განხილვა:სალთახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

Saltaq რომ სალთახი არის წყარო გვაქვს რამე? --ჯაბა 1977 19:59, 26 ივლისი 2016 (UTC)

არა, მხოლოდ ინგლ. ვიკი Saltaq (also, Saltax and Saltakh) --ცანგალა () 08:49, 29 ივლისი 2016 (UTC)

აჰა. სჯობს მაშინ დაიწეროს ძირითადი სათაურის მიხედვით. აზერბაიჯანული ანბანი ხომ არ გამოვიყენოთ ხოლმე? --ჯაბა 1977 09:23, 29 ივლისი 2016 (UTC)

ვთქვათ სათაური დაიწერა აზერბაიჯანულად, შემდეგ ტექსტში რა მივუთითოთ როგორ იკითხება Ş ş, Ç ç , Ə ə თვითონ მომხმარებელმა წაიკითხოს როგორც მას სურს? ქართულში ვიკიში არაბულ სოფლებს არაბულ ენაზე შემოვიტანთ? სომხეთის სოფლებზე რა ქართულ წყაროს მიმართე? -ცანგალა () 09:33, 29 ივლისი 2016 (UTC)

მომხმარებელი წაიკითხავს იმას რასაც დავწერთ (და მე მგონი აქ ვცდილობთ სწორად დავწეროთ). სომხურ სოფლებს რაც შეეხება ის დავწერე ისე როგორც სომხურად იკითხება გამოვიყენე სომხური ანბანი და დავიცავი ბუნებრივია ის წესები როგორც შესაძლოა შემოსულიყო ქართულში. სწორედ ამას გთხოვ შენც. არ მესმის აზერბაიჯანულ სოფელზე ინგლისური ვიკიპედია რად უნდა გამოიყენო წყაროდ? Saltaq სიტყვაში დარწმუნებული ხარ t არის თ და q - ხ.? --ჯაბა 1977 10:14, 29 ივლისი 2016 (UTC)

მეგობრებო, სამწუხაროდ აზერბაიჯანული მართლწერა ძალიან თავისებურია. განსხვავებით თურქულისაგან, ერთიანი პრინციპები არ აქვს და სხვაგვარად იკითხება, სხვაგვარად იწერება... ასოთა ერთი და იგივე კომბინაცია სხვადასხვა სიტყვაში შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოითქმოდეს. მოცემულ სიტყვაში (Saltaq) ბოლოკიდური q დაახლოებით ძვ. ქართული ჴარის ეკვივალენტია, თუმცა ქართული სახელი „გელა“ აზერბაიჯანულად ამავე ასოთი იწყება: Qela. ასე რომ, აზერბაიჯანული ანბანის დამატება დ:უბგქ-ში დიდ შედეგს ვერ მოიტანს. Deu. 10:13, 29 ივლისი 2016 (UTC)
t ნამდვილად არის თ, რადგან აზერბაიჯანულში ტ და კ არ არსებობს. რაც შეეხება q-ს, ის სხვადასხვა ვითარებაში შეიძლება იყოს გ, ქ, ხ. რაიმე პრინციპი არ არსებობს და შეუძლებელია გამოცნობა, თუ ენა არ იცი. Deu. 10:16, 29 ივლისი 2016 (UTC)
ლათინური ასოებით სოფლის სათაურის დაწერის წინააღმდეგი ვარ. ასეთი რამ ქართულ ენაში არაა მიღებული. და ვიკიპედიაშიც არ გვაქვს ამის პრაქტიკა. ამას ჯობია, ვინმე სპეციალისტს დავუკავშირდეთ აზერბაიჯანული ენისა და ვკითხოთ. Deu. 10:17, 29 ივლისი 2016 (UTC)

ლათინური ასოებით დავწეროთო ვინ თქვა? --ჯაბა 1977 10:19, 29 ივლისი 2016 (UTC)

მგონი ცანგალამ მასე გაიგო :). Deu. 10:20, 29 ივლისი 2016 (UTC)
დიახ, მე მასე გავიგე, რომ სათაურები დაიწეროს აზერბაიჯანულ ენაზე. აზერბაიჯანული ენა — ამ სტატიაში სად წერია, თუ რომელი აზერბაიჯანული ბგერა როგორ გადმოიცემა ქართულში. ამიტომ ვსარგებლობ თურქული ენის ანბანს. სანამ წერას შევუდგებოდი ვკითხე ენის სპეციალიტს მომხმარებლის განხილვა:Island#თხოვნა. სომხური ენა ამ სტატიაში მითითებული არის სომხური ბგერათა გადმოცემა ქართულში. Saltaq სიტყვაში დარწმუნებული ხარ t არის თ და q - ხ.? — ეს ვერ გავიგე. აზერბაიჯანულ ვიკიში წერია Saltaq (əvvəlki adı: Saltax). მე ქართულად დავწერე სალთახი. სად არის შეცდომა?--ცანგალა () 10:45, 29 ივლისი 2016 (UTC)

აშკარად შემცდარხარ ცანგალა. ამიტომ კარგად უნდა წაიკითხო ვინ რას გწერს. --ჯაბა 1977 11:24, 29 ივლისი 2016 (UTC)