განხილვა:რეპრუა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისე ძიშხა კი წაიშალა, მაგრამ ამ საიტის მიხედვით, მართლა საქართველოს უმოკლეს მდინარედ არის დასახელებული: საქართველოს რეკორდული მაჩვენებლები.--Zolokin განხილვაწვლილი 15:47, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ეგ საიტი ავტორიტეტული არაა. — ჯაბა ლაბაძე () 15:50, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

შესაძლოა.--Zolokin განხილვაწვლილი 15:53, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ახლა ვთხოვე მეგობარს, რომ ქსე–ში გადაემოწმებინა და აღმოჩნდა, რომ არც რეპრუა და არც ძიშხა იქ არ არის. ცოტა უცნაურია. ქართულად სხვა სახელი ხომ არ ქვია?--Zolokin განხილვაწვლილი 16:12, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
არც მითითებული რუსული საიტია ავტორიტეტული: Клуб Путешествий «Крылья» является дочерней компанией авиакомпании «Уральские авиалинии».Zolokin განხილვაწვლილი 16:23, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

შესაძლოა. — ჯაბა ლაბაძე () 16:24, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე მაინც აფხაზურ–რუსული პროპაგანდის ნაწილი მგონია ყურადღების მიქცევის მიზნით. ვეცდები დავაზუსტო გეოგრაფიის ინსტიტუტში, ისევე როგორც ოსეთის კავკასიონის საკითხი.--Zolokin განხილვაწვლილი 16:41, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


ხალხო, საერთოდ შესაძლებელია განისაზღვროს რომელი მდინარეა ყველაზე პატარა? ეს თეორიულადაც კი შეუძლებელია, ისევე როგორც ვერავინ იტყვის, რომელია ყველაზე დაბალი მთა, ყველაზე პატარა ტბა და ა. შ. შესაძლოა დაადგინო უდიდესი, მაგრამ უმცირესს ამ შემთხვევაში როგორ დაადგენ? მე უბრალოდ ვერ ვხვდები... უამრავი არაავტორიტეტული წყარო არსებობს და მგონია რომ აქაც ასეა... — D.DEU. პასუხი 18:05, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არც მე ვიცი რა კრიტერიუმები არსებობს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. გინესის წიგნი არაა ავტორიტეტული?--Zolokin განხილვაწვლილი 18:06, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ჰო, მაგრამ მითითებული წყაროებიდან არცერთი არაა გინესის წიგნი: ერთი ტურისტული ფირმის საიტია, მეორე ყაზანის უნივერსიტეტისა... (ხომ არ ვცდები?) — D.DEU. პასუხი 18:11, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
აჰ, გასაგებია, სტატია არ წამიკითხავს ბოლომდე, ბოდიში... ალბათ საუბარია აღწერილი მდინარეებიდან უმოკლესზე (ჩემი ვარაუდით :( ). — D.DEU. პასუხი 18:14, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ტურისტების ანკესია, ასეთ დროში ვცხოვრობთ. აფხაზეთის შემთხვევაში ტურისტული პიარის გარდა ამ მდინარეს სხვა დატვირთვასაც ანიჭებენ – მსოფლიოს ყურადღების მიქცევას – რეპრუა აქამდე არავის გაუგია, მაგრამ ახლა გახდა აქტუალური. საიტებიდან ჩანს, რომ ამ მდინარის თემა სულ რაღაც 4–5 წლის წინ არის წამოწეული. მაგრამ ალბათ სტატია მაინც უნდა დარჩეს, რადგან აჩვენებს გარკვეულ ტენდენციებს. აღსანიშნავია, რომ არც ქსე–ში და არც ბსე–ში ამ მდინარის ჭაჭანებაც არ არის, როცა გახდა პოლიტიკურად და ეკონიმიკურად აქტუალური, მაშინ წამოწიეს.--Zolokin განხილვაწვლილი 18:26, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]