განხილვა:საქართველო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ ბლოკში მოთავსებული ციფრები მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების შესახებ აღებულია საქართველოს 2002 წლის აღწერის ოფიციალური გამოცემიდან. სხვა უფრო ზუსტი და ახალი მონაცემები (ვიღაც-ვიღაცების პირადი შეფასებების გარდა) ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ რატომღაც ყველა თავს ვალდებულად თვლის მის შეცვლას თავისი შეხედულებისამებრ. ამ საკითხზე ალბათ უნდა შევთანხმდეთ, რათა ფუჭი შრომა არ გავწიოთ - სამუშაო ისედაც ბევრი გვაქვს.

ავთანდილ 12:22, 26 ივლისი 2005 (UTC)[უპასუხე]


რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ედუარდ შევარდნაძის დროინდელ სტატისტიკურ მონაცემებს, მე მხოლოდ მოგაწვდით ინტერნეტ-წყაროებს და ისიც კათოლიკეთა სტატისტიკის შესახებ: http://www.catholic-hierarchy.org/diocese/dcauc.html კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, რომელზეც ამ გვერდზეა საუბარი მოიცავს მხოლოდ საქართველოს (სომეხ კათოლიკებზე ქვემორე მოგახსენებთ). http://www.geocities.com/Athens/Delphi/9395/html/presencia2-fr.html#Armenia ამ გვერდზე იხილეთ სომეხ კათოლიკეთა რიცხვი (მხოლოდ სომხეთში, ჯერ კიდევ 1997 წელს!), ხოლო შემდეგ გვერდზე:http://www.catholic-hierarchy.org/country/scam1.html იხილეთ უკვე ნახსენები კავკასიის ადმინისტრაციის გვერდზე მთელი ციფრი ცომეხი კათოლიკებისა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ძირითადი ნაწილი საქართველოსა და სომხეთშია (ორიოდე ათასი კათოლიკე სომეხი ლვოვში ცხოვრობს). არართული არითმეტიკული ოპერაციით 220 000-150 000=70 000 მიიღებთ სომეხ კათოლიკეთა რიცხვს საქართველოში. ანუ 70 000 სომეხი და 50 000 ქართველი კათოლიკე ერთად შეადგენს დაახლ. 2,7% საქართველოს მოსახლებისა და ამას თუ დაუმატებთ ასირიელ კათოლიკეთა ციფრს 3000-დან 5000-მდე (კვირას შუადღეს შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ მათ ციფრში თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში), მაშინ მიიღებთ 2,8%-ს საქართველოს მოსახლეობისა. იმედია საკმარისი დადასტურები ინფორმაცია მოგეწოდათ და არა ვინმეს გამოგონილი ან ნასურვილარი.


მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის აღწერა ჩატარდა შევარდნაძის მმართველობის დროს (რომელიც ჩემთვის არის და იქნება ტირანი), ამ აღწერის მონაცემები ბევრად უფრო შეესაბამება რეალობას, ვიდრე ინკოგნიტო მომხმარებლის ინფორმაცია. ამასთან, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ კათოლიკეთა ინტერნეტ-საიტების მონაცემებს, ვინაიდან მათ ხშირად ახასიათებთ სტატისტიკური მონაცემების ტენდენციურად წარმოჩენა. ლევზურ, 27 ივლისი 2005


ჩემი მოწოდება იყო შევთანხმებულიყავით ერთ წყაროზე. სახელმწიფო სტატისტიკა რას წარმოადგენს, მეც კარგად ვიცი (მათემატიკოსი ვარ სტატისტიკის სპეციალობით), ნებისმიერი ასეთი ტიპის ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ტენდენციურია. ამიტომ , პოლიტიკისგან დამოუკიდებლად, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ეს გამოცემა შევარდნაძემ შეადგინა თუ ვინმე პეტრიაშვილმა. ჯერ ერთი, ის არის ერთადერთი ოფიციალური წყარო საქართველოში და მას უფრო მეტად ვენდობი, ვიდრე ზემოთ დასახელებული ინტერნეტ-საიტების მონაცემებს. მეორეც, ნებისმიერი უცხოური წყარო (კათოლიკური, სომხურ-გრიგორიანული, აზერბაიჯანული, ასირიული და ა.შ.) და შესაბამისად მათი ავტორები ასევე გარკვეული დოზით ტენდენციურნი არიან და ცდილობენ საკუთარი თვისტომის თუ რწმენის ადამიანთა რიცხვი საქართველოში შთამბეჭდავად წარმოადგინონ, რა თქმა უნდა, ქართველთა და მართლმადიდებელთა რიცხვის შემცირების ხარჯზე. და ბოლოს, დიდ პატივს ვცემ სომხებსაც, კათოლიკეებსაც, სხვებსაც, მაგრამ ეკლესიებში და ქუჩებში მათი რიცხვის შეფასება მხოლოდ ემოციური ფაქტია და არა მგონია იგი რაიმეს არგუმენტად გამოდგეს.

ავთანდილ 06:22, 27 ივლისი 2005 (UTC)[უპასუხე]


მოყვანილი არგუმენტები მხოლოდ გაოცებას თუ იწვევენ. მოკლედ: 1. http://www.catholic-hierarchy.org არის არა როგორც შეიძლება ვინმეს ჰგონია კათოლიკური იერარქიის გვერდი, არამედ იმდენად სერიოზული გვერდი (სტატისტიკისთვის ცხადია), რომ მას ვიკიპედიას ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი გვერდები ხშირად იყენებენ (ეს ნებისმიერს შეუძლია შეადაროს და გადაამოწმოს). თუ ესენიც არ არიან სანდო? 2. შევარდნაძის სტატისტიკას არ ვენდობითო (!): რატომ არ უნდა აემაღლებინა შევარდნაძის დეპარტამენტს მართლმადიდებელთა რიცხვი პროპაგანდისტული მიზნებით? თქვენ ხომ იგივეს სწამებთ ამ "არაქართულ" გვერდებს? გაყალბება და პროპაგანდა ვისთან უფრო უნდა მოვიკითხოთ, თავად მოგეხსენებათ... 3. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთ არაობიექურობას თუ წავაწყდებოდი ვიკიპედიაში, ასეთ პროპაგანდას. და მერე ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, ვინაობას რატომ არ სწერსო?! ვირტუალურ სივრცეში რა ხდება და რეალობაში რას უნდა ველოდოთ: მაშ ასე, შეგიძლიათ წეროთ, როგორც გსიამოვნებთ: მუსლიმები 9,9% კი არა, დაწერეთ 7 ან 6 (უკეთესი იქნება), კათოლიკებზე ხომ საერთოდ არ ვლაპარაკობ, ასეთები ხომ მხოლოდ 0,8% (???) ყოფილა საქართველოში (ვიცი ეს თქვენთვის სასაცილიოა, მაგრამ მაინც გეტყვით: 0,8% მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში დადის წირვებზე კვირაობით), თუ შეგვეშალა: 0, 2% სჯობს... თუმცა ვიცი ამ მე-3 არგუმენტს "ემოციურ ფაქტად" ჩათვლით და მართალიც იქნებით..


>>>>> მოგესალმებით! მე არავისთან სადავო არა მაქვს, მაგრამ გთხოვთ გადახედოთ ქვემოთ მოტანილ ცხრილს და ისიამოვნოთ: ეს ჩვენი ”შემოქმედებაა”, რომელსაც 2-3 თვის განმავლობაში ვაწარმოებთ. გუშინ და გუშინწინ კიდევ იყო შეტანილი ცვლილებები და დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება.


მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მონაცემთა ამ მწკრივში (ანუ სტრიქონში) რომელიღაც ერთი წყაროს (თუნდაც ძალიან სარწმუნოს) საფუძველზე მხოლოდ ერთი რიცხვის შეცვლა არასწორია, ვინაიდან მივყევართ ისეთ აბსურდამდე, რაც მაგალითად მე-8 და მე-11 სტრიქონებში შეიმჩნევა, სადაც პროცენტების ჯამი 100-ზე მეტია!!! ვიკიპედიისთვის ცოტა უხერხული ხომ არ არის?


მართლმ. მუსლიმ. გრიგორ. კათოლ. იუდევ.
1 84.0 10.0 4.0 ? ?
2 86.0 9.9 3.9 ? ?
3 80.0 10.0 5.5 1.5 ?
4 78.0 10.0 5.5 1.5 ?
5 78.0 10.0 5.5 2.0 ?
6 78.0 10.0 5.0 2.5 ?
7 84.0 9.9 3.7 0.8 ?
8 90.0 9.0 3.7 0.8 ?
9 80.0 11.5 4.7 2.8 ?
10 83.9 9.9 3.9 0.8 0.1
11 83.9 9.9 3.9 2.8 0.1
12 83.9 9.9 3.9 0.8 0.1


P.S. როგორც ჩანს ამ საკითხზე საერთო აზრი არ არსებობს და არც იარსებებს, ამიტომ არაობიექტურობა რომ არ დაგვწამონ, გავხსნათ ახალი გვერდი საქართველოს დემოგრაფია (ისედაც უნდა დაგვეწერა!), სადაც ყველა თვალსაზრისი და სარწმუნო ინფორმაცია სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი. შევეცდები ესკიზი დღესვე შევქმნა.

ავთანდილ 05:59:38, 2005-07-29 (UTC)


მზად ვარ ვიმსჯელოთ ტერმინებზე, რომელი უფრო სწორია:

  • მუსულმანი, მუსლიმი თუ მაჰმადიანი ?
  • იუდეველი თუ იუდაისტი ?


თქვენი მოსაზრებები დაასაბუთეთ ან მიუთითეთ სანდო წყარო (გამოცემა).

ავთანდილ

სწორი ფორმები გახლავთ:

  • მუსლიმანი,
  • იუდეველი

ლევზურ, 27 ივლისი 2005

თარგი სუუამი[წყაროს რედაქტირება]

მგონი უზბეკეთი სუუამიდან გამოვიდა შარშან (2005), თარგი ხომ არ შეგვეცვალა? 67.142.130.22 11:41, 10 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

უახლესი ისტორია[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ვფიქრობ უახლესი ისტროიის სექცია სერიოზულადაა დასამუშავებელი. მიუხედავად შევარდნაძის მთავრობისადმი ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, ენციკოპედიური სტატია ასეთი აშკარად მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტონით არ უნდა აღწერდეს საქართველოს ისტორიის კონკრეტულ პერიოდს. --Kober 15:19, 18 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმებით. ძალიან უაზრო რაღაცეები წერია. იმედია შეიცვლება და ჩასწორდება. მიკერძოებული და არაობიექტურია . 178.51.234.193 13:55, 15 მარტი 2023 (UTC)[უპასუხე]

სტატია გადასახედია. და ძალიან ბევრი მასალა ამოსაღებია სტატიიდან და ცალკე სტატიებია შესაქმნელი.--ცანგალა () 14:01, 26 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვინ არის ადმინი? ან ვინ დაწერა ასეთი მშრალი და მწირე ინფორმაცია? 2003 წლიდან საქართველოში იმდენი რეფორმა გატარდა და ამ დროს არაფერი არ წერია. ოცნება ვიკიპედიასაც აკონტროლებს. ვაი საცოდავო საქართველო. ეს მაინც დატოვეთ მიუკერძოებული და ობიექტური. არ შეიძლება ყველაფრის კადრება 178.51.234.193 13:53, 15 მარტი 2023 (UTC)[უპასუხე]

დროის სარტყელი[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს!

თემაში საქართველო დროის სარტყელი არასწორადაა მითითებული - ჩვენთან არის UTC/GMT+0400 no DST, იგივე GET. CET არის GMT+0100. GioMac 12:58, 19 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

რამდენად საჭიროა ყველა ვებ-გვერდების ამ სტატიაში განთავსება. --ცანგალა () 13:35, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამოვიღე რამდენიმე ბმული. - Island 00:41, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]


აფხაზურენოვან სტატიაში რუკაზე ჩამოჭრილია ტერიტორიები. ვერ ვუშველით? --Ottoshmidt განხილვაწვლილი 00:10, 9 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ცალკე ხომ არ შევქმნათ ასეთი თარგი? ანუ მაგალითად როგორც თარგი:ინფოდაფა თბილისი და თარგი:ინფოდაფა სამხრეთ ოსეთის ომი --ბრუტ () 15:40, 25 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ფლორა მგონი სექციის "გეოგრაფია" ქვესექცია უნდა იყოს. ვიღიმიBruTe () 15:43, 15 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

100% — დათო პასუხი 16:01, 15 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კრახია აბა რა არის, რატომ წაშალეთ :((( --Ottoshmidt განხილვაწვლილი 16:40, 7 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა, სტატიის თავში ჩასმული {{წყარო}} რომელ წყაროს არ ენდობა? --მიხეილ მიწერა 06:29, 29 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სხვათაშორის ეგ კითხვა მეც გამიჩნდა და დაწერასაც ვაპირებდი, თუმცა როგორც ვნახე უკვე დაწერილა, სხვა გზა აღარ მაქვს უნდა დავეთანხმო. ამოსაღებია და ახლავე ამოვიღებ კიდეც. --ჯაბა ლაბაძე 17:13, 8 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სახელმწიფო ენა "აფხაზური" წყარო არასწორია, კონსტიტუციის მერვე მუხლით არ არის განსაზღვრული ეს, პირველი თავის მეორე მუხლი პუნქტი დამი არის სწორი. TazoGel განხილვაწვლილი 21:44, 26 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ , მოკლედ ინგლისურ ვიკიპედიაში ,საპარლამენტო დედაქალაქად ქუთაისი წერია , ჩვენც ხომ არ მიგვეთითებინა ,თუ ჯერ ადრეა? --Dato - 100 განხილვაწვლილი 17:07, 8 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფაქტია რომ ამ ეტაპზე ეგრეა, მგონია რომ უნდა შეიცვალოს თუ მერე გადმოიტანენ თბილისში ისევ უნდა შევცვალოთ. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 18:19, 30 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით არასწორია, რადგან ასეთი ცნება - საპარლამენტო დედაქალაქი - არც ჩვენს კანონმდებლობაშია ნახმარი და არც გავრცელებული ზეპირსიტყვიერებაში.--Rastrelli F 10:40, 9 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
მამაქალაქი? :D არგუმენტად ზეპირსიტყვიერება გამოდგება --g. balaxaZe 09:23, 19 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

რატომ არის სტატიაში წარმოდგენილი მხოლოდ ქართულ ენაზე საქართველოს დასახელება? რატომ არ დავამატოთ მეგრულ, სვანურ და აფხაზურ ენებზე საქართველოს სახელი? ამ ოსურზე არ ვიცი, მაგრამ ეს სამი ენა უნდა იყოს წარდგენილი სტატიაში. სვანური და მეგრული არის ქართველური ენებიდან, აფხაზური კი ოფიციალურია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. --149.3.2.67 18:35, 25 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს ქართული ვიკიპედიაა და აქედან გამომდინარე სახელი ეწერება საქართველოს ერთადერთ სახელმწიფო ენაზე ქართულად. მეგრულად და აფხაზურად შესაბამისად წერია მეგრულ და აფხაზურ ვიკიპედიებში. --დათო1010 19:19, 25 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მეგრულად არა, მაგრამ აფხაზურად უნდა იყოს. იმიტომ რომ საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო ენა ნამდვილად არ აქვს. ჩვენ გვაქვს ორი სახელმწიფო ენა და მე მგონი დროა ეს ხარვეზი გამოსწორდეს.--Achiko-84 განხილვაწვლილი 14:45, 18 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ხო მართალია, აფხაზურიც სახელმწიფო ენაა--დათო1010 14:51, 18 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
ჩაემატა--დათო1010 14:59, 18 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

აფხაზური არაა ნაციონალური/სახელმწიფო ენა ; აფხაზური არის რეგიონალური ენა -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში ქართულ ენასთან ერთად:) ასე რომ ზედმეტად მიმაჩნია ქვეყნის სახელის ან ენაზეც მოხსენიერბა .--Dato - 100 განხილვაწვლილი 10:16, 25 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჯერ აქ უნდა დაგეწერა და შესწორება შეგეტანა სხვა მომხმარებლების აზრის გამოთქმის შემდეგ, მით უმეტეს, აქ გარკვეული აზრი უკვე გამოთქმულია. შესაბამისად, შენი ცვლილება გაუქმებულია. — Mikheil მიწერა 10:40, 25 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

რომელ გარკვეულ აზრზეა საუბარი? არის კონტიტუცია ,რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10.10.2002, N1689) აგრეთვე - აფხაზური -ეს წერია კონსტიტუციაში ხომ (?) ანუ(აქვე) ვგებულობთ რომ ქვენის/სახელმწიფო ენა არის ქართული! რაც შეეხება მისი სტატუსი(აფხაზურის) არ სცდება კონკრეტულ რეგიონს შესაბამისად მის სტატუსს ვუწოდებთ რეგიონალურ ენას. ჯობს ფრჩხილებში მაინც ჩავსვათ რომ რეგიონალურია:) და არა სახელმწიფო მასშტაბის . შენიშვნა N-2) რატომაა მითითებული სტატიის დასაწყისში ქვეყნის სახელი აფხაზურად, როცა მოსახლეობის მცირე ნაწილი მოიხმარს ამ ენას? თუ აფხაზურს არ ამოვიღებთ მაშინ მივუთითოთ დასახელება სხვა ენებზეც(როგორც თურქულ ვიკიშია);აზერბაიჯანულად(რომელზეც აფხაზურისგან განსხვავებით ქვეყნის 7% საუბრობს) ,სომხურად(5-6%) და რუსულადაც, რომელზეც ეს ზემოთ ხსენებული ხალხი აგებინებს ერთმანეთს საკუთარ ნათქვამს...--Dato - 100 განხილვაწვლილი 17:08, 25 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

შენი კომენტარის ბოლო ნაწილი დემაგოგიაა და მეტი არაფერი. დიახ, კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ აფხაზურიც სახელმწიფო ენაა, ოღონდ აფხაზეთში, აფხაზეთი კი საქართველოა და სწორედაც რომ საჭიროა, ქვეყნის სახელწოდება ამ ენაზეც იყოს მოხსენიებული. — Mikheil მიწერა 18:20, 25 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

ეგ დემაგოგია არგუმენტადაც შეიძლება აღიქვას, მსგავს ,,დემაგოგიას ველოდი საპირისპიროს. მიხეილ, ისევ შეცდომას უშვებთ როცა აფხაზურს სახელმწიფო ენას უწოდებთ ,რომელიც განსხვავდება რეგიონალური ენისგან! რატომ არ გვაქვს მითითებული ესპანეთის სახელი ბასკურად,კატალონიურად....რუსეთის სახელი ჩეჩნურად,ინგუშურად,თათრულად,ხუნძურად; რითი აღემატება ამ ენების სტატუსს აფხაზური? თუ ენა როგორც პოპულარული კულტურაა მოხსენიებული მაშინ გეუბნებით რომ აფხაზურზე მეტად პოპულარულია აზერბაიჯანული,სომხური,ოსური და რუსული...აფხაზეთის ა/რ -ის კუთვნილების საკითხის გახსენება რატომ გახდა საჭირო,განა სადმე ამაში ეჭვი შევიტანე? თუ Қырҭтәыла-თი ვცდილობთ ძაფების გამბმას ენგურსიქეთ სხვა თემაა ,მაგრამ ვიკიპედია ენციკლოპედიური პროეტტია და უნდა შევეცადოთ თემა ავღბეჭდოთ ისე როგორც ის არის რეალურად. ცნობისთვის 1ხელაც გავიმეორებ ,რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული ენა! აფხაზური ენა ავტონომიის ჩარჩოებს არ სცდება! ,აქვე ვიტყვი რომ ავტონომია და სახელმწიფო განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შესაბამისად სახელმწიფო და (კონკრეტული) რეგიონალური ენაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან! ის ,რომ ამ ქვეყნის სახელმწიფო ენაა ქართული ჭეშმარიტებაა! ამის განხილვაც კი სასაცილო მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა. გვინდა თუ არა ამ სტატიის, ამ მონაკვეთის მთავარი წყარო იყოს საქ.კონსტიტუცია (?)-ეს სხვა თემაა....--Dato - 100 განხილვაწვლილი 23:16, 25 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

Mikheil ამ შემთხვევაში Dato - 100-ს დავეთანხმები, ჩემი აზრით ნაჩქარევად ჩაემატა ის აფხაზური მინაწერი და შესაბამისი განხილვა არ ყოფილა. თუ რეგიონალირ ოფიციალურობას ვაქცევთ ყურადღებას, მაშინ დავითი მართალია როცა სხვა სტატიებზე იგივენაირად არ მითითებაზე გვეუბნება, კატალონიაში კატალონიურის გარდა ოქსიტანურიც კი ოფიციალურია მაგრამ ესპანეთის სტატიაში კატალონიური სახელიც კი არ გვიწერია. მემგონი ოდნავ მეტი დაფიქრება და განხილვა სჯობია ამ საკითხის.--g. balaxaZe 16:20, 26 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

რახან განხილვა ამ საკითხზე მე განვაახლე გამოსავალსაც მევე შემოგთავაზებთ :) ამოვიღოთ ქვეყნის დასახელება აფხაზურ ენაზე ,მივუთითოთ ოფიც.ენების ,,განყოფილებაში რომ აფხაზური რეგიონალური ენაა/(აფხაზეთში აგრეთვე აფხაზური)......თუ საპირისპირო მოსაზრება/არგუმენტი არ იქნება თქვენის ნებართვით ცვლილებებს შევიტან  :)...--Dato - 100 განხილვაწვლილი 13:27, 29 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

არაფერი არ უნდა ამოვიღოთ. მე პირადად ნაკლებად მაინტერესებს ესპანელებს ბასკურად და კატალანურად უწერიათ თუ არა. ეს ქართული ვიკიპედია და საქართველოში კონსტიტუციით არის ორი სახელმწიფო ენა (ქართული და აფხაზური) ერთი ვრცელდება მთელ საქართველოზე, ხოლო მეორე ერთ-ერთ ავტონომიურ რესპუბლიკაზე. ამიტომ აფხაზური დასახელებაც დარჩება სტატიაში როგორც არის--დათო1010 13:35, 29 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჰოდა იქვე მივუთოთით რომელ რეგიონშიცაა ოფიც. ენა. რას ქვია ნაკლებად გაინტერესებს ? ესპანელებს რა უწერიათ არ ვიცი! გეუბნებით რომ ეს ჩვენ არ გვაქვს პრეცედენტი რეგიონალური ენაზე სახელმწოფო სახელის დასახელებისა(ჩვენივე ვიკიში) ,ესპანელები რა შუაშია ? რუსეთს რამდენი ფედერალური ენაც აქვს ყველაზე მივუთითოთ სახელი,ან აშშ -ს დასახელაბა ფრანგულადაც დავიტანოთ? გაერთიანებული სამეფოს სახელი მარტო ინგლისურად რატომ გვაქვს მითითებული? ეს ყველაფერი ქართულ ვიკიპედიაშია....ან ვთქვათ რომ ამ 1 სტატიაში შევცდით ,ან ვთქვათ რომ დანარჩენში ვცდებით. მე უბრალოდ ვერ გავიგე თუ ზემოთჩამოთვლილ ქვეყნების სახელებს (ქართულ ვიკიპედიაში) არ ვუთითებთ რეგიონალურ ,ფედერალურ თუ უმცირესობათა ენებზე, რატომ უნდა იყოს მითითებული საქართველო აფხაზურად,რატომ?--Dato - 100 განხილვაწვლილი 14:01, 30 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

დათო ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არაა საჭირო, ხოდა ქართული ვიკიპედია როა სწორედ მაგიტომ მოვიყვანე მაგალითი ისევ ქართული ვიკიპედიის სტატიიდან. ორმაგი სტანდარტი არ უნდა გქონდეს, თუ საქართველოში აფხაზურს აქვს რაიმე სახის ოფიციალური სტატუსი (და რომ აქვს) ისევეა ესპანეთში კატალონიური და ოქსიტანურიც, მაგრამ ესპანეთის სტატიაზე რატომღაც არ დაგიმატებიათ. თუ მიდგომაა ყველაფრის მიმართ ერთნაირი იყოს და არა სურვილის მიხედვით. მეპოპულისტურება რატომღაც ამ „ქი'რთეი'ლას“ აქ მითითება, ვითომ „კარგი ტონიაო“-ს გაგებით.--g. balaxaZe 16:33, 30 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
არავითარი ორმაგი სტანდარტი, მე შევიტანე იმ სტატიაში რომელშიც საჭიროდ ჩავთვალე. თუ სხვა ქვეყნებშიც არის რამდენიმე სახელმწიფო ენაა არაა პრობლემა, მივაწეროთ. რახან ესპანეთის მაგალითი მოიყვანე გეტყვი, რომ სულ სხვადასხვა შემთხვევაა ესპანეთში ბასკურს, კატალანურს, ოქსიტანურს და ა.შ. ოფიციალურად რეგიონული ენების სტატუსი აქვთ, ხოლო აფხაზური საქართველოს კონსტიტუციაში არსად არაა რეგიონულ ენად მოხსენიებული, ის მოხსენიებულია როგორც სახელმწიფო ენა ერთ-ერთ რეგიონში. სახელმწიფო ენა ერთ-ერთ რეგიონში კი ავტომატურად რეგიონულ ენას არ ნიშნავს. ასე რომ აფხაზური სახელწოდების ჩაწერას პოპულიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ქვეყნის აფხაზური სახელი უნდა დარჩეს როგორც არის--დათო1010 17:24, 30 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

საქ.კონსტიტუციაში წერია რომ საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული აფხაზეთში ასევე აფხაზური ;) სწორედ ეს წინადადება აღიარებს აფხაზურს რეგონალურ ენად.კონსტიტუცია ამბობს რომ მისი ოფიციალური/სახელმწიფო სტატუსი ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებს არ სცდება! რაც შეეხება კატალონიურს, ის ესპანეთში არა მხოლოდ კატალონიაშია აღიარებული ოფიციალურ ენად... თუ აფხაზურ დასახელებას დავტოვებთ მაშინ სტატიების უმეტესობაზე ,რომლებიც სახელმწიფოებს ეხებიან გადახედვა მოგვიწევს. ვოევოდინას ოფიც. ენებით მივუთითოთ სერბეთიც; ,მოლდოვა: რუსულად, გაგაუზურად,უკრაინულად......;უკრაინა ყირიმის თათრულად...დააა კიდევ მრავალ ქვეყნას აქვს მსგავსი პრობლემა ან ასე გადავწყვიტოთ ან ისე :) 1ანი პოლიტიკაა საჭირო,ისე არ გამოგვადგება ვისაც როგორ უნდა და მიაჩნია ისე ჩაწეროს ... თქვენსავით აქტიური ვიკიპედიელი არ ვარ ,მაგრამ მაინც გადავწყვიტე (ჩემის აზრით) შეცდომაზე მითითება. მადლობა ყურადღებისთვის...--Dato - 100 განხილვაწვლილი 14:06, 1 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

აფხაზური დასახელება ამოსაღებია. სახელმწიფო ენად მისი გამოცხადება არასწორია. სახელმწიფო ენის შესახებ კანონში ვკითხულობთ: „საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური.“ ასე რომ, ახლანდელი არასწორად გადმოსცემს იმას, რაც რეალურად არის. გიო ოქრო 17:30, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
არაფერი არ არის ამოსაღები. კონსტიტუციის მიხედვით აფხაზურიც სახელმწიფო ენაა და არა რეგიონული, ოღონდ მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში.--დათო1010 15:39, 6 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
კონსტიტუციაში ის წერია, რაც ზევით დავწერე. „საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული“. აფხაზური ენას სახელმწიფო ენა არის მხოლოდ აფხაზეთის არ-ში და არა სახელმწიფოს დონეზე. ამიტომ, სრულად ზედმეტია. სტატია ეხება ქვეყანას და არა ავტ. რესპუბლიკას. გიო ოქრო 16:12, 6 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
არ აქვს მნიშვნელობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა თუ მხოლოდ ავტონომიის სახელმწიფო ენა სახელმწიფო ენაა. ამიტომ ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ აფხაზური დასახელებაც იყოს მითითებული.--დათო1010 18:52, 6 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
როგორ არ აქვს მნიშვნელობა? მაშინ რუსეთს რამდენ ენაზე მივუთითოთ სახელწოდება? ეს იქნებოდა სისულელე, ჩვენს შემთხვევაში ასეთი არ არის, მაგრამ სიტუაცია რეალურად იგივეა. მნიშვნელობა რა თქმა უნდა აქვს, აფხაზური საქართველოს სახელმწიფო ენა არ არის. გიო ოქრო 19:01, 6 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

„ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან“. IV საუკუნე ხომ არ უნდა იყოს? „სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა“. XVI თუ XV???--ILIA განხილვა 14:05, 3 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

არ აჯობებს, რომ ეს რუკა ჩავსვათ? რაც არ უნდა იყოს, ფაქტი სახეზეა — სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ ფორმალურადაა. — ßurduli 10:08, 11 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, ისე უნდა დარჩეს როგორც არის. – BruTe () 12:07, 11 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
საქართველოს კონტიტუციაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ამიტომ ამაზე საუბარი ზედმეტია. ეს ქართული ვიკიპედიაა და ზემოთ მოყვანილი რუკა აჯობებს სხვა ვიკიპედიებმა გამოიყენონ, ხოლო ჩვენ ვიცით ვისია და ვის ხელშია ეს ტერიტორიები. -- Mehman 97 12:40, 11 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

@ßurduli: ამას სერიოზულად ამბობ? — Mikheil მიწერა 12:51, 12 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე გითხრა, არ მეგონა, თუ ამას ვინმე სერიოზულად აღიქვამდა. — ßurduli 13:04, 12 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
პირიქით, ვცდილობ სადაც შესაძლებელია ეგ რუკა შევცვალო და შენ ამბობ ქართულშიც ეგ ჩავსვათო?--დათო1010 13:04, 12 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ეს თემა საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის სერიოზული უნდა იყოს (არის კიდეც) და ამიტომ ეს ჩვენთვისაც სერიოზული თემაა. -- Mehman 97 20:02, 12 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
საქართველოს ტერიტორია არის ის რაც გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერაა აღიარებული, მისი შიდა პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მოწყობის ჩათვლით, რომელიც ქვეყნის შიგნით მხოლოდ საქართველოს სუვერენული უფლებაა. თუ რომელიმე ვიგინდარა სახელმწიფოს სხვანაირად წარმოუდგენია (მადლობა ღმერთს ესეთები ერთი ხელის თითებზე დაითვლება) ეს მათი პრობლემაა!

GiorgiXIII განხილვაწვლილი 21:12, 12 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო ასცდა განხილვა თემას. მე მგონი, უკვე გარკვეულია ყველაფერი. – BruTe () 04:49, 13 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ორი საქართველო[წყაროს რედაქტირება]

რად უნდა ინფოდაფაში ორი საქართველო წარწერად (ზემოთ). გიო ოქრო 16:30, 27 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

საჭიროა! რადგან მეორე წარწერა ბმულს აჩენს დროშისა და გერბის ქვემოთ. --Mehman 97 14:57, 28 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მიუკერძოებლობის პრინციპი[წყაროს რედაქტირება]

დავიჯერო ეს ნაწილი მიკერძოებულია? ის რომ მშვიდობიანი მთავრობა სიგუამ,კიტოვანმა და სხვა არაკაცთა ნახირმა გადაატრიალა? ის რომ შევარდნაძის რეჟიმი ზღუდავდა ყველაფერს, ის რომ ქვეყანა იზოლირებული იყო და ჩრდილოეთ კორეას ვემსგავსებოდით?

ან და რომ განვაახლე არჩევნები 2016 და 2018 რატომ წამიშალეთ?--ჯეო განხილვაწვლილი 13:00, 10 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

@ჯეო: სად წაიშალა შენი წვლილი და რომელი ნაწილი გაინტერესებს?--Rastrelli F 20:18, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Rastrelli F: თებერვალში მივუმატე სტატიას 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არევნები, რაც შეეხება მიუკერძოებლობას არა მგონია შევარდნაძე დემოკრატი ყოფილიყო--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 20:19, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
მაგას ჩვენ არ განვსაზღვრავთ ვინ იყო და რა იყო. გიო ოქრო 20:20, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ მომხმარებელს ვუთხრათ რა არის სწორი, ნაცვლად იმისა მივუთითო რა არის არასწორი. სხვაგვარად, მერწმუნე, პოლიციას ვემსგავსებით. @ჯეო: გასაგებია თქვენი მოსაზრება. მე არ მინახავს კონკრეტული ჩასწორება, თუმცა ზოგადი აზრი შემდეგია: ვიკიპედიაში დამკვიდრებულია რამდენიმე ფუნდამენტური წესი, მათ შორის იმგვარ საკითხებზე, როგორიც სამოქალაქო ომია, რადგან ასეთ დროს ზღვარი საკუთარ ორიგინალურ ნააზრევსა და სანდო წყაროს მოხმობას შორის ძალიან ფაქიზი ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასეთ დროს, წყაროების დამოწმებაა, რაც დადასტურებდა თქვენი მონდომებისა და წვლილის ობიეტურობას და სანდოობას. --Rastrelli F 20:29, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@ჯეო: - შეგიძლია ჩააგდო ბმული შენს ცვლილებებზე?--Rastrelli F 20:31, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Rastrelli F: ახლა ჩავამატე, თქვენ გადაწყვიტეთ დატოვებთ თუ წაშლით--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 20:33, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@ჯეო: წყარო არ გინდა რომ მიუთითო?!- R. 20:35, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@ჯეო: ბოდიში, რომ შენობით მოგმართავ, მაგრამ მგონია ამ საქმეში ერთნი ვართ!- R. 21:41, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

არჩევნების სექციები ამ სტატიიდან სრულიად ამოსაღებია. უნდა გადავიდეს სტატიაში საქართველოს ისტორია. — Mikheil მიწერა 22:33, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

არგუმენტი?!--Rastrelli F 22:50, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიაში ასეთი სტატიების სტრუქტურა, სტილი ;) — Mikheil მიწერა 23:08, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
თვალი ჩაუკარი შენს მეგობარს! არგუმენტი რა გაქვს, რომ არჩევნების სექციები ამ სტატიიდან სრულიად ამოსაღებია?--Rastrelli F 23:15, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
გამეორებას არ ვაპირებ. მოდი, დაწყნარდი და მერე განაგრძე განხილვებში მონაწილეობა. — Mikheil მიწერა 23:17, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ადმინი მეუბნები პასუხად, რომ „არჩევნების სექციები ამ სტატიიდან სრულიად ამოსაღებია“-ზე დავწყნარდე?! კარგი რა მიხეილ?! — ეგ არის შენი არგუმენტი 2019 წლის 28 ოქტომბრის შენსავე კომენტარზე?! თუ კიდევ გაგაჩნია რამე ენციკლოპედიური?! - (ხელს ჩემს მაგივრად @MIKHEIL: უფრო აწერს..)
შეეშვი დემაგოგიასა და შეურაცხყოფას, თორემ ვიკიპედიის წესები ამ მხრივ ცოტა სხვანაირია. ადმინზეც არასწორი წარმოდგენები გაქვს, სრულიად აცდენილი. ვიკიპედიის სტრუქტურა ქვეყნების შესახებ ძირითად სტატიებში მსგავს „ჩაშლებს“ არ ითვალისწინებს. — Mikheil მიწერა 23:35, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე რა წარმოდგენები მაქვს შენ არ გეხება! ჩაშლები — შენი დაკვირვებაა და მეტი არაფერი! — მოაწერს ხელს მიხეილი.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
ოოოოკ. — Mikheil მიწერა 23:45, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა[წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მთლიანი ტერიტორია არ მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, სახელმწიფოს ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაშია (თუშეთი - მთლიანად, ხევსურეთი - ნაწილობრივ, ხევი - მთლიანად) - დაახლ.3,000 კვ.კმ. შესაბამისად ჩავასწორე სტატიაში ცნობა ამის შესახებ ( ის სექცია, სადაც საუბარია საქართველოს მიკუთვნებაზე ამა თუ იმ კონტინენტისათვის).--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 17:50, 2 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

@Giorgi Mechurchle: გეთანხმებით და სხვათა შორის კარგი იქნება აქაც თუ შემოიხედავთ თქვენ ან სხვა რომელიმე გამოცდილი მომხმარებელი. დაკავშირებული თემაა და საქართველოს გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის მცოდნე ინგლისურ სტატიაზე ბევრი არავინაა.--2600:1700:20:1D80:E5CD:DE33:C7CC:7B84 09:32, 4 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

გეოგრაფია და გეოპოლიტიკა[წყაროს რედაქტირება]

იქნებ რომელიმე გამოცდილმა მომხმარებელბა აქ შემოიხედოთ და მოსაზრება გამოთქვათ. უნდა დაკონკრეტდეს გეოპოლიტიკური კუთვნილება. ინგლისურ სტატიაზე ჯერ კიდევ ტყემალზე ზიან.2600:1700:20:1D80:E5CD:DE33:C7CC:7B84 09:36, 4 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

1 სულ მოსახლეზე 860$ არარის თვეში[წყაროს რედაქტირება]

1 სულ მოსახლეზე 860$ არარის თვეში! ხალხი 600 ლარზე მუშაოვს რაც 200 დოლარი გამოდის! 212.58.120.238 19:41, 1 დეკემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

დაარედაქტირეთ სახელმწიფო ენაში გიწერიათ აბხაზური 91.184.120.207 13:55, 5 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

ასე წერია კონსტიტუციაში და ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ალექსანდროს (განხილვა/წვლილი) 15:37, 5 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, რომ ბევრისთვის უცნაურია მსგავსი, მაგრამ რამდენჯერ უნდა ითქვას ამის შესახებ... - OTOGI Messages 17:25, 5 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური სახელმწიფო ენა არის (ქართულთან ერთად) მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და არა მთელ ქვეყანაში, ამიტომ ამოსაღებია ან სხვა ფორმით ჩასაწერი. გიო ოქრო 18:51, 10 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]