განხილვა:სარჩილავი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საინტერესოა, რომ ამ ხელსაწყოს ქართულ ენაში ხშირად უწოდებენ „პაიანიკს“ (პაიანიკი [სარჩილავი], პაიკა [რჩილვა]), თუმცა იმდენად დამახინჯებული ფორმითაა შემოსული ქართულში, რომ რუსული ენის ნორმებსაც არ იზიარებს, რადგან რუსულად სწორია: პაიალნიკ (Паяльник). შესაბამისად, ღირს თუ არა გადამისამართების შექმნა პაიანიკიდან ?. ასეთი სიტყვები ბევრია, მაგ., ატვიორკა, კრესლო, ტუმბოჩკა, გლაზოკი, კუშეტკა, ბისედკა და ა.შ. მე ვფიქრობ უნდა არსებობდეს გადამისამართება, რადგან ბევრმა არც კი იცის რა იგულისხმება ამ სიტყვების ქვეშ :). - OTOGI Messages 11:02, 7 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე არ ვიცი, რამდენად არის ეს დასაშვები, მაგრამ უკანასკნელ წლებში, მაგალითისთვის, არსებობს ახალი პროგრამა, პროფესიონალური კადრების გადამზადებისთვის და იქ მასალები ითარგმნება უცხო ენებიდან (მაგალითად, მშენებლობისთვის). როგორც ვიცი, დიდი პრობლემა არის ისეთი ტერმინების თარგმნა, რომელთა შესატყვისი ქართულ ენაში არ არის და გამჯდარია რუსული ტერმინოლოგია - მიუხედავად ამისა, სიტყვებს მაინც ურჩევენ. ასე თუ ისე, მიმაჩნია, რომ სწორია, როდესაც პლოცკოდან ან ატვიორტკიდან გადავა სწორ სიტყვაზე, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ განათლებას უწყობს ხელს? --Henry McClean განხილვაწვლილი 11:07, 7 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჰო, ანუ ეს გადამისამართებები იმათთვის, ვინც ცუდად იცის ქართული ენის ტერმინოლოგია. თბილისში ყველგან აწერია მაგალითად, რაზვალი, კატასტროფაა. მე მალე შევქმნი სტატიას, თვლების ნახარზე (წინა თვლების ნახარის კუთხე; „რაზვალი“), მაგრამ 100-დან ერთი თუ ჩაწერს ქართულ ვიკიპედიაში თვლების ნახარს, ჩაწერენ რაზვალს. აი ამაზე ვსაუბრობ. - OTOGI Messages 11:27, 7 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]