განხილვა:საბუღალტრო აღრიცხვა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუხჰალტრული აღრიცხვა - ქსე, ტ. 2, გვ. 597, თბ., 1977 და არა ბუღალტრული აღრიცხვა.--ცანგალა () 17:40, 21 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეგ წყარო ამ შემთხვევაში მოძველებულია. ნახეთ პარლამენტის ბიბლიოთეკის გვერდზე "საბუღალტრო აღრიცხვა" [1] - ალ-ო     @ 18:24, 21 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]
შენი ინფორმაციის მერე მეც ჩავიხედე გუგლში და ძალზე ბევრი არის უკვე როგორც ბუღალტერია დამკვიდრებული. მაგრამ წარმოიდგინე ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 1990,ტ. 1, გვ. 138 წერია ბუხჰალტერი, ბუხჰალტერია. აქვე მინდა დავწერო თუ როგორ არის წარმოქმნილი სიტყვა ბუხჰალტერია - გერმ. Buch - წიგნი, დავთარი და halten - ფლობა, შენახვა - ქსე, ტ. 2, გვ. 597, თბ., 1977. იქნებ ვიკიპედიამ შესძლოს სწორი ფორმის დამკვიდრება.--ცანგალა () 18:40, 21 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]
ყველა სიტყვა განიცდის ევოლუციას. მაგ სიტყვას შენ ვეღარ დააბრუნებ. :) ა.
გეთანხმები, მაგრამ ხომ გაგიგია ცდა ბედის მონახევრეაო უცხო სიტყვათა ლექსიკონი. --ცანგალა () 19:13, 21 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი, რომელიც ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ერთობლივ 2008 წლის გამოცემას "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონს". ლექსიკონი მოიცავს საკონონმდებლო ტერმინებს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, იძლევა დაწვრილებით ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელ საკანონმდებლო აქტში და კონკრეტულად რომელ მუხლშია ესა თუ ის ტერმინი მოცემული. საინტერესოა ამ ლექსიკონის შემქმნელებმა რის საფუძველზე შეცვალეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. მე მხოლოდ იმას დავამატებ „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“. --ცანგალა () 20:06, 21 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვკითხულობთ ENGLISH-GEORGIAN DICTIONARY-ინგლისურ-ქართული ლექსიკონი - © Welcome2Sakartvelo [html] - 71.9 kb - 07.08.2008 counting-house კანტორა; ბუხჰალტერია.

აი კიდევ რა აღმოვაჩინე. ბუხჰალტერი - იხ. ბუალტერი (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, გვ. 1199, თბ. 1950) ბუალტერია - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, გვ. 1193, თბ. 1950. ე. ი. ეს ძველი ნორმა იყო. რადგან უფრო გვიან გამოცემულ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (1990) წერია ბუღალტერი - იხ. ბუხჰალტერი. რატომ შეიცვალა ბუღალტერი ბუხჰალტრად? ეს სიტყვა გერმანულიდან და რუსული ენის მეშვეობით არის ქართულში დამკვიდრებული. ამ სიტყვის ორივე ფორმა იყო მიღებული, მაგრამ იცვლებოდა მთავარი სიტყვა. ამჟამად 1950 წელს თუ 1990 წელს დამტკიცებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმაა მიღებული? საინტერესოა როგორ აქვთ გადაწყვეტილი ეს ენათმეცნიერებებს? ჩემი პირადი აზრით ბუღალტერია ადვილად წარმოითქმის, ხოლო ბუხჰალტერია - თუ საიდან არის სიტყვა წარმოშობილი. მე პირადადა მეორეს მივანიჭებდი უპირატესობას. დასკვნა:შეცდომა არც ერთი არ არის, მაგრამ ბუხჰალტერი უფრო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმაა. (თუ არ შეიცვალა 1990 წლის შემდეგ).ცანგალა () 21:51, 21 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]


გერმანულზე? კარგი და ინგლისურად bookkeeping არის და რა ვუყოთ ამას ,მივბაძოთ? არ ვიცი თქვენ როგორ ხართ ამასთან დაკავშირებით,მაგრამ იმას მაინც ენდეთ,ადამიანი პედაგოგია,ვისაც ვკითხე და ახლა,თანამედროვე ენაში ჰ ები არ იხმარეობა.მერეც, ვინც ჩაასწორა...ჯერ ძალიან კარგად დაფიქრდეს,სანამ ჩემს სტატიებთს შეეხება.სტატიას მე ვწერ და მე ვაგებ პასუხს.გარჩევა ჩემთან გაგრძელდეს,სანამ დასკვნას არ გამოვიტან .მანუკა

ცანგალა პირადად რა გგონია ან რა გეადვილება,არის ერთი საკითხი,პირადად შენი და საკუთარი,რაც მთლად არ უნდა გამოდგეს და ვერც გამოდგება არგუმენტად ათასობით სხვა ადამიანისათვის. მანუკა.


ვიკიციტატა
„თანამედროვე ენაში ჰ ები არ იხმარეობა“
ეუუუ! მანუკას ტვინი ქონია. —დათო 13:48, 22 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]


ამ...ხანა...გე ბო. გაიგეთ ერთი რამ.ჰსთქვა.,.ჰ ამ გაგებით არ იხმარება თანამედროვე ენაში. რაც შეეხება ცანგალას,ინგისურ–ქართული ლექსიკონს, გასარკვევია კიდევ ,გადაამოწმა თუ არა მისმა ავტორმა ჩვენთვის საჭირო მონაცემები.

ერთი საკითხია  შემისწოროთ შეცდომა,თუმცა საქმე შეცდომაზე კი არა,მოსაზრების სისწორეზეა.

შევეცდები უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩემი მოსაზრების სიზუსტისა და სისწორის დასამტკიცებლად. არც ერთი ფორმა ჩვენთვის შეცდომა არაა და თუ ასე განაგრძეთ,შეცდომის გასწორებასთან ერთად იმ ადამიანებსაც დაკარგავთ,რომელსაც სურვილი აქვთ დაეხმარონ ამ საჭირო საიტს. მე რომ მართალი აღმოვჩნდე,ცოტა უხერხული იქნება თქვენი მხრიდან ასეთი ქმედებები. თუმცა,მადლობ იმისათვის,რომ ყურადღება მომაქციეთ და დახმარებას ცდილობთ.--Manuka 15:01, 22 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]


http://www.nplg.gov.ge/ec/catalog.php?lang=en&db=cart&pft=biblio&rnum=10&uid=657&from=81

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი ბასს 32 : (გადასინჯ. 1998 წელს) : ფინანსური ინსტრუმენტები: ახსნა-განმარტება და წარდგენა / [თარგმნ. ინგლ.] ; ბასსკ - [თბ., 1997] - 60გვ. ; 20სმ. - : [1ლ.80თ.][MFN: 13240]

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი ბასს 34 : შუალედური ფინანსური ანგარიშგება / [თარგმნ. ინგლ.] ; ბასსკ - [თბ., 1997] - 39გვ. ;

ბუხჰალტრული აღრიცხვა სოფლის მეურნეობაში : საკონტრ. სამუშაოებისა და საკურსო პროექტების დავალებები 1740 სპეციალობის-ბუხჰალტრული აღრიცხვა და სამ. საქმიანობის ანალიზი სოფლის მეურნეობაში დაუსწრ. სწავლების სტუდ. / საქ. სას.-სამ. ინ-ტი ; [მთარგმნ.: ლ. ჩიბურდანიძე, რ. ჩაჩუა ; რედ.: ი. გოდერძიშვილი] - თბ., 1987 - 41გვ. ; 20სმ. - : უფ., 500ც.[MFN: 13365]

ბუღალტრული აღრიცხვა სოფლის მეურნეობაში : პროგრამა უმაღლ. სას.-სამ. სასწ. 1715 და 2035 სპეც. "სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია" და "ეკონ. კიბერნეტიკა " / სსრკ სახ. აგროსამრეწვ. კომ., საქ. სას.-სამ. ინ-ტი ; მთარგმნ.: რ. ჩაჩუა, რ. ძაძამია ; რედ.: ი. გოდერძიშვილი] - თბ., 1987

http://www.reforms.ge/Default.aspx?tabid=133

ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების რეგულირების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიამ 2005წლის 5/IV #9 დადგენილებით დაამტკიცა მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტი (მსს), რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 1/I-დან. ამ პროფესიის ბევრ წარმომადგენელს, განსაკუთრებით ახალბედებს ესაჭიროებათ გარკვეული დახმარება, სტანდარტებით განსაზღვრული ნორმების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით. საგნის შესასწავლი პროგრამა უნდა მოიცავდეს მსს-ს თითქმის ყველა ნორმის განხილვას პრაქტიკული მაგალითების ფონზე, განსაკუთრებით ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის გამოყენებით http://marji.edu.ge/fakultetebi/bugaltruli%20agricxva.htm

 http://marji.edu.ge/fakultetebi/bugaltruli%20agricxva.htm

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=175

მე ზემოთ მგონი გარკვევით დავწერე, რომ შეცდომა არც ერთი არ არის. შენს მიერ მითითებულ გვერდზეც ორივე ვარიანტი წერია. აქ პირადად სხვა საკითხს ვსვამ, რომელზეც შენც და მეც ვერ გავცემთ პასუხს. და რომელსაც მხოლოდ ენათმეცნიერებები გვიპასუხებენ და არა ფინანსისტები. დღესდღეობით საქართველოში „ამხანაგებო“ შეცვლილია „ქალბატონებით და ბატონებით“, ამას მოწმობს აგრეთვე ბუხჰალტერია ბუღალტერიით შეცვლა. ვიკიპედიაში კი თუ არ ვართ ვცდილობთ მაინც მეგობრები ვიყოთ და ერთად დავეხმაროთ ამ მნიშვნელოვან პროექტ ვიკიპედიას. ვიღიმი ხელმოწერა ნუ გავიწყდება. ცანგალა () 15:44, 22 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]


შეცვლასთან დაკავშირებით მოხდა აჩქარება, სანამ რამეს შევცვლიდეთ,უნდა შევთანხმდეთ მეთქი. მეორე,ახლანდელ პერიოდში არ იხმარება ბუხჰალტერია.საძიებლად მომართული ადამიანი ვერ იპოვის ბუღალტერიას ,რადგან სწორედ მას აკრეფს ძიებაში და არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან,რადგან მგონი..რომ შევთანხმდით,შეცდომა არ არის არც ერთი ფორმა. ჩვენ შეგვეძლო ბუღალტრულ ააღრიცხვის შესავალში დაგვეწერა,რომ არის ფორმები ბუღალტერი.ბუხჰალტერი და ბუჰღალტერიც კი.ეგ იქნებოდა სავსებით გასაგები.თქვენი მხრიდან ცვლილება,არ იყო მართალი და სამართლიანი.

რაც შეეხება ამხანაგებს.არ მეგონა,ცანგალას იუმორის გრძნობასთან დამეგობრებას მეცნიერებისადმი ლტოლვა თუ დაუშლიდა ხელს. თანამედროვე არც ერთი ორგანიზაცია ბუხჰალტერს არ წერს. თქვენი  :)) --Manuka 15:56, 22 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

ნაჩქარებ შეცვლასთან დაკავშირებით გეთანხმები, მაგრამ ეს ცანგალას დამსახურება არ არის. რაც შეეხება ხუმრობას - ცანგალას ხუმრობა ძალზე ძალზე უყვარს. ცანგალა () 16:38, 22 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]
ძიებასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. უბრალოდ ბუღალტერიდან გაკეთდება გადამისამართება. ძიებაში გინდ ბუღალტერი ჩაწერე, მაინც ბუხჰალტერს ამოაგდებს :). —დათო 16:50, 22 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]


ახლა, რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ერთმანეთის შეცდემოების გასწორებით დავკარგავთ ადამიანებს და ა.შ.:

შენიშვნების მიცემა და შეცდომების გასწორება რატომღაც მტრობად მიიჩნევა საქართველოში, არადა ნებისმიერი ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს სწორადაც რომ. მე არაერთხელ გამისწორებია სხვებისთვის გრამატიკული, თუ სხვა ტიპის შეცდომა და სხვებსაც გაუსწორებიათ ჩემთვის. ეს ნორმალური მოვლენაა ჩემი აზრით.

იმასთან დაკავშირებით, რომ "ბუალტერი(ა)" უფრო გავრცელებულია და საერთაშორისო სტანდარტების თარმანებიც
სწორად ამ ფორმას იყენებენ:

ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ვინც თავიდან თარგმნა ეს სტანდარტები ლექსიკონში არ ჩაუხედავს. ამას გარდა უამრავ სხვა დამახინჯებულ ფორმას ხმარობს დღეს უმრავლესობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ამ ფორმებით უნდა ჩავანაცვლოთ "მოძველებული" სწორი ფორმები. უმრავლესობის აზრი ჭეშმარიტებას არ უდრის.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვბაძავთ გერმანელებს და ინგლისურში საერთოდ "BOOKKEEPINGIA" და ა.შ.:

ქართულ ენაში უამრავი უცხოური სიტყვაა შემოსული ლათინურიდან, ძველი ბერძნულიდან, ფრანგულიდან, ინგლისურიდან და ა.შ. ასე მოხდა, რომ ეს სიტყვა გერმანულიდან შემოვიდა ქართულში, ეს არის და ეს. ენათმეცნიერი არ ვარ და დარწმუნებით ვერ გეტყვით "ბუღალტერია" სწორი ფორმა, თუ "ბუხჰალტერი", თუმცა ჩემს სუბიექტურ დაკვირვებებს გაგიზიარებთ. როდესაც ქართულ ენაში უცხო ენიდან შემოდის სიტყვა, ის ორიგინალურთან მაქსიმალურად მიმსგავებული ფორმით მკვიდრდება ქართულში, როგორც წესი. მაგალითად, "CAESAR" - კეისარი, და არა "ცეზარი", როგორც სხვა თანამედროვე ენებშია გავრცელებული (ყველა მაგალითს ნუ ჩამომათვლევინებთ). ამ ლოგიკით სწორად "ბუხჰალტერი(ა)" უნდა იყოს სწორი ფორმა, რამეთუ გერმანულში "buchhalter" (- "ბუხჰალტერ") ზუსტად ასე გამოისახება. Ottoshmidt 19:56, 26 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]


"ბუხჰალტრული აღრიცხვა", თუ "საბუხჰალტრო აღრიცხვა"[წყაროს რედაქტირება]

და საერთოდ რომელია სწორი ფორმა, "ბუხჰალტრული აღრიცხვა", თუ "საბუხჰალტრო აღრიცხვა" და რატომ? Ottoshmidt 08:36, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბუხჰალტრული აღრიცხვა - ქსე, ტ. 2, გვ. 597, თბ., 1977. რატომ? ქსე (მართალია საბჭოთა ენციკლოპედიაა) შექმნილია ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით და სპეციალისტების მიერ. აქვე მინდა ავღნიშნო მეორე ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997, სტატია „ბუხჰალტერია“, გვ. 514. ამ სტატიაში ორივე ფორმაა გამოყენებული. ძიებას ვაგრძელებ. ვიღიმი . ამ სტატიისთვის მე მაინც ბუხჰალტრული აღრიცხვას მივიჩნევ სწორ ფორმად. --ცანგალა () 09:51, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ბუხჰალტრული და საბუხჰალტრო - პარალელურ ფორმებად მიიჩნევა ქართულ ენაში. მათი მკაცრად გამიჯნა არ არის საჭირო.
სა-ო - დანიშნულების ანუ ბუხჰალტრისთვის განკუთვნილი;
ბუხჰალტრული - მანერაზე, წესზე. აქედან გამომდინარე ამ სტატიის სათაური აუცილებლად უნდა ბუხჰალტრული აღრიცხვა.--ცანგალა () 17:46, 28 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
  • ბუღალტრული მოგება - თანამედროვე ეკონომიკური განმარტებითი ლექსიკონი, ავტორი: როზეტა ასათიანი, 2009 წ.
  • ბუღალტერია - უცხო სიტყვათა ლექსიკონი (სასკოლო გამოცემა), ავტორი: მიხეილ ჭაბაშვილი, 1999 წ.
  • ბუღალტრული აღრიცხვა - საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2009 წ.
  • საბურალტრო აღრიცხვა - ეკონომიკის პრინციპები, გრეგორი მენქიუ, 2000 წ.
  • ბუღალტრული აღრიცხვა - ACCA-ის წიგნი ფინანსური ანგარისგების მომზადება, 2003 წ.
  • საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
  • და უამრავი სხვა წიგნი :) – ოთარი () 17:40, 15 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]
ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997, სტატია „ბუხჰალტერია“, გვ. 514. ამ სტატიაში ორივე ფორმაა გამოყენებული (ბუხჰალტრული და საბუხჰალტრო).
ბუღალტერი, ბუღალტერია იხ. ბუხჰალტერი, ბუხჰალტერია - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, გვ. 138, თბ., 1990 - ყველა შენს მიერ ჩამოთვლილ ავტორებს და ფედერაციას აქვს დარღვეული ქართული სალიტერატურო ნორმა.— ცანგალა () 22:40, 20 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]
გადასატანია „ბუღალტრული“-ზე. დღეს გამოიყენება მხოლოდ ტერმინი „ბუღალტრული“ და არა „ბუხჰალტრული“. წყაროები ზევითაცაა მოყვანილი. გიო ოქრო 20:40, 20 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
ხვალ ბიბლიოთეკაში ახლადგამოსულ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს მოვიძიებ და ვნახოთ იქ რა წერია.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 15:22, 30 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
  • ბუხჰალტერია, ბუხჰალტრული ანგარიშგება - ქსე,2, 597;
  • ბუხჰალტერი, ბუხჰალტერია - ქართ. ენის განმ. ლექს. ტ.1, 1950, გვ. 1199; ქარ. ენ. გან. ლექ. ერთტომეული, 1986, გვ. 66;
  • საბუხჰალტრო - ქეგლ ერთტ, 1986, 383
  • ბუღალტერი, ბუღალტერია, ბუღალტრული, საბუღალტრო აღრიცხვა - ქეგლ, 2008, გვ. 1107.-Surprizi (განხილვა/წვლილი) 09:20, 1 მაისი 2022 (UTC)[უპასუხე]
    გამოდის, ახალი ნორმებით უპირატესი ფორმაა ბუღალტერია. გადავიტანოთ. გიო ოქრო 10:58, 1 მაისი 2022 (UTC)[უპასუხე]