განხილვა:რუბენ აღაბაბიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", გვ. 29, თბ., 1994 — წერია ააბაბიანი, რაც შეცდომაა.--ცანგალა 08:28, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

სომხურ სახელში ურევია „Ղ“, რაც ქართულად „ღ“-ია. გიო ოქრო 08:31, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ამჟამად სომხური არ გვჭირდება რადგან... ეროვნებით სომეხი, საქართველოში მოღვაწე. ე. ი. სომხურიდან არ არის ნათარგმნი. რატომ წერს ზემოთ ხსენებული წიგნი „გ“-ს არ ვიცი. შეიძლება რუსულიდან თარგმნეს.--ცანგალა 10:05, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

რუბენ აღაბაბიანი — მართებულია, ენციკლოპედია „საქართცელო“, ტ. 1, გვ. 259, თბ.1997. ინფორმაციის შერწყმის შემდეგ უნდა წაიშლოს სტატია რუბენ აგაბაბიანი, რადგან მოგვიანებით არის შემოტანილი.--ცანგალა 08:58, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

შერწყმა ვის კომპეტენციაში შედის? გიო ოქრო 09:06, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ყველა მომხმარებლის. ადმინებიც მომხმარებლები არიან. ვიკრიჭები--ცანგალა 09:08, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

შერწყმა შეუძლია მხოლოდ ადმინს. --ჯაბა 1977 14:43, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

შემთხვევით ხომ არ იცი სად გვიწერია?--ცანგალა 17:15, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

რად უნდა ამას სადმე დაწერა? შერწყმისას ხდება ერთი სტატიის წაშლა და მერე მისი ისტორიის აღდგენა. წაშლა-აღდგენა კი ადმინისტრატორის მოვალეობაა. --ჯაბა 1977 17:19, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ადმინისტრატორები— აქ ვერ ვნახე. მე ვიცი, რომ სტატიას აერთებს მომხმარებელი და შეერთების მერე წასაშლელს ადმინი წაშლის. ვითომ ვცდები. პრობლემა არ არის. გვერდი გავუგზავნე ადმინს. მადლობა.--ცანგალა 17:21, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

არა არ ცდები, მე ისტორიების შერწყმაზე ვსაუბრობ. ტექსტის შერწყმა რა თქმა უნდა ყველას შეუძლია. --ჯაბა 1977 17:52, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ახლა ვერ გავიგე. რომელ ისტორიას გულისხმობ მაგ. რუბენ აგაბაბიანის სტატიაში. არც ისტორიების შერწყმა წერია ვიკიპედია:ადმინისტრატორები და არც სხვა ენებში მივაკვლიე ჯერჯერობით. --ცანგალა 17:55, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

სტატიის ისტორიებზე ვსაუბრობ ცანგალა :) ამის შერწყმა მხოლოდ ადმინებს შეუძლიათ, ხოლო ტექსტის დამუშავება ყველა მომხმარებელს. --ჯაბა 1977 17:59, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ნაღდად ვერ გავიგე. სტატიის ისტორიებს რა შერწყმა სჭირდება, როდესაც სტატიის დამუშავება არა შერწყმის შემდეგ ერთი სტატია იშლება. რა შემთხვევაში გვჭირდება სტატიის ისტორიების შერწყმა. ყოველ შემთხვევაში მაგ ფუნქციაც არ უწერიათ ვიკიპედია:ადმინისტრატორები. მადლობა ინფორმაციისთვის.--ცანგალა 18:35, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

სტატიის ისტორიას სჭირდება შერწყმა, რომ მომხმარებლის წვლილი არ დაიკარგოს. მე მეტს ახალს ვერაფერს გეტყვი. იქნებ ვინმე გამოჩნდეს და უკეთესად აგიხსნას. --ჯაბა 1977 18:40, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

გადასარევად ხსნი, ვინმეს გამოჩენა საჭირო არ არის. ამ სტატიის შემთხვევაში ისტორიას შერწყმა სჭირდება?--ცანგალა 18:59, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. კი. --ჯაბა 1977 19:22, 3 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]