განხილვა:საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი ტექსტი და ძველი ავტორები რატომ დაიკარგა სულ? - ალ-ო     @ 06:40, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა - კარგი იქნება თუ მრავალმნიშვნელოვანი გვერდი შეიქმნება. საქართველოს ისტორია მთლიანად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო. ამ სტატიას კი სხვა სათაური სჭირდება --ბრუტ () 06:46, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გადამისამართება გავუკეთე და არ ვიცი. რაც შეეხება სათაურს, სხვა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში ვერ ვიხსენებ. --გრიგოლ 06:51, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
რომელი ერთი ჩამოვთვალო, მეცხრამეტე საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა(ები), 1917-18 ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და სხვა მრავალი --ბრუტ () 07:06, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მრავალმნიშვნელოვნების გვერდის ნაცვლად ქვესექციებად უნდა დაიყოს სტატია პერიოდების მიხედვით და იქ ბმულები ჩაჯდეს ძირითად სტატიებზე. - ალ-ო     @ 07:08, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მე-19 საუკუნეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა არ ყოფილა (ჩემი აზრით). 1917-1918 წლებშიც ასევე. ეს ძალიან საკამათო საკითხია. --გრიგოლ 07:21, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ილია ჭავჭავაძე იმ პერიოდის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მოიაზრება... - ალ-ო     @ 07:34, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
და მოძრაობის არსი გამოიხატებოდა? ასეთი აზრი მაქვს 1. 6 სექტემბერს თუ ვიკრიბებით, ვიმსჯელოთ და რაღაც აზრამდე ერთად მივიდეთ ან 2. ჩენი არგუმენტები დავასაბუთოთ, აქ მივუთითოთ და მერე კენჭი ვყაროთ. ან ორივე ერთად --გრიგოლ 07:41, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ილია ჭავჭავაძე იმ პერიოდის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მოიაზრება, ისევე როგორც ნოე ჟორდანია მოიხსენიება მეოცე საუკუნის დასაწყისის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელად --ბრუტ () 07:59, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ნოე ჟორდანია სოციალ-დემოკრატი იყო და შორს იდა ნაციონალიზმისგან. მით უმეტეს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბძოლა არ უწარმოებია. 1918 წელს ის ამიერკავკასიის ფედერაციის წევრი იყო და მისი დაშლის შემდეგ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მე-19 საუკუნეში იყო მოძრაობები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის, ქართულ ენაზე სწავლებისთვის, ერობების შემოღებისთვის (ნინო ნიკოლაძე), მაგრამ საქართველოს გამოყოფა რუსეთისგან არასდროს იდგა დღის წესრიგში. ეს რაც შეეხება განმათავისუფლებელ მოძრაობას. რაც შეეხება ეროვნულს - ერის ის გაგება, რასაც ჩვენ ვიყენებთ, ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ასე რომ მანამდე სიტყვა ეროვნული მოძრაობის გამოყენება საკმარისზე მეტად პირობითია. --გრიგოლ 08:19, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვერ დაგეთანხმები, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან მათი ლიდერების პოლიტიკურ მრწამს არავითარი კავშირი არა აქვს (ვთქვათ ნოე ჟორდანიას ნუ ჩავთვლით მათში), ფაქტია, რომ ეს ადამიანები საქართველოს გათავისუფლებისათვის იბრძოდნენ და მეორე საკითხია ახერხებდნენ ამას ისინი თუ არა. რაც შეეხება ერის იმ გაგებას რასაც ჩვენ ვიყენებთ, დამიჯერე მე-20 საუკუნემდე გაცილებით უფრო ადრე ჩამოყალიბდა და ეს რომ ასე არ ყოფილიყო საქართველო საერთოდ არ იარსებებდა --ბრუტ () 08:34, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
რაში გამმოიხატებოდა ეს ბრძოლა და შეიძლება მას ეწოდოს ეროვნული მოძრაობა? ესაა აქ გასარკვევი. რაც შეეხება ერს, ვერ დაგიჯერებ ასე ჰაერზე. ეროვნულ-განმათავსიფულებელი მოძრაობა განვმარტოთ ჯერ. ეს ჩემი აზრით, ასეა: სხვადასხვა ორგანიზაციების, პარტიების, ინსტიტუტების საქმიანობა (საზოგადოებრივი და პოლიტიკურიც) რომლის მიზანია კონკრეტული ერის სუვერენიეტის მოპოვება და სხვა სახელმწიფოსგან გათავისუფლება. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს მიზაი არ დიგა. არასდროს მოუთხოვია ქართული პოლიტიკურ ძალებს საქართველოს გამოყოფა რუსეთისგან. ილია ჭავჭავაძეს დუმაში მაშინ დააყენა საქართველოს 2 გუბერნიის ავტონომიიის საკითხი. ეს კი სხვა რამეა. 1918 წელი კი იყო 1917 წლის რევოლუციის შედეგი და არა რაიმე განმათავისუფლებელი მოძრაობისა. --გრიგოლ 09:08, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთხელ ვერ დაგეთანხმები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მარტო იმაში არ გამოიხატება, რომ ხმამაღლა მოითხოვო სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და შენი მიზნის მისახწევად ანარქიას მიმართო (რაც მეოცე საუკუნის ბოლოში მოხდა), მასში ასევე შედის ისეთი ქმედებები, რასაც მაგალითად ილია ჭავჭვაძე და მისი ორგანიზაცია სჩადიოდა მის გარდაცვალებამდე ანუ მეოცე საუკუნის დასაწყისამდე (1907 წ.). მათ არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის მოთხოვნის იურიდიული უფლება, მაგრამ ჰქონდათ მორალური, ისინი ცდილობდნენ გამოეღვიძებინათ მიძინებული ქართველი ერი, გამოეცოცხლებინათ მათში ჩამკვდარი ქართული სული, შეენარჩუნებინათ მათში ქართველობა (თუკი მათში ამის ნატამალი მაიც იყო დარჩენილი). თავიანთი ციცოცხლის წლებში ისინი ამას ვერ ეღირსნენ, მაგრამ მათი მაშინდელი საქმიანობა მომავალში უეჭველად საქართველოს დამოუკიდებლობის საფუძველი უნდა გამხდარიყო. --ბრუტ () 09:33, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

განხილვის განახლება[წყაროს რედაქტირება]

რამდენად ენციკლოპედიურია სტატია? სად, რომელ ავტორიტეტულ წყაროებში დასტურდება ეს ტერმინი? ინტერნეტ რესურსებში მითითებულია ბმული გაურკვეველ "ვიდეო დოკუმეტებზე", ლინკი კი მკვდარია. არის ერთადერთი ინტ. რესურსი Людмила АЛЕКСЕЕВА-ს წიგნი, რომელიც აღნიშნულ თემაში მართლაც ავტორიტეტია, მაგრამ მისი წიგნის სათაურია ИСТОРИЯ ИНАКОМЫСЛИЯ В СССР, ანუ ეხება ერ.-განმათავისუფლებელ მოძრაობას მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნულ პერიოდში. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს: 1. სათაურის კორექტირება; 2. მოძიებულ იქნას დამატებითი ავტორიტეტული გადამოწმებადი წყაროები. ერთი წყარო საკმარისი არ არის სტატიის შესაქმნელად, თუ მისი გადამოწმება შეუძლებელია სხვა წყაროებით.--Ouzo განხილვაწვლილი 15:30, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ერთადერთი წყარო სტატიისა, ლუდმილა ალექსეევა სსრკ-ს დროს საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას იწყებს პატრიარქ ამბროსის წერილითა და 1924 წლის აჯანყებით. სტატიაც სწორედ ამ მოვლენებით უნდა დაიწყოს და არა 1956 წლით.--Ouzo განხილვაწვლილი 16:11, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

არსებობს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მანიფესტი --ჯაბა ლაბა 16:43, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გარდა ამისა არსებობს დოდო ჭუმბურიძის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიური საფუძვლები XX საუკუნის საქართველოში. --ჯაბა ლაბა 16:46, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ეგ დოკუმენტია იმ ხალხის შექმნილი, რომელიც თავის თავს მასე უწოდებდა. გვჭირდება სხვა, მიუკერძოებელი წყაროები.--Ouzo განხილვაწვლილი 16:49, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰო, ჭუმბურიძე წყაროა. ამიტომაც თუ მაგას მოვიშველიებთ, სათაურში უნდა აისახოს პერიოდიც.--Ouzo განხილვაწვლილი 16:50, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]