განხილვა:საქართველოს ეროვნული გვარდია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სტატია არის საქართველოს ეროვნული გვარდიისა და მასთან ერთად გასული საუკუნის 90-ანი წლების საქართველოს ისტორიის უსირცხვილო, მოტივირებული გაყალბება-დამახინჯება. ამ პასკვილს ძალზე მცირე აქვს საერთო რეალობასთან და არის იმ ანტიქართული მედია-კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიცაა საქართველოში შიდა სამოქალაქო დაპირისპირების ესკალაცია, ეროვნული ერთიანობის რღვევა, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. ეს სტატია შექმნილი და გამოქვეყნებულია უსირცხვილო პროვოკატორების მიერ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 77.242.60.82 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@77.242.60.82:, პირველ რიგში, წაიკითხეთ ვიკიპედია:პასუხისმგებლობის უარყოფა - აქ ნათლად არის ახსნილი, რომ ჩვენ არ ვიძლევით ინფორმაციის სიზუსტის გარანტიას. შემდგომ - სტატიის ავტორია ბესარიონ გუგუშვილი, რომელიც ადრე ვიკიპედიაში სტატიებს წერდა. მესამე - თუ სტატიაში თავიდან ბოლომდე სიცრუეა, გეძლევათ საშუალება, ფაქტების მოშველიებით და წყაროების მითითებით სწორი ინფორმაცია მიუთითოთ. ვიკიპედიაში სამუშაოდ პრივილეგიები არ არსებობს. არედაქტირებს ყველა, ვისაც ეს შეუძლია. --Henry (მომწერეთ) 13:21, 20 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თქვენ გარანტიას არც გთხოვთ არავინ, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორიის ცოდნა წაადგებოდა ვიკიპედიის, როგორც თავისუფალი ენციკლოპედიის(!!!) სრულყოფისა და პოპულარიზაციის საქმეს. ბესარიონ გუგუშვილი გახლავთ ძებნილი საქართველოს სამი ხელისუფლების მიერ და დღესაც ემალება ქართულ მართლმსაჯულებას. ეს ოდიოზური პიროვნება მალავს ბევრ ბნელ საიდუმლოს, მათშორის საქართველოს ექს-პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას ბურუსითმოცული მკვლელობის შესახებ. სწორედ გუგუშვილი იყო ზ. გამსახურდიას გვერდით მისი მკვლელობის მომენტში, ხოლო შემდეგ საქართველოდან რუსეთის(!!!) გავლით გაიპარა ფინეთში, სადაც დღესაც კომფორტულად ცხოვრობს - ალბათ ეს კომფორტია სწორედ ის 30 ვერცხლი რომელიც ერგო მას ექს-პრეზიდენტის მკვლელობის დაგეგმვის, განხორციელების და კვალის დაფარვის ოპერაციაში ოსტატურად ნათამაშევი როლისათვის. საერთოდ სწორედ რუსეთს შეაფარეს თავი პრეზიდენტ გამსახურდიას გარემოცვაში შეგზავნილმა სპეცსამსახურების აგენტებმა - აბსანძე, ომანიძემ, გუგუშვილმა და მრავალმა სხვა გარეწარმა თავი პრეზიდენტის ლიკვიდაციის შემდეგ. გუგუშვილი სძულს აბსოლუტურად ყველას, როგორც ექს-პრეზიდენტის მომხრეთა მრავალფეროვან სპექტრს ასევე მის ოპონენტებს და მის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების მონაწილეებს - აბსოლუტურად ყველას. იცის რა ამ საყოველთაო სიძულვილის შესახებ, მას თავის მხრივ სძულს თავისი ყოფილი სამშობლო და თანამემამულეები. გუგუშვილი არის ცნობილი გამყალბებელი, პროვოკატორი, ამავე დროს ფინეთის ხელისუფლების კმაყოფაზე მყოფ ამ იუდას თავისუფალი დრო თავზესაყრელად აქვს და საქართველოს და ქართველების მიმართ ღვარძლით სავსე მისი ოპუსები შხამიანი სოკოს ობივით არის მოდებული მთელ ქართულენოვან ინტერნეტში. სამწუხაროა, რომ ამ სავალალო რეალობას ვერც ქართულენოვანმა ვიკიპედიამ აარიდა თავი.

პატივისცემით, გირშელ დარდანელი

ვიკიპედია (და არა მხოლოდ ქართული) თავისუფალი ენციკლოპედიაა. ხალხი წერს ყველაფერს და ასწორებს ყველაფერს. გარდა ამისა, იგი არ არის ტრიბუნა, ამიტომ თქვენი ტექსტის ძირითადი ნაწილი აქ უადგილოა. სხვათა შორის, ამ მომხმარებელმაც მიიღო მრავალი გაფრთხილება და მითითება იმის გამო, რომ სტატიებში მიკერძოებულ ტექსტებს წერდა. მიუხედავად ამისა, ვიკიპედიის მუშაობის მექანიზმი არ გვაძლევს საშუალებას, 100 პროცენტიანი სიზუსტით ვაკონტროლოთ ყველა სტატია. აღნიშნული პრობლემატური სტატიის თავში ჩასმულია მითითებები, რომ მას სჭირდება ექსპერტის მიერ დამუშავება, გადაწერა და ა.შ. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენ ვთვლით, რომ საეჭვოა მასში დაწერილი ფაქტების სიზუსტე და ესაჭიროება მკაცრი დამუშავება.--Henry (მომწერეთ) 15:31, 20 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოკ :))წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 77.242.60.82 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ხმამაღალი განცხადებების გაკეთება საჭირო არ არის !. ვიკიპედიის შესახებ საუბარი თქვენთვის ჯერ ადრეა. თქვენი მხრიდან წამოსული კრიტიკა ვიკიპედიის მიმართ საფუძველს მოკლებულია. შენიშვნას, რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ. ვიკიპედიაში მუშაობა ეროვნების, კანის ფერის, სქესის, ასაკის, სარწმუნოების, სტატუსის, საკუთარი მსოფლმხედველობისდა განურჩევლად ყველას შეუძლია! თქვენ წერილში აშკარად იკვეთება პოლიტიკური ტენდენცია, რაც ვიკიპედიის პოლიტიკის საწინააღმდეგოა. ამდენად თავის შეკავება გმართებთ. რაც შეეხება უშუალოდ სტატიას, ჩემი აზრით, სპეც-თარგების ჩასმას აჯობებს შესაბამისი ტექსტი ამოვიღოთ, ანუ სტატიის გასუფთავებას გთავაზობთ. - ოთოჯი განხილვა 21:12, 23 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ამან: "... ვიკიპედიის შესახებ საუბარი თქვენთვის ჯერ ადრეა..." და ამან: "...თქვენ წერილში აშკარად იკვეთება პოლიტიკური ტენდენცია..." ძალიან მახალისა :)) პირველმა ქართული ვიკიპედიის ხარისხის გამო, ხოლო მეორემ განსახილველი სტატიის "არატენდენციურობისა და მიუკერძოებლობის" გამო :)). თქვე დალოცვილებო ეტყობა ან ხიბლში ხართ :)) ან საერთოდ არ კითხულობთ იმას, რისი ადმინისტრირებაც გაქვთ საკუთარ თავზე აღებული - რა უნდა დამეწერა გუგუშვილის ნაცოდვილარზე მეტად ტენდენციური და ყალბი?! თავად ვარ ომის ვეტერანი, გავაცანი ეს სტატია ვეტერანთა მოძრაობას და მინდა გაცნობოთ რომ გუგუშვილთან ერთად ქართული ვიკიპედიის მესვეურების "გულთბილ" მოკითხვაშია ეროვნული გვარდიის მთელი შემადგენლობა და მთელი ნაბრძოლი საქართველო.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 77.242.60.82 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გუგუშვილის ნაწერზე ჩვენ პირადად პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ვერც არსებულის დამუშავებაზე - ქართულ ვიკიში არა მხოლოდ ისტორიაზე, არამედ ბევრ სხვა საკითხზე მომუშავე ხალხის დეფიციტია. ჯერ-ჯერობით, სტატიის თავში წერია, რომ იგი ტენდენციურია (იმედია, ეს კარგად ჩანს), შესაბამისად, არავინ გეუბნებათ, რომ მასში ჭეშმარიტებაა დაწერილი. მაგ თქვენ მთელ ნაბრძოლ საქართველოს კი გადაეცით, რომ 'მოკითხვას', თუ ასე შესტკივათ გული სიმართლეზე, მოგვაწოდონ კონკრეტული წყაროები, სადაც წერია არატენდენციური და ნეიტრალური მოსაზრებები და დაგვეხმარონ, თუ ამის საშუალება აქვთ. და თუ თანამშრომლობის სურვილი არ აქვთ, ელოდონ, როდის გამოჩნდება აქტიური ადამიანი, რომელიც ისურვებს საქართველოს უახლესი ისტორიის თემაზე სტატიების წერას. რიგითი ხალხის აშენებულია ეს ენციკლოპედია და არა განსაკუთრებული სოციალური სტატუსის მქონე პირებისა. --Henry (მომწერეთ) 23:41, 27 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ირონიული საუბრისგან თავი შეიკავეთ ! თუ მართლა საქმისთვის ხართ მაშინ ერთად უნდა გადავწყვიტოთ პრობლემა. მე როგორც ზევით დავწერე უნდა განხორციელებულიყო სტატიის წმენდა და ასეც მოვიქეცი. ეს სტატია ძალიან ადრე დაიწერა და მაშინ ქართული ვიკიპედიის მდგომარეობა დღევანდელთან შედარებით კარდინალურად განსხვავებული იყო. დღეს ბევრი რამე შეიცვალა. ახლა თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ თავადვე შეავსოთ ინფორმაცია სტატიაში, თუმცა გახსოვდეთ, რომ შემოტანილი ინფორმაცია წყაროებით უნდა იყოს გამყარებული. - ოთოჯი განხილვა 10:53, 28 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე ოთო, მეც ამის გაკეთება მსურდა - ძირითად აბზაცებამდე დაყვანა. ახლა მაინც წარმოადგენს ნეიტრალურ თვალსაზრისს. და საერთოდ - ბ-ნი ბესარიონის სტატიებში ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპების უხეში დარღვევა არის და ყოველი მათგანი გადასახედია. --Henry (მომწერეთ) 11:12, 28 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაგალითი - მისი პირველი სტატია (ეს არის სტატიის ძველი ვერსია). ამჟამად გაწმენდილია და ნეიტრალური სახე აქვს.--Henry (მომწერეთ) 11:14, 28 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეც მაგას ვფიქრობდი. სპეც-თარგების გამოყენებას აჯობებს მიკერძოებული ინფორმაცია ამოვშალოთ. - ოთოჯი განხილვა 11:18, 28 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]