განხილვა:რიჩარდ ფეინმანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (29 დეკემბერი, 2008).

გვარი Feynman გამოითქმის ”ფაინმანი”. ინგლისურ ვერსიაში ხაზგასმულია (surname pronounced FINE-man; /ˈfaɪnmən/ in IPA). Alsandro 14:59, 21 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

კიდევ: Feynman ”კარგ კაცს” რომელ ენაზე ნიშნავს - ებრაულად? დასაკონკრეტებელია. Alsandro 15:02, 21 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

კიდევ რამდენიმე შენიშვნა:

  1. ”ლოს-ალამოსი” ეროვნული ლაბორატორიაა ლოს-ალამოსში. პროექტის სახელი იყო ”მანჰეტენის პროექტი” და უმჯობესია კორექტულობისთვის ეს სახელი გამოვიყენოთ.
  2. მოთხრობის სტილისგან თავი უნდა შევიკავოთ; მხატვრული ალეგორიები ენციკლოპედიისთვის შეუფერისია.

keep up the good work! Alsandro 15:13, 21 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]


ქართულად მართებულია ნამდვილად ფეინმანი (უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი) და არა ფაინმანი, ხოლო რაც შეეხება კარგ კაცს-გაუგებრობით მომივიდა.Zangala 14:55, 23 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

ჩიტმა ამბავი მომიტანა ეს ყბადაღებული ლექსიკონი ახალი გამოცემით გამოდისო ამ წელს. გულის ფანცქალით ველოდები! :)) აღდგომას გილოცავ. - ა. Alsandro 16:13, 23 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

სტატიის იერსახისთვის[წყაროს რედაქტირება]

უნდა ავღნიშნო, რომ სტატია შინაარსობრივად კარგია, თუმცა მისი იერსახე ცოტა არ იყოს ენციკლოპედისაათვის შეუფერებელია – ასე მგონია ცხოვრებისეულ რომანს ვკითხულობდე:)). ეგებ მოხერხდეს რამენაირად ქვესათაურთა დახარისხება:ბიოგრაფიაში, მოღვაწეობაში ან როგორც გნებავთ, მხოლოდ ნუ იქნება ასეთი თავისუფალი დასათაურება რომანივით.:))) ნახეთ სხვა უცხოური ანალოგები რაღა მაინცდამაინც რუსული გადმოაკოპირეთ: en:Richard Feynman, de:Richard Feynman...

და ერთიც, რამდენიმე სურათს არ ახლავს არც წარწერა სტატიაში და არც ლიცენზია აღწერის გვერდზე!

პატივისცემით --Rastrelli F 11:39, 12 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

განსაკუთრებით გვერდის ავტორს!
მაქვს ასეთი წინადადება ჩემივე შენიშვნების გამო:
  • ბიოგრაფია
ამაში შევა ბავშობა, პირადი ცხოვრება და პირველი სიყვარული (ლოს ალამოსის გამოკლებით), უკანასკნელი დღეები.
  • შრომები
ამაში კი – მუშაობა ლოს-ალამოსის ჯგუფში, ომისშემდგომი პერიოდი და მისი წვლილი მეცნიერებაში, "შატლი"-ს კატასტროფის გამოკვლევა...
  • საინტერესო ცნობები
ფეინმანის ავტომობილი
არეულია ბიბლიოგრაფია, ლიტერატურა და რესურსები.

პატივისცემით – Rastrelli F.B. 08:20, 20 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

S.O.S.[წყაროს რედაქტირება]

ინფოდაფაში რამდენიმე ველი არ ჩნდება მიშველეთ :( --Rastrelli F.B. 07:07, 25 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]