განხილვა:რუსეთის ფედერალური კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რატო აუქმებთ ცვლილებებს და შლით კატეგორია:პარლამენტები ქვეყნების მიხედვით ? --95.104.99.70 09:49, 6 აპრილი 2018 (UTC)

იმიტომ, რომ ზედა დონის კატეგორიაა. - OTOGI Messages 09:50, 6 აპრილი 2018 (UTC)

ბოდიში, -ზედა დონის კატეგორია- ვერ მივხვდი რას გულისხმობ. რუსეთის ფედერალური კრება არის რუსეთის პალამენტის რომელიც შედგება ორი პალატისგან... და აქ თუ არ ჩავსვით ეგ კატეგორია აბა სად უნდა მაშინ ?--95.104.99.70 09:52, 6 აპრილი 2018 (UTC)

უნდა შეიქმნას კატეგორია რუსეთის პარლამენტი, რომელშიც გაწერილი იქნება კატეგორია:პარლამენტები ქვეყნების მიხედვით. მაგ., არსებობს კატეგორია:საქართველოს პარლამენტი, რომელშიც არის ჩანაწერი კატეგორია:პარლამენტები ქვეყნების მიხედვით. - OTOGI Messages 10:00, 6 აპრილი 2018 (UTC)

გასაგებია, მაგრამ ინგლისურ და რუსულ ვარიანტში ამ დასახელების სტატიების კატეგორიებშიც წერია . მითუმეტეს ქართული ვიკიპედია იმ მაშტაბის ჯერ არაა რომ ყველა სტატიას თავისი კატეგორია შეუქმნა და მერე ის გლობალურ კატეგორიებში ჩააგდო. ანუ სანამ მაგ მაშტაბზე გავალთ ჩემი აზრით (მიღებული პრაქტიკაა სხვა მიკიებშიც) სტატიებშიც რომ იყოს გლობალური კატეგორიები უკეთესია.--95.104.99.70 10:04, 6 აპრილი 2018 (UTC)

არავითარ მასშტაბებზე არ არის საუბარი. ორი წუთის ამბავია ამის გაკეთება. გლობალური იქნებოდა მაშინ, თუკი ქართულ ვიკიში იარსებებდა მსგავსი ტიპის 10-ათასობით სტატია. - OTOGI Messages 10:06, 6 აპრილი 2018 (UTC)
ან უკეთესი იქნებოდა შექმნილიყო კატეგორია რუსეთის ფედერალური კრება და შიგნით გაწერილიყო კატეგორია:პარლამენტები ქვეყნების მიხედვით. - OTOGI Messages 10:10, 6 აპრილი 2018 (UTC)
შეიქმნა კატეგორია:რუსეთის ფედერალური კრება, რომელშიც არის ზედა დონის კატეგორია კატეგორია:პარლამენტები ქვეყნების მიხედვით, ხოლო კატეგორია:რუსეთის ფედერალური კრება ამ შემთხვევაში ქვეკატეგორიაა და იგი უნდა იყოს სტატიაში. - OTOGI Messages 10:16, 6 აპრილი 2018 (UTC)
ზოგადად გასაგებია. თუმცა არ ვიზიარებ პოზიციას რომ ყველა სტატიას კატეგორია შევუქმნათ და მერე იმ კატეგორიას ჩავუსვათ გლობალური კატეკორია. მაგ ლოგიკით სტატია სტივენ ჰოკინგს კატეგორიებში -ინგლისელი ფიზიკოსები- არ უნდა ეწეროს. არამედ შევქმნათ ჯერ კატეგორია სტივენ ჰოკინგი და მერე იქ ჩავსვათ კატეგორია:ინგლისელი ფიზიკოსები. ზოგადა რასაც ამბობ ეგ იდეალური შემთხვევაა, მაგრამ ამ ეტაპზე (სანამ ქართული ვიკი კიდევ იფრო დიდ მაშტაბებზე გავა), როცა არ არსებობს სტატიის დასახელების კატეგორია, ლოგიკურია მაშინ გლობალური კატეგორია თვითონ სტატიას ჩაუსვა.--95.104.99.70 10:35, 6 აპრილი 2018 (UTC)