განხილვა:ჟანიუ კუადროსი
სათაური
[წყაროს რედაქტირება]ეს სტატია რომ ვნახე გამიჩნდა კითხვა ესეც ჟანიუ კუადრუსი ხომ არ იქნება? --ჯაბა ლაბაძე 03:22, 25 მარტი 2013 (UTC)
- 100%-ით, მაგრამ ბრაზილიურ და პორტუგალიურ სახელებში იმდენი არასწორი დასახელება გვაქვს მემგონი ვერასდროს ვერ გავასწორებთ:( ძირითადად O-ს შემოტანაზე, როგორც უ. არ ვიცი რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ. მაგალითად პაულო კოელიო, ეუსებიო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, რომარიო და მრავალი სხვა, ისეა უკვე დამკვიდრებული არასწორი ფორმით, რომ ვეჭვობ მათი სწორ ფორმაზე გადატანა შესაძლებელი იყოს. ამ კონკრეტულ სტატიას რაც შეეხება ვფიქრობ უნდა გადავიტანოთ.--GagaVaa განხილვაწვლილი 18:34, 26 მარტი 2013 (UTC)
- 1960 პრეზიდენტ ჟ. კუადროსის მთავრობა შეეცადა ... - სტატია ბრაზილია, ქსე, ტ. 2, გვ. 499, თბ., 1977--ცანგალა (გ) 20:10, 26 მარტი 2013 (UTC)
მადლობა ცანგალა. მაშინ ეს სტატია უნდა გადავიტანოთ რადგან სახელწოდება სწორედ ამ პრეზიდენტისაგან მიიღო. --ჯაბა ლაბაძე 03:33, 27 მარტი 2013 (UTC)
- ჩემი აზრით აჩქარება საჭირო არაა. კიდევ ვნახოთ რამე მასალა. შეცდომა ქსე-შიც შეიძლება იყოს. პრეზიდენტი-ჟანიუ-კუადრუსი როგორაა ქსეში შეუძლია ვინმეს ნახოს?--GagaVaa განხილვაწვლილი 06:48, 27 მარტი 2013 (UTC)
- პრეზიდენტი გარდაიცვალა 1992 წელს, როგორც ვიკიში წერია. მისი სახელობის მუნიციპალიტეტი შეიქმნა ალბათ პრეზიდენტის სიკვდილის შემდეგ. ქსე-ეს ბოლო ტომი 1987 წელს გამოიცა. ასე რომ ვერ გადამოწმდება. რაც ვნახე ქსე-ში სტატიაში ბრაზილიაში დავწერე. სახელი ინიციალით წერია ჟ.--ცანგალა (გ) 08:32, 27 მარტი 2013 (UTC)
- პორტუგალიურ ვიკიში წერია რომ 1961 წელს შეიქმნა ქალაქი pt:Presidente Jânio Quadros და მაშინდელი პრეზიდენტის სახელი ეწოდა. ასე, რომ ქსე-ში ან სადმე იქნება რაიმე ინფორმაცია. მეც ვეცდები მოვიძიო.--GagaVaa განხილვაწვლილი 11:44, 27 მარტი 2013 (UTC)
- პრეზიდენტი გარდაიცვალა 1992 წელს, როგორც ვიკიში წერია. მისი სახელობის მუნიციპალიტეტი შეიქმნა ალბათ პრეზიდენტის სიკვდილის შემდეგ. ქსე-ეს ბოლო ტომი 1987 წელს გამოიცა. ასე რომ ვერ გადამოწმდება. რაც ვნახე ქსე-ში სტატიაში ბრაზილიაში დავწერე. სახელი ინიციალით წერია ჟ.--ცანგალა (გ) 08:32, 27 მარტი 2013 (UTC)
ესე იგი თუ 1961 წელს შეიქმნა და მაშინდელი პრეზიდენტის სახელი ეწოდა და თანაც ეს პრეზიდენტი ქსე-ში მოხსენიებულია კუადროსი-ს გვარით. ვფიქრობ გვარი არაა შესაცვლელი და იმ მუნიციპალიტეტის სახელია შესაცვლელი. --ჯაბა ლაბაძე 14:51, 27 მარტი 2013 (UTC)
- ვერაფერი ლოგიკაა, არამგონია ქსე-ში წინადადებაში ნახსენები სიტყვა იმის მტკიცებულებად გამოდგეს, რომ ეს სახელი ქართულში ისტორიულად არის დამკვიდრებული კუადროსის ფორმით. და საერთოდაც დარწმუნებული ვარ ბატონი კუადრუსი ისეთი ცნობილი პერსონა ნამდვილად არ გახლავთ ჩვენს ქვეყანაში, რომ განსაკუთრებული ისტორიული თავისებურებით იყოს დამკვიდრებული მისი გვარი, შესაბამისად უნდა ვიხელმძღვანელოთ — დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#პორტუგალიური. ანუ ჟანიუ კუადრუსი.
P.S. არც უცხოურ პირთა ლექსიკონში და არც საზღვარგარეთის ქვეყნების ლექსიკონში არ არის არც პრეზიდენტი-ჟანიუ-კუადრუსი და ჟანიუ კუადროსი.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa (განხილვა • წვლილი) .- როდესაც სხვას მსჯელობისას ლოგიკას უწუნებთ მინიმუმ თქვენ მაინც უნდა იმსჯელოთ ლოგიკურად და არამგონია-ზე მეტი არგუმენტი უნდა მოიყვანოთ. ნუ ამას თავი დავანებოთ. თქვენ მიერ მითითებული დახმარების გვერდის მიხედვით. o ზოგჯერ ო-დ იკითხება და ზოგჯერ უ-დ.
- o — ო: Orlando — ორლანდუ.
- o — უ: Joaquim — ჟუაკინ-ი, Soares — სუარეშ-ი, Ricardo — რიკარდუ, Amado — ამადუ.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ დახმარების გვერდის იქეთ ჩემი შესაძლებლობები პორტუგალიურის ცოდნაში შეზღუდულია. მაგრამ მინდა ავღნიშნო სანამ სარწმუნო წყარო არ იქნება არამგონია-ზე სტატიის სათაურის გადატანას მიზანშეწონილად არ ვთვლი.--ჯაბა ლაბაძე 15:29, 31 მარტი 2013 (UTC)
- ჯაბა საწყენად არ მითქვია, ბოდიშს გიხდი. პორტუგალიურში მაინცდამაინც ძლიერი არც მე ვარ და რათქმაუნდა არანაირი წყარო არ გვაძლევს სერიოზულ საფუძველს სტატიის გადატანისას. მიზეზი ის არის რომ ქართულშიც და რუსულშიც ძალიან ბევრი სახელია პორტუგალიურიდან, ძირითადად ბრაზილიურიდან, (ეუსებიოს და ვასკო და გამას თუ არ ჩავთვლით) შემოსული არასწორად. უფროსწორად თუ ვიტყვით შესულია პორტუგალიურიდან რუსულში და მერე იქიდან ქართულში. გაუგებარია თუ რატომ არის Santos ზოგ შემთხვევაში სანტოსი (მაგ.:დანტე ბონფიმ კოსტა სანტოსი) და ზოგ შემთხვევაში სანტუში (მაგ.: ჟოზე ედუარდო სანტუში). დახმარების გვერდზე გასაგებად წერია რომ ბრაზილიურ სახელებიდან S ყოველთვის შემოდის, როგორც ს და არა შ ან ჟ, როგორც ეს სხვა პორტუგალიური სახელების შემთხვევაში ხდება, მეტ განსხვავებაზე არაფერია ნათქვამი, ანუ სანტუსი უნდა იყოს ბრაზილიურის დროს სანტუში კი სხვა შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის სახელია Jânio Quadros, რომელიც ლოგიკურად პორტუგალიურად უნდა ჟღერდეს, როგორც ჟანიუ კუადრუში, ბრაზილიურ ვარიანტში კი კუადრუსი. მაგრამ პორტუგალიურ სახელების შემოტანისას სხვა გაუგებარი სპეციფიკა მუშაობს, ორი ერთდაიგივე სახელის მქონე ფეხბურთელს Ronaldo-ს ხომ მთელი საქართველო და რუსეთი სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს რონალდო და რონალდუ. და კიდევ ერთი ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია ჩვენს სლავ კოლეგებს ვენდოთ, რუსებს პირველ რიგში და მათთან ერთად უკრაინელებს, ბელორუსებს, სერბებს, მაკედონიელებს და ბულგარელებს, რადგან ლათინური ალფაბეტიდან გასლავურება და გაქართულება ერთდაიგივე პრინციპებზე არის დამყარებული.--GagaVaa განხილვაწვლილი 16:52, 31 მარტი 2013 (UTC)
კარგი, არ მწყენია და ბოდიშიც არ იყო საჭირო. ისე შენი ნააზრევიდან ბოლო წინადადებას რომ არ დავეთანხმო არ შემიძლია, თანაც 100 %-ით. რაც შეეხება დანარჩენს: როგორც ვხედავ წყარო არ გვაქვს საკმარისი იმისათვის რა როგორ გამოითქმის ჯერ პორტუგალიურში და მერე ბრაზილიურ პორტუგალიურში. ლოგიკაზე დაყრდნობით გადატანისაგან მოდი თავი შევიკაოთ. ეს ერთი სათაური არაფერს არ განსაზღვრავს, რადგან ზოგადად უფრო დიდი პრობლემაა მოსაგვარებელი, როგორც თავად აღნიშნე. --ჯაბა ლაბაძე 17:09, 31 მარტი 2013 (UTC)
- კი, მეც ვფიქრობ, რომ სანამ უფრო სანდო წყარო არ გამოჩნდება შევიკავოთ თავი.--GagaVaa განხილვაწვლილი 17:29, 31 მარტი 2013 (UTC)