განხილვა:საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსებობს სხვა მსგავსი სტატიები, ასევე ორგანიზაციებზე და ვერ ვხვდები რატომაა ეს წასაშლელი?--Marikuna-115 განხილვაწვლილი 12:10, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

არამგონია ეს სტატია წასაშლელი იყოს. აქვე ერთი თხოვნა მექნება კიდევ: ყველამ იცით ჩემი დამოკიდებულება სტატიებზე. წაშლის მაგივრად იქნებ რამე გავაკეთოთ, რომ გავაენციკლოპედიუროთ, წაშლა არ არის გამოსავალი. შესაძლოა რამე ამოსაშლელი იყოს, მაგრამ ის, რომ არსებობს კლუბი, ფაქტია და ამას ნუ გავექცევით. --ჯაბა 1977 12:13, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო კლუბი არსებობს, მაგრამ ეს კლუბი რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ან რაიმე საქმიანობას, რომ მას შესახებ ვიკიპედიაში სტატია იყოს? ვიკიპედია ენცილოპედია თუ არის, მაშინ რატომ „სპრავოჩნიკის“ მასალას ვათავსებთ აქ? ასე რომ ყველა კლუბსა და ერთ ან ორდღიან ორგანიზაციაზე დავწეროთ სტატია მართლა სპრავოჩნიკს დაემსგავსება ვიკი :) --Mehman 97 12:21, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, ბევრი მსგავსი სტატია არსებობს. ჩამისწორებია კიდეც და სათანადო სახეც მიმინიჭებია, მაგრამ ყოველთვის ვხედავ, რომ უმეტესობისთვის ვიკიპედია ბლოგ-პლატფორმის მსგავსია - თუ რამე ორგანიზაციას ჩამოაყალიბებენ, ყველა სოციალურ ქსელში უქმნიან გვერდს (Facebook, Youtube, Twitter და ა.შ.), რასაც ამატებენ ვიკიპედიას. --Abandoner განხილვაწვლილი 12:53, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად ამიტომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯები ამის აღმოსაფხვრელად და ასაღკვეთად. --Mehman 97 12:59, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მინდა გითხრათ, რომ არანირი 'ბლოგ-პლათფორმის' მიზნით არ შექმნილა ეს სტატია. კლუბი უკვე 5 წელია არსებობს და თავის მისიას პირნათლად ასრულებს. ხოლო სტატიის არსებობის იდეა მხოლოდ მას შემდეგ დამებადა, რაც თუნდაც სხვა ორგანიზაციაზე ინფორმაცია, ტრენინგებისა და სასკოლო ოლიმპიადების ჩამტარებელი ასოციაცია პირდაპირი მნიშვნელობით იყო გაპიარებული, რატომ არ უნდა ყოფილიყო მინიმალური ინფორმაცია ამ ორგანიზაციის მისიებზე და საქიანობაზე.--Marikuna-115 განხილვაწვლილი 13:24, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

დაწერილიდან (თანაც ნათელი ენით დაწერილიდან) აზრის გამოტანა და ემოციების არაყოლაც ნიჭია. მე არსად მიწერია, რომ ეს სტატია გამოყენებულია იმ ფუნქციით, რაც ნახსენები მქონდა. --Abandoner განხილვაწვლილი 13:45, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიახ, უბრალოდ მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ თუნდაც უმრავლესობას არ ვეკუთვნოდი, რადგან სტატიის შექმნის მიზანი არ ყოფილა კლუბის "გაპიარებისკენ" გადადგმული ნაბიჯი. --Marikuna-115 განხილვაწვლილი 14:03, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

თუმცა, სამწუხაროდ, სტატია თავისი ფორმატით უფრო სარეკლამო ბროშურას წააგავს. უპირველეს ყოვლისა, ესაა გამოსასწორებელი. -- UndDerDie 14:05, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
მეტად ორგანიზებულები რომ ვიყოთ, ასეთი ყველა სტატია უნდა შევიტანოთ აუცილებლად დასამუშავებელი სტატიების სიაში. თხრობის ფორმა უნდა შეიცვალოს. თუმცა, ამ სტატიაში კიდევ მსუბუქად არის ძალაუნებური რეკლამა, სხვაგან უფრო გამოკვეთილია. --Abandoner განხილვაწვლილი 14:10, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სტატიიდან რაღაცეები შეიძლება წაიშალოს, მაგრამ წასაშლელი ნამდვილად არ არის. ჰენრი, იქნებ შენ გადახედო და მოაქციო შესაბამის ჩარჩოებში. --ჯაბა 1977 15:47, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

დროა, რომ გარკვეული სტანდარტი შემოვიღოთ ამ სტატიების შესახებ, რომ მომავალში ასეთი პრობლემები არ შეგვექმნას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სტატიას, ფაქტია, რომ ამ სახით არ აკმაყოფილებს წესებს. ფაქტია, რომ სუფთა სარეკლამო ხასიათისაა და სანდო წყარო მასზე არ არსებობს (ოფიციალური გვერდიც კი არ მუშაობს), შესაბამისად მე მაინც ვფიქრობ წასაშლელია! --Mehman 97 15:48, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მე ამ სტატიაში მოუგვარებელ პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემას შენც სხვა რამეში ხედავ და ეს აქ კი არა, სხვაგან უნდა გადაწყდეს. --ჯაბა 1977 15:54, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიახ, პროგრესია საჭირო. --Mehman 97 16:39, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მე რაც შემიძლია - მივანიჭო მაქსიმალურად ნეიტრალური და არასარეკლამო ხასიათი. შემდეგ გადახედეთ, თუ დრო გექნებათ. --Abandoner განხილვაწვლილი 18:24, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! საერთოდ, ორგანიზაციებსა და კომპანიებზე სტატიების წერა შეიძლება, მაგრამ იმ პირობით, რომ უნდა მოიპოვებოდეს დამოუკიდებელი და გამოქვეყნებული ავტორიტეტული წყაროები. რაც შეეხება მნიშვნელოვნებას, რომელიც ზემოთ ითქვა, მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვნება არ შეიძლება იყოს დაკავშირებული მხოლოდ სახელგანთქმულობასა და პოპულარობაზე. მაგალითად, მეცნიერი შეიძლება არ იყოს პოპულარული და არ ასრულებდეს თავისი საქმიანობით დიდ როლს მეცნიერებაში მაგრამ ეკუთვნოდეს სტატია ენციკლოპედიაში, კომპანია შეიძლება ვინმესთვის არ იყოს სახელგანთქმული მაგრამ ეკუთვნოდეს ადგილი ენციკლოპედიაში და ა.შ. მთლიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციებზე სტატიები იწერება ვიკიპედიაში. ამ სტატიის სასარგებლოდ მეტყველებენ ის რესურსები (თუნდაც მცირე), რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ხაზს უსვამენ აღნიშნულ ორგანიზაციას. მე რასაც ამჟამად ვხედავ არ ის, რომ წყაროების დეფიციტის გამო შეუძლებელი იქნება გაშუქდეს ამ ორგანიზაციის შექმნის ისტორია, სტრუქტურა, ზრდა-განვითარება და სხვა, მაგრამ წყაროთა დეფიციტი არ უნდა გახდეს წაშლის საბაბი. აქვე @Marikuna-115:-ს მინდა რჩევა მივცე, რომ ყოველთვის დიდი ყურადღება მიაქციოს წყაროებს. - OTOGI Messages 16:24, 6 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: მადლობა, მაქსიმალურად ვცდილობ ყველა რჩევა გავითვალისწინო და შეცდომების გარეშე ვაკეთო საყვარელი საქმე.--Marikuna-115 განხილვაწვლილი 18:01, 6 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ეს სტატია წასაშლელია. ინფორმაციის აბსოლუტური უმრავლესობა არარელევანტურია. წყაროები არ არის საკმარისი (იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ზოგი მკვდარია, რაც ცოცხალია არ ადასტურებს კონკრეტულ ფაქტებს). გიო ოქრო 22:05, 17 ნოემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]