განხილვა:რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყარო - არსებობს სტატია სხვა ენოვან ვიკიპედიებში - კი, ბატომო, მაგრამ მიუთითეთ წყარო, თუნდაც სხვაენოვანი ვიკიპედიებიდან.--Zolokin განხილვაწვლილი 07:33, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მკითხველი უფლებამოსილია, იცოდეს, რა წყაროებით სარგებლობდა სტატიის შემდეგენელი. მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან თემას ეხება. --Zolokin განხილვაწვლილი 07:53, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მითითება არ სჭირდება, გვერდით გამოტანილია სხვა ენოვანი ვიკიპედიის ბმულები. ინგლისურის და რუსულის. ვიღიმი - GIO---->>13 განხილვაწვლილი 08:40, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, ვერ დაგეთანხმებით. მაგ ლოგიკით, არცერთ სტატიას, რომელსაც აქვს ენათშორისი ბმულები, წყაროს მითითება არ სჭირდება, რაც არ არის სწორი. წყაროს მითითება აუცილებელია, ამ სტატიის ღირებულების და სანდოობის საჩვენებლად. რუსულში და ინგლისურში მე ვხედავ რა წყაროებს ეყრდნობიან, მაგრამ რატომ არ უნდა ვიცოდე რა წყაროებს ეყრდნობა ქართული სტატიის შემდგენელი? თქვენი ლოგიკით, ინგლისურ ვიკიპედიაში უკვე მითითებულია წყაროები და მაშინ რატომღა უთითებს რუსული სხვა წყაროებს? მე, ქართული ვიკიპედიის მკითხველმა (ვთქვათ არ ვიცი ან ინგლისური, ან რუსული) უნდა ვიცოდე, საიდან არის სტატიაში მოტანილი ინფორმაცია აღებული.--Zolokin განხილვაწვლილი 10:00, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

რა წყაროები მივუთითო? ჩამოვწერო ცნობილი ქართველი ისტორიკოსები და მათი წიგნების სათაურები რომლებიც ამ თემას ეხება?კი ბატონო ეგ პრობლემა არაა :) დავასრულებ სტატიას და მაგასაც გავაკეთებ, უბრალოდ ერთდროულად ხომ ვერ ვიზამ?— Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 10:43, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

არა. ის წყარო, რომლიდანაც ინფორმაცია აიღეთ. <ref>თვითონ წყარო</ref> აბზაცის ბოლოს.— გიორგი, 10:46, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, ესე იგი ამუშავებთ. სტატიის თავში ჩაუსვით თარგი {{მუშავდება}} (მაგ. {{[[თარგი:მუშავდება/მომხმარებელი:პეტრე|/მომხმარებელი:პეტრე]]}}) და გაუგებრობა აღარ იქნება. სტატია საინტერესოდ იკითხება და მენანება. მინდა, რომ სრულფასოვანი იყოს. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 10:51, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

წყაროდ აღებული მაქვს მაგ. ი.ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია IV ტომი.კიდევ რამდენიმე სხვა წიგნი რომელიც საქართველო რუსეთის ურთიერთობის ისტორიას ეხება.ეგ წიგნები მე მაქვს და მათი გამოყენებით ვხელმძღვანელობ სტატიის წერისას. მაგრამ არსებობს კი ამ წიგნების ელექტრონული ვერსია რომ მივუთითო?— Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 10:54, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

თქვენ რასაც ამბობთ (ჩამოვწერო ცნობილი ქართველი ისტორიკოსები და მათი წიგნების სათაურები რომლებიც ამ თემას ეხება?) ეგ არის ლიტერატურა თემასთან დაკავშირებით. წყარო კი არის ის, რაც გიორგიმ გითხრათ (ის წყარო, რომლიდანაც ინფორმაცია აიღეთ). ამ შემთხვევაში სტატიის ბოლოს გექნებათ მითითებული წყაროც და ლიტერატურაც (თემასთან დაკავშირებული), რაც სტატიის ღირსებაა. არ არის აუცილებელი არსებობდეს წიგნის (წყაროს, ლიტერატურის) ელ. ვერსია. მთავარია მკითხველს მივუთითოთ, თუ სად შეიძლება გაიღრმავოს ცოდნა საკითხთან დაკავშირებით. --Zolokin განხილვაწვლილი 10:58, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ელექტრონული ვერსია რა შუაშია? მიუთითეთ წიგნის ავტორი, წიგნის სახელწოდება, გვერდი, ტომი. ასევე კარგი იქნებოდა წიგნის ეროვნული ბიბლითეკის ნომრის მითითება.— გიორგი, 11:00, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

შემოწმება რა არის?როგორ კეთდება?სტატიაში ჩემს მიერ შეტანილი ცვლილებების ჩვენება როგორ უნდა მოხდეს?რატომ არის ძველი ვერსია დარჩენილი ჩვეულებრივი მკითხველისთვის(არარედაქტორისთვის).--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 17:26, 20 ოქტომბერი 2011 (UTC) გასაგებია მადლობა დახმარებისთვის— Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:01, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

თანამედროვე ეპოქა[წყაროს რედაქტირება]

სტატია გავრცობას საჭიროებს, რადგან ძირითადად ისტორიული პერიოდია აღწერილი და არაფერია ნათქვამი საბჭოთა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პერიოდებზე.--დათო1010 08:50, 17 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]