განხილვა:ჟოზეფ დე ბაი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ პიროვნების სახელი არის არა ამურ ბაი, არამედ ჟოზეფ დე ბაი. სტატიის სათაური არასწორად არის მითითებული თუ შესაძლებელია რომ ჩასწორდეს?Surprizi განხილვაწვლილი 16:16, 14 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]


ბარონი დე ბაი ყველა ოფიციალურ საბუთში მოიხსენიება როგორ ჟოზეფ დე ბაი ან ბარონი დე ბაი. ასე რომ, ვფიქრობ, აუცილებელია სტატიის სათაური შეიცვალოს და გახდეს ,,ჟოზეფ დე ბაი", რადგან ამურ ბაი ამ პიროვნების სახელი და გვარი არ იყო. მითუმეტეს, რომ თვითონ "ბაი" ცალკე ადგილის დასახელებას ნიშნავს და აუცილებელია იგი ,,დე"-სთან ერთად იყოს ნახმარი. კარგი იქნება თუ შესაძლებელია შეცვლა. --Pteranouka განხილვაწვლილი 16:34, 14 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

დაელოდეთ ავტორს. — ჯაბა ლაბაძე () 16:36, 14 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

,,დე"-სთან - გეთანხმებით. რაც შეეხება სახელს ვერ ვიკამათებ, რადგან არ ვიცი რომელი სახელით იყო უფრო ცნობილი. ისე უნდა გაკეთდეს აგრეთვე გადამისამართება ბარონი დე ბაი-დანაც. აგრეთვე ალბათ უნდა იყოს გადამისამართება ბერტელოდანაც ე. ი. ჟოზეფ ბერტელო. საინტერესოა თქვენი აზრი.--ცანგალა () 19:39, 15 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
თუ საჭიროა, მე შემიძლია სადმე ავტვირთო (ოღონდ უნდა მიმითოთოთ სად ) ბარონი დე ბაის ხელმოწერა და/ან მისი წიგნების თავფურცელი, სადაც ჩანს რომ იგი ცნობილი იყო როგორც ბარონი დე ბაი, ან ბარონი ჟოზეფ დე ბაი. ეს გრძელი სახელი მისი ნათლობის სახელია, რომელიც არ გამოიყენებოდა. ბარონის ოფიციალური მოკლე სახელი და გვარია ჟოზეფ ბერტელო, და ვინაიდან მას დაბადებიდანვე მიენიჭა ბაის (ადგილია საფრანგეთში) ბარონის ტიტული, ოფიციალურ საბუთებში მოკლედ მოიხსენიებოდა როგორც ბარონი დე ბაი ან ბარონი ჟოზეფ დე ბაი. გადამისამართებაზე კი აბსოლუტურად გეთანხმებით. თუ ნებას დამრთავთ ახლო მომავალში აღნიშნულ სტატიას განვავრცობ. --Pteranouka განხილვაწვლილი 20:46, 15 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
განვრცობაზე ნებართვის აღება არ არის საჭირო. განავრცეთ და მიუთითეთ ლიტერატურა. წარმატებები.--ცანგალა () 21:47, 15 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]