განხილვა:რუსული ბაზების გაყვანა საქართველოდან

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ბაზების გაყვანა“ სწორია? --M. განხილვაწვლილი 09:39, 28 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

უკეთესი ვერ მოვიფიქრე. Any ideas? — Melberg მიწერა 10:59, 28 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
„ბაზების გატანა“ უფრო სწორად ჟღერს ჩემთვის. მანქანა მყავს/მაქვს საკითხია. ასევე შესაძლებელია „გაუქმებაც“ --M. განხილვაწვლილი 11:11, 28 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების შესახებ“ ტერმინ „გაყვანას“ იყენებს, და მემგონი სწორია: გაუქმება, პრინციპში, არ ყოფილა, მოხდა გაყვანა და გიუმრისა და ჩრდილოეთკავკასიის დაჯგუფებასთან შერწყმა.--— Melberg მიწერა 11:14, 28 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ორივეს იყენებს, გრამატიკულად რომელია სწორი, ის ვიკითხე, გრამატიკაში კი კანონები და დადგენილებები არაა სანდო. ჯარსა და პერსონალთა მიმართებაში გაყვანაა სწორი, ტექნიკასა და აღჭურვილობასთან მიმართებაში გატანა. ბაზა ორივეს აერთიანებს და ამიტომ არის სათუო. ისე სიტყვათშეტანხმება „ბაზების გატანა“ მეტად იგუგლება, ე. ი. მეტად გამოიყენება, ვიდრე „ბაზების გაყვანა“ --M. განხილვაწვლილი 11:20, 28 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანა/გაუქმების პროცესისათვის ხელშეწყობის შესახებ - აშკარად, გაყვანას იყენებს :) ბაზების გაყვანა - 6,910 რეზულტატი ბაზების გატანა - 170 რეზულტატი (ისიც, უფრო მონაცემთა ბაზებს და არა სამხედრო ბაზებს ეხება. როგორაა გატანა მეტად გამოყენებადი? :D--— Melberg მიწერა 11:26, 28 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ბრჭყალებით გაქვს დაძებნილი. ბრჭყალების გარეშე სცადე ორივე --M. განხილვაწვლილი 11:32, 28 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ბრჭყალებით, ცალ-ცალკე რომ ეძებს თითო სიტყვას, არ გვჭირდება. ბრჭყალებით ზუსტად ამ ორი სიტყვის ერთად გამოყენებას ვადგენ, და ცალსახაა, რომ გაყვანა უფრო გამოყენებადია :) --— Melberg მიწერა 11:37, 28 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეს არ ვიცოდი. --M. განხილვაწვლილი 11:46, 28 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
აქტუალური ტერმინია ბაზების გაყვანა და არა გატანა. სათაურში პრობლემას ვერ ვხედავ. - OTOGI Messages 13:54, 28 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]