgian companies. - Island 11:19, 9 ნოემბერი 2006 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) - არ უნდა წაიშალოს. აქ პირველ რიგში ის კომპანიები ჩაიწეროს, რომლების შესახებ ინფორმაცია, ქართულ ვიკიპედიაშიც არის ასახული. Dobo განხილვაწვლილი 13:05, 26 დეკემბერი 2010 (UTC)