განხილვა:სარფი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარფში ვინცაა ნამყოფი, არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, რომ ეს სურათი ასახავს ქართული სანაპიროს მხოლოდ ნაგლეჯს, ხოლო სურათზე რაც ჩანს ძირითადად (მეჩეთის მიმდებარე...), ეს თურქული მხარეა. ასე რომ, ეს სურათი ამოსაღებია. — დავით პასუხი 05:18, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჰო, გიდასტურებ. :) ვიკისაწყობის კატეგორიაში არის რამდენიმე სურათი და შეგვიძლია იქიდან რომელიმე ამოვარჩიოთ. – BruTe () 06:34, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰოუ, მაგრამ მე ვერ ამოვარჩიე მაქედან :)). აი ეს ქართული მხარეა გამშვები პუნქტისა. არც ეს მომწონს, მაგრამ მაგ კატეგორიიდან მგონი ყველაზე ნორმალურია... — დავით პასუხი 06:38, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მაშინ ცოტა დავიცადოთ და მერე ავტვირთავ რამე წესიერს (დიდი ალბათობით მოვხვდები მაქეთკენ). – BruTe () 06:41, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ოქაჲ. დაგიცდით ვიღიმიდავით პასუხი 06:42, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
რა მნიშვნელობა აქვს ქართული მხარე ცოტა ჩანს თუ არა. ეგ ხომ მაინც ერთი სოფელია გაყოფილი შუაზე და ორი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქცეული--David 07:05, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჩვენ გვინდა რომ ერთი სოფელი იყოს. სინამდვილეში ორი სოფელია, ერთი სარფი, მეორე სარფ :). ერთი აჭარაში, მეორე ართვინში. ქართულ და თურქულ სარფზე ცალ-ცალკეა სტატიები საჭირო (ისევე, როგორც ყველა სხვა ვიკიში). — დავით პასუხი 07:17, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ეს იმიტომ, რომ ყველა მონაცემი სხვადასხვაა. როდესაც წერ, რომ სარფის მოსახლეობაა 858 კაცი, ეს ხომ მხოლოდ ქართულ მხარეს ეხება? ან თუნდაც მუნიციპალიტეტს როცა უთითებ... ცალ-ცალკეა საჭირო სტატიები. — დავით პასუხი 07:18, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]